02:22    2025-07-28
ცოდნა მოუხმობს საქმეებს

სუფიან ას-საურიმ, ალლაჰმა შეიწყალოს, თქვა:  „ცოდნა საქმეს მოუხმობს. თუ საქმე პასუხობს – ცოდნა რჩება; ხოლო თუ არ პასუხობს, მაშინ, ცოდნა მიდის.
 (თარიხ ბაღდად, ტ. 1, გვ. 231)

ცოდნა მოქმედებას მოითხოვს — როგორც ნარგავი მოითხოვს მორწყვას. თუკი ცოდნა მხოლოდ გულში დარჩა და საქმით არ მორწყე, ის მალე გაჭკნება და გაქრება. ჭეშმარიტი ცოდნის ნიშანი ისაა, რომ ის მოქმედებას წარმოშობს — მორჩილებას, სინანულს, თავშეკავებას, სიმდაბლეს. ცოდნა, რომელსაც ადამიანი არ იყენებს, მას აზიანებს და პასუხს აგებინებს. ამიტომ სალაფები ამბობდნენ: ზედმეტი ცოდნა და ცოტა საქმე — ეს ალლაჰის მიცემული გამოცდაა, არათუ ნიჭი.“

ყურანში ალლაჰი ამბობს:  „იგავი იმათი, რომელთაც ეტვირთათ თევრათი, მერე არ შეითვისეს იგი, ჰგავს სახედრის იგავს, რომელიც ზიდავს წიგნებს.“  (სურა ალ-ჯუმუა, 62:5)

ალ-ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:  „ზოგიერთს ყველაზე მეტი ცოდნა აქვს, მაგრამ საქმით ყველაზე სუსტია. ეს ცოდნა არ არის, ეს არის მტკიცებულება მის წინააღმდეგ.“  (ჰილია ალ-ავლიია, ტ. 2, გვ. 147)

და ალლაჰმა უკეთ იცის