'ნუ დაივიწყებ სიკვდილის ანგელოზს — რადგან ის შენ არ გივიწყებს.' — უმარ იბნ ალ-ხატტაბი (რაჰიმაჰულლაჰ) წყარო: ალ-მაჯალის ვა ჯავაჰირუდ-დინ, 2/73
ეს შეგონება შეგვახსენებს მუდმივ თვითკონტროლს და ღმერთის წინაშე პასუხისმგებლობას. სიკვდილის ანგელოზი — მალაქ ალ-მავთი — თავის დროზე მოდის ყველა ადამიანთან. მიუხედავად იმისა, გვახსოვს თუ არა ის.
ეს სიტყვები მოუწოდებს:
ალლაჰი ამბობს:
სადაც არ უნდა იყოთ, სიკვდილი მაინც მოგეწევათ, თუნდაც რომ იყოთ მტკიცე კოშკებში (ნისა 4:88)
ყოველი სული იგემებს სიკვდილს (ალი იმრან 3:185)
და ასევე ჰადისები, რომელიც მოგვიწოდებს სიკვდილი გვახსოვდეს
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ხშირად გაიხსენეთ სიამოვნების გამანადგურებელი სიკვდილი.
(თირმიზი 2307)
მუჯაჰიდი გადმოსცემს, რომ აბდულლაჰ იბნ უმარმა თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დამიჭირა მხრებიდან და მითხრა: იცხოვრე ამ ქვეყნად ისე, თითქოს შენ ხარ უცხო ან მგზავრი. იბნი უმარი ამბობდა: თუ გადარჩი საღამომდე, არ ელოდო რომ იცოცხლებ დილამდე, და თუ გადარჩი დილამდე, არ ელოდო, რომ ცოცხალი იქნები საღამოს, და იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე სანამ ავად გახდები, და შენს სიცოცხლეზე ვიდრე მოკვდები.
(ბუხარი 6416)
სიკვდილი არის ძლიერი მოწოდება არსებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის, რათა დრო არ დავკარგოთ ფუჭ საქმეებში და ვიყოთ ღმერთის მორჩილნი, სანამ დრო გვაქვს.
ჰასან ალ-ბასრი:
სიკვდილი არის ამ ცხოვრების რეალობა და ეს (ცხოვრება) გონიერი ადამიანის აღტაცებას არ იწვევს.
(თარიხ ბაღდადი ტომი 14, გვ 444)
— სიცოცხლის ერთ-ერთი უდიდესი ჭეშმარიტება ის არის, რომ მას დასასრული აქვს. სიკვდილი არ არის იშვიათი მოვლენა — ის ყველას შეეხო და შეეხება,
— გონიერი ადამიანი აცნობიერებს, რომ მიწიერი ცხოვრება ილუზიაა. ის, ვინც ფიქრობს, ხედავს როგორ მალე იცვლება ახალგაზრდობა სიბერით, ჯანმრთელობა დაავადებით და სიცოცხლე სიკვდილით. ასეთ ადამიანს აღარ აღაფრთოვანებს მატერიალური საგნები, რადგან ისინი დროებითია და მალე დასრულდება.
და ალლაჰმა უკეთ იცის