17:53    2025-07-11
ისლამის დაცემა იწყება იქ, სადაც ცოდნა ქრება

აბუ ვაილი გადმოსცემს: აბდულლაჰ იბნ მას’უდმა, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, იკითხა:  „იცით, როგორ დასუსტდება ისლამი?“ ხალხმა მიუგო: „ისე, როგორც ტანსაცმელს ფერი გადასდის, როგორც ცხოველი იღლება ან მონეტა ჟანგდება დროთა განმავლობაში.“ მაშინ იბნ მას'უდმა თქვა: „ეს კი ნამდვილად ამის ნაწილია, მაგრამ უფრო მძიმე და საშიშია სწავლულთა გარდაცვალება ან მათი გაუჩინარება.“ 
(ალ-მუ‘ჯამ ალ-ქაბირ ლილ-ტაბარანი 8991)


იბნ მას’უდის ეს სიტყვები ღრმა სიბრძნეს და გაფრთხილებას შეიცავს. ისლამი — როგორც რწმენა, ცხოვრების წესი და ღირებულებათა სისტემა — მხოლოდ გარეგნულად კი არ დასუსტდება, როგორც საგნები ბუნებრივად ძველდება ან ქრება, არამედ უფრო სერიოზული და სახიფათო საფრთხე ისლამისთვის არის სწავლულების დაკარგვა, რადგან სწორედ ისინი ინახავენ რელიგიას ცოდნით, სწავლებით, განმარტებით და ჭეშმარიტების დაცვით. როცა სწავლულები გარდაიცვლებიან და მათი ცოდნა თან წაიღება, ხალხი რჩება უშუქოდ — დაბნეული, მოუთვინიერებელი და ხშირად მცდარი გაგებით. ეს განაპირობებს იმგვარ დაქვეითებას, რომლის გამოსწორება ძალზედ რთულია.

ეს ჰადისი მკაფიოდ უსვამს ხაზს სწავლულების, ანუ ‘ულამა’– ს როლს ისლამურ საზოგადოებაში და იმ საფრთხეს, რაც მათი დაკარგვით დგება.