14:12    2025-07-31
სიტყვა შენი მონაა, სანამ არ იტყვი

„სიტყვა შენი მონაა, სანამ არ წარმოთქვამ მას; მაგრამ როგორც კი იტყვი — თავად ხდები მისი მონა.“
— იბნ ალ-ყაიმ ალ-ჯაუზიია, ჯავაბ ალ-ქაფი

იბნ ალ-ყაიმის ეს სიტყვები გვახსენებს, რომ სანამ სიტყვები მხოლოდ გულსა და გონებაშია — ის ჩვენს კონტროლს ექვემდებარება. მაგრამ როგორც კი გამოვთქვამთ მას — ის ხდება საჯარო და მისით გამოწვეული შედეგები შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს.

სიტყვას შეუძლია ააშენოს ან დაანგრიოს ურთიერთობა, განმუხტოს ან გაამძაფროს სიტუაცია, მოჰგვაროს წყალობა ან უბედურება. ამიტომ ბრძენი ადამიანი ფრთხილობს და არ საუბრობს დაუფიქრებლად. 

ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვა: ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, კარგი ილაპარაკოს, ან გაჩუმდეს.   (ბუხარი 6136)

სანამ სიტყვას აკავებ — ის შენ გემორჩილება, მაგრამ როგორც კი იტყვი,  შენ ვეღარ აკონტროლებ. ამიტომ, ისლამური სიბრძნე გვასწავლის:
დაფიქრდი და შემდეგ ილაპარაკე.   ისლამში სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საქმე სწორედ სიტყვით სრულდება:   ადამიანი შედის ისლამში სიტყვით, ასევე გამოდის მისგან სიტყვით. სიტყვას შეუძლია გაგიძღვეს სამოთხეში — ან ჩაგაგდოს ჯოჯოხეთში. მას ძალუძს შეარიგოს ხალხი, ან გამოიწვიოს ომები, დაპირისპირება და უბედურება.

სიტყვა არ არის მხოლოდ ბგერების ერთობლიობა — ის არის პასუხისმგებლობა. საჭიროა, ჯერ დაფიქრდე და მხოლოდ შემდეგ ილაპარაკო.   სწორედ ამიტომ თქვა ალლაჰმა:  და უთხარი ჩემს მსახურებს, თქვან ის, რაც კარგია. ჭეშმარიტად, ეშმაკი განხეთქილებას თესავს მათ შორის და ჭეშმარიტად, ეშმაკი ადამიანის აშკარა მტერია!  (ისრა 17:53)

და ალლაჰმა უკეთ იცის