ჰასან ალ-ბასრი: 'ეძიეთ სიტკბოება ლოცვაში, ყურანში და ალლაჰის ხსენებაში. თუ ამათში სიტკბოებას იგრძნობ, მაშინ, გიხაროდეს და იმედი გქონდეს. თუ ვერ გრძნობ სიტკბოს, მაშინ იცოდე, რომ კარი დაკეტილია.' (ნუზჰათ ალ-ასმა იბნ რაჯაბ 85)
კარში იგულისხმება გულის კარი, რომელიც ცოდვებმა დაკეტა. მისი გახსნა მხოლოდ ცოდვებზე მორიდებით და ალლაჰის ხსენებით მოხდება.
ლოცვა შეიძლება სრულდებოდეს ხშირად, სწორად, ყურანი იკითხებოდეს ყოველდღე და ზიქრიც ხშირად კეთდებოდეს, მაგრამ თუ ამ ყველაფერში შინაგანი სიტკბო არ იგრძნობა, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა მოქმედებაში კი არა, გულშია. ლოცვით და ზიქრით სიტკბოება არ ნიშნავს ცრემლებამდე მისვლას, ხშირად ის არის სიმშვიდე, გულის სირბილე და ის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ადამიანს ლოცვაში სიმშვიდეს აგრძნობინებს. როდესაც ადამიანი ამ სიტკბოს პოულობს, ეს ნიშანია იმისა, რომ მისი გული ცოცხალია და ალლაჰთან კავშირი მყარია, ამიტომაც ამბობს იბნ რაჯაბი: გიხაროდეს და იმედი გქონდეს.
დაკეტილი კარი“ ნიშნავს, რომ გულსა და სიმშვიდეს შორის ბარიერი გაჩნდა. ეს შეიძლება იყოს ცოდვის კვალი, მატერიალიზმზე მიჯაჭვულობა, სიამაყე, უყურადღებობა ან მხოლოდ ჩვევად ქცეული ლოცვა თუ ზიქრი, სადაც სხეული მოქმედებს, მაგრამ გული არ მონაწილეობს.
ფანჯარა რომ დაიფაროს მტვრით და მზის შუქი ვეღარ შემოვიდეს ოთახში, მზე მაინც ანათებს, მაგრამ სინათლე ვერ აღწევს შიგნით; პრობლემა მზეში კი არა, ფანჯარაშია. ასეა გულის შემთხვევაშიც: ალლაჰის წყალობა უწყვეტია, მაგრამ თუ ადამიანი ვერ გრძნობს სიტკბოს, ეს ნიშნავს, რომ გულს გაწმენდა და დაბრუნება სჭირდება. ეს მოწოდება გვასწავლის თვითშემოწმებას: თუ სიტკბოს ვგრძნობთ, ეს არის კარგის ნიშანი. თუ ვერ ვგრძნობთ, მაშინ, საჭიროა მონანიება, გულს სჭირდება გასუფთავება და ალლაჰთან გულწრფელი დაბრუნება. კარი შეიძლება დაიკეტოს, მაგრამ გაიხსნება მისთვის, ვინც გულწრფელად აკაკუნებს და ცდილობს ღმერთთან სიახლოვეს.
და ალლაჰმა უკეთ იცი