სიკეთე, რომელმაც გადაწონა ჩადენილი ცოდვები
აბუ ზარ’ამ გადმოსცა: აბდულლაჰ იბნ მას’უდმა ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი თქვა: ‘ერთმა ბერმა სამოცი წელი ღმერთის თაყვანისცემაში გაატარა. ერთ დღეს მასთან ქალი მოვიდა და მის გვერდით დაწვა და მასთან ექვსი ღამის განმავლობაში სქესობრივ კავშირს ამყარებდა . ბერმა საბოლოოდ ინანა მისი საქციელი და გაიქცა მისგან. იგი შევიდა სალოცავში, ეძებდა თავშესაფარს და დარჩა შიგნით სამი დღე ისე, რომ არაფერი უჭამია. შემდეგ მას პური მიართვეს, პური ორ ნაწილად გატეხა, ნახევარი მარჯვენა მხარეს მჯდომ კაცს მისცა, მეორე ნახევარი კი მარცხენა მხარეს მჯდომს.. ერთ დღეს ალლაჰმა სიკვდილის ანგელოზი გაუგზავნა, რათა მისი სული წაეყვანა. ანგელოზმა ბერის სამოცი წლის საქმეები სასწორის ერთ მხარეს მოათავსა და ექვსი ღამე მეორე მხარეს, თუმცა იმ ექვსმა ღამემ გადაწონა კეთილი საქმეები. შემდეგ სასწორზე დადო პური, და გადაწონა ის ექვსი ღამე. (მუსანაფ აბი შეიბა 33523)