იმამ აბუ ჰანიფასთან რამდენიმე ათეისტი მივიდა და სურდათ, დებატებში გამოეწვიათ იგი. იმამმა უთხრა:
„დებატების დაწყებამდე ერთი რამ მინდა გითხრათ: 'ვნახე ნავი, რომელიც თავისით აწყობილიყო და ზღვაში დაცურავდა საქონლის გადასატანად — მეზღვაურის გარეშე.“
ათეისტებმა სიცილი დაიწყეს და უთხრეს:
„გვსმენია, რომ მუსლიმებს შორის ყველაზე ჭკვიანი ხარ, მაგრამ ეს თუ გჯერა, შენ ნამდვილად სულელი ყოფილხარ — ეს ხომ შეუძლებელია!“
იმამმა ჰკითხა:
„თუ ეს შეუძლებელია ნავის შემთხვევაში, მაშინ როგორ შეიძლება იყოს შესაძლებელი მთელი სამყაროს შემთხვევაში?“
ათეისტები გაფითრდნენ და სიტყვაც ვეღარ დაძრეს.
(შარჰ ალ-აყიდა ალ-ვასიტია, გვ. 35)
იმამ აბუ ჰანიფამ მახვილგონივრული მაგალითით აუხსნა ათეისტებს, რომ თუ უბრალო ნავის აწყობა და მოძრაობა მეზღვაურის გარეშე შეუძლებელია, მაშინ როგორ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უზარმაზარი, მოწესრიგებული და სრულყოფილი სამყარო შეიძლება შემთხვევით, შემომედის გარეშე არსებობდეს? იმამი მარტივი მაგალითით ამხელს, რომ ყოველი მოწესრიგებული სისტემა მიგვითითებს გონიერ შემოქმედზე. როგორც ნავი მიგვანიშნებს მეზღვაურზე, ასევე სამყარო მიგვითითებს თავისი გამჩენის არსებობაზე. და ალლაჰმა უკეთ იცის