00:07    2025-07-13
დაფიქრება — გზა ჭეშმარიტებისკენ

ყურანში სიტყვები „დაფიქრება“ და „შეხსენება“ ასზე მეტჯერ არის მოხსენიებული, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ დაფიქრება ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია.

ერთ-ერთი მაგალითი არის -  და იტყვიან: რომ შეგვესმინა ან მოგვეხმო გონებისთვის, არ ვიქნებოდით ცეცხლის ბინადარნი! (მულქ 67:10)

იბნ ჰუბაირა გადმოსცემს:  შაითანის ერთ-ერთი ხრიკი ისაა, რომ ადამიანებს ყურანზე დაფიქრებისგან აშორებს, რადგან ჭეშმარიტება სწორედ დაფიქრების გზით მოდის. (ზილ თაბაყათ ალ-ჰანაბილა 2/156)

ამ სიტყვებში იმალება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საფრთხის შემცველ რეალობაზე გაფრთხილება:
შაითანი არ არის მხოლოდ ფიზიკური ცოდვებისკენ წამქეზებელი — მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი ფსიქოლოგიური ომია.

ის ცდილობს დაგვაშოროს იმ ერთ რამეს, რაც ადამიანს ნათლად აჩვენებს ჭეშმარიტ გზას —  და ეს არის ყურანის სიღრმისეულად გააზრებას. ყურანი არ არის მხოლოდ კითხვისთვის ან ჯილდოს მოსაპოვებლად.

ყურანი ალლაჰის სიტყვაა,  გზამკვლევია, რომელსაც სურს შენი გულის, შენი ხედვის, შენი ცხოვრებისა და მიზნების შეცვლა.

მაგრამ ეს ცვლილება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი მასზე ფიქრობს და სვამს კითხვებს:

რას ნიშნავს ეს აიათი?

რა მოითხოვს ჩემგან ეს სიტყვები?

როგორ უნდა შევიცვალო ამ აიათის მოწოდების შემდეგ?

შაითანმა იცის, რომ ყურანზე დაფიქრება — ნიშნავს ჭეშმარიტების კარს. სწორედ ამიტომ ის გიბიძგებს:

წაიკითხე, მაგრამ იჩქარე!

იკითხე, მაგრამ არ დაფიქრდე!

დაიმახსოვრე, მაგრამ გულით არ გაიაზრო!

გეცოდინება, მაგრამ არ შეიცვლები!

სიტყვები ' ჭეშმარიტება დაფიქრების გზით მოდის' ნიშნავს: 

ყურანის აიათები ეხება შენს სინდისს, შენს პრობლემებს, შენს დამოკიდებულებებს ადამიანებთან, მშობლებთან, მეუღლესთან, მეგობრებთან, სინანულთან და მომავლის იმედთან... მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა მათზე დაფიქრდები.

შაითანი არ გეუბნება პირდაპირ „არ წაიკითხო ყურანი“ — ის გეუბნება: „წაიკითხე, ოღონდ სწრაფად, ზედაპირულად, ჩვევით...“
იგი ცდილობს ყურანი გახადოს ფორმალურობად, რომ მან ვერ იმოქმედოს შენზე. 

შაითანის მიზანია, რომ კაცმა იცოდეს, მაგრამ არ შეიცვალოს. ილოცოს, მაგრამ გულწრფელად არ მოინანიოს. იკითხოს ყურანი, მაგრამ არ დაფიქრდეს მასზე. 

ყურანი არის გზა ჭეშმარიტებისკენ, მაგრამ გზა იხსნება მხოლოდ მაშინ, როცა მის სიტყვებზე დავფიქრდებით. არ დანებდე და ყოველდღიურად იკითხე ყურანი დაფიქრებით. არ მისცე შაითანს უფლება, რომ ყურანის სიტყვები შენთვის ჩვევად იქცეს, ნაცვლად იმისა, რომ გზამკვლევად იქცეს.

იყავი ის, ვინც კითხულობს, ფიქრობს და იცვლება. რადგან ჭეშმარიტება – სწორედ ასე მოდის.

და ალლაჰმა უკეთ იცის