შეიხ ალბანიმ თქვა: თუ თავჰიდზე ილაპარაკებ, შირქში მყოფები უარს იტყვიან შენზე. თუ სუნნაზე ილაპარაკებ, სიახლის მიმყოლი ხალხი უარს იტყვის შენზე. თუ მტკიცებულებებით ილაპარაკებ, მაზჰაბების ბრმად მიმყოლები, სუფისტები და უცოდინრები შენზე უარს იტყვიან. თუ ილაპარაკებ ისლამზე და მის ყოველდღიურ კავშირზე ჩვენს ცხოვრებასთან, სეკულარისტები და ისინი ვისაც სურს რელიგიის ცხოვრებისგან გამოყოფა, უარს იტყვიან შენზე. სწორედ ეს არის მძიმე უცნაურობა აჰლი სუნნას მიმართ. ისინი ყველა საშუალებით გვებრძვიან, გვებრძვიან იმით, რაც ისმის მედიიდან, რასაც ვხედავთ და რომელსაც ბეჭდავენ. ამ ბრძოლამ იქამდე მიაღწია, რომ ოჯახის წევრებიც და მეგობრებიც კი ებრძვიან იმას ვისაც უჭირავს ალლაჰის წიგნი და მისი შუამავლის სუნნა. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ კმაყოფილნი ვართ ამ უცნაურობით და ვამაყობთ რომ ვართ უცნაურები, რადგან ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შეაქო ეს უცნაურები და თქვა: 'ისლამი დაიწყო უცნაურად და დაუბრუნდება უცნაურობას ისე, როგორც დაიწყო, ასე რომ ტუბა (სასიხარულო ამბავი) უცნაურებს.' საჰაჰეებმა ჰკითხეს: ვინ არიან ისინი ალლაჰის შუამავალო? მან უპასუხა: 'ისინი არიან მართალნი მაშინ, როცა ხალხი გაფუჭებულია. (სილსილა ას-საჰიჰა 1273)