უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: „ნუ დააკნინებ შენს მისწრაფებებს. მე არ მინახავს ისეთი რამ, რაც ადამიანს სიკეთის კეთებაში ხელს ისე უშლიდეს, როგორც მცირე ამბიცია.“
(ადაბ ალ-დუნია ვა ალ-დინ, 319)
'ნუ დააკნინებ შენს მისწრაფებებს' ნიშნავს:
არ დაკმაყოფილდე მცირედით ან საშუალოთი, როცა მეტი შეგიძლია. არ დაისახო პატარა მიზნები მაშინ, როცა შეგიძლია დიდი სიკეთე გააკეთო. მუსლიმი მოწოდებულია მაღალი სულიერებისკენ და მაღალი მიზნებისკენ.
'მცირე ამბიცია' - ში არ იგულისხმება თავმდაბლობა. იგულისხმება სიზარმაცე, საკუთარი შესაძლებლობების დაუფასებლობა.
როცა ადამიანი ამბობს: 'მე რა შემიძლია? 'ჩემი სიტყვა რას შეცვლის?' 'ერთმა სიკეთემ რა უნდა ქნას?' 'სხვებმა გააკეთონ'
აი სწორედ ეს არის მცირე ამბიცია.
უმარის სიტყვები გვასწავლის, რომ ადამიანის ზრდას და საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანას ყველაზე მეტად სწორედ ასეთი აზროვნება აფერხებს.
დიდი საქმეები იწყება დიდი განზრახვით. სიკეთე არ მრავლდება იქ, სადაც მიზანი პატარაა.
თუ ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, ეს უკვე მცირე ამბიციაა. თუ ფიქრობს: როგორ გავაუმჯობესო ჩემი ზნეობა და ხასიათი, როგორ მოვუტანო სარგებელი ხალხს, რა ვასწავლო? როგორ დავტოვო სიკეთის კვალი? ეს უკვე დიდი მისწრაფებაა.
საკუთარ თავს ნუ დაამცირებ. თუ შენს მიზნებს არ აამაღლებ, შენი საქმეებიც დაბალი დარჩება.
და ბოლოს: სთხოვეთ ალლაჰს დიდი საქმეები. იმუშავეთ დიდ მიზნებზე. იფიქრეთ დიდი სიკეთეებზე. რადგან მცირე ამბიცია არის უხილავი ბორკილივით, ხოლო დიდი მისწრაფებების ქონით კი მიზნამდე ნახევარი გზა უკვე გავლილი გაქვს. და ალლაჰმა უკეთ იცის