სუფიან იბნ უიანა: ‘ხალხს შორის არიან ისეთები, რომლებიც თუ შენგან ორმოცდაათ სიბრძნეს მოისმენენ, ერთსაც არ დაიზეპირებენ. მაგრამ თუ ერთხელ მაინც შეცდები, სწორედ ამას დაიმახსოვრებენ და არც ერთ შეკრებაზე არ ჩამოსხდებიან ისე, რომ არ ახსენონ შენი შეცდომა. (ალ-‘უზლა ალ-ხატტაბი 55)
როცა ვიღაც გვიზიარებს ცოდნას, ჭეშმარიტებას ან გულწრფელ რჩევას, ხშირად ან უგულებელვყოფთ, ან უბრალოდ არ ვაძლევთ სათანადო მნიშვნელობას.
როცა ადამიანი მხოლოდ შეცდომას იმახსოვრებს და განიხილავს, ეს მიუთითებს გულში არსებული ბოროტი განზრახვისკენ — ის თითქოს გელოდება, როდის წამოიკრავ ფეხს რომ ხვებს მოუყვეს. არ გახდე იმ ხალხთაგანი, ვინც სხვის შეცდომებს წინა პლანზე აყენებს, ხოლო მათ ღირსებებს — ივიწყებს. ისწავლე სიბრძნის დაფასება და შეცდომების მიტევება — ეს ალლაჰისთვის საყვარელი საქმეა. ნუ იქნები ისეთი, როგორიც ფუდაილ იბნ ‘იადმა ასე აღწერა:
' ვისაც უყვარს ლიდერობა (ამირობა) მას შურს, ეძიებს სხვის შეცდომებს და არ მოსწონს როცა სხვას კარგად ახსენებენ.'
(იბნ აბდ ალ-ბარ; ჯამი’ ბაიან 971)
და ალლაჰმა უკეთ იცის