იბნ აბბასმა თქვა: ‘ყოველდღიურად ორი ანგელოზი იცავს მორწმუნეს’ (ტაბარი 20216)
ალლაჰი - უნაკლო და დიდებული ბრძანებს ამის შესახებ, თავის წიგნში:
მას ჰყავს განუყრელი მეთვალყურენი წინიდან და უკნიდან, იცავენ მას ალლაჰის ბძანებით. (‘რა’დ 13:11)
ალ-ჰაფიზ იბნ ქასირი წერდა მოცემული აიათის განმარტებაში: ‘თითოეულ ადამიანს ჰყავს ანგელოზები, რომლებიც მასთან თანმიმდევრობით მოდიან, იცავენ მას დღისით და ღამით, იცავენ მას ცუდი საქმეებისა და უბედური შემთხვევებისგან. ასევე მასთან მოდიან ანგელოზები, რათა ჩაიწერონ მისი როგორც კარგი, ასევე ცუდი საქმეები. ამგვარად, მარჯვნივ და მარცხნივ ორი ანგელოზია, რომლებიც მის საქმეებს იწერენ და კიდევ ორი ანგელოზი, რომლებიც მას იცავენ, ერთია მის უკან, მეორე მის წინ. ამიტომ ადამიანს დღისით და ღამით ოთხი ანგელოზი აკრავს გარს, ორი იცავს მას, ორი კი საქმეებს იწერს. (თაფსირ ალ-ყურან ვალ ‘აზიმ 4/437)
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ‘იყავი ალლაჰის მორჩილი და ის დაგიცავს შენ’ (ნავავი19)
ან ფიქრობენ, რომ ჩვენ არ ვისმენთ მათ საიდუმლოსა და იდუმალ თათბირს? ჩვენი შუამავლები(ანგელოზები) მათთან არიან და იწერენ. (ზუხრუფ 43:80)
10. ჭეშმარიტად, თავზე მცველები გადგანან.
11. ღირსეული მწერალნი.
12. რომელთაც იციან, რას აკეთებთ!
(ინფიტარ 82:10-12)
ეს ტექსტები ხაზს უსვამს, რომ მორწმუნეს ანგელოზები იცავენ ალლაჰის ნებით. ყოველდღიურად ოთხი ანგელოზი აკრავს მას გარშემო: ორი იცავს მას წინიდან და უკნიდან, ხოლო ორი იწერს მის კეთილ და ბოროტ საქმეებს. ეს დაცვა სრულიად დამოკიდებულია ალლაჰის ნებაზე. ანუ ყველა დაცვა, რომელიც მორწმუნეს ეძლევა, არის ალლაჰის ნება.