იბნ აბბასმა თქვა: სინელე და სიზარმაცე დაქორწინდნენ, და მათი შერწყმის შედეგად სიღარიბე დაიბადა.1
იბნ აბბასის ეს სიტყვები მეტაფორული ფორმით გადმოსცემს სოციალურ და სულიერ ჭეშმარიტებას: როდესაც ადამიანს სიზარმაცე შეიპრყრობს და გადაწყვეტილებებს მუდმივად დააყოვნებს (სინელე), მისი შედეგი იქნება სიღარიბე - მატერიალურიც და სულიერიც.
სინელე გულისხმობს გადაწყვეტილების გადადებას და უმოქმედობას მაშინ, როდესაც მოქმედება აუცილებელია.
სიზარმაცე ნიშნავს შინაგან წინააღდეგობას შრომის მიმართ, და ეს ისლამში მკაცრად გაკრიტიკებული თვისებაა. როცა ადამიანი უარს ამბობს ძალისხმევასა და სწრაფვაზე, ხოლო დროც უქმად გადის, ის საბოლოოდ კარგავს ყველაფერს; შანსებს, შესაძლებლობებსა და საბოლოოდ ხელში არაფერი არ აქვს.
გადმოცემები იმის შესახებ, რომ უსაქმურობა დაგმობილია ისლამში:
უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: არცერთმა თქვენგანმა თავი არ აარიდოს თავისი სამუშაოს შესრულებას, და მხოლოდ ალლაჰს ევედროს, რომ უზრუნველყოს, თუნდაც იცოდეს, რომ ზეციდან წვიმდეს ოქრო და ვერცხლი. 2
'აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა: უეჭველად, მე მეზიზღება უსაქმური მამაკაცი, რომელიც არ მუშაობს ამქვეყნიური ცხოვრებისთვის და ასევე იმქვეყნიური ცხოვრებისთვის.3
მუსლიმმა ბალანსი უნდა დაიცვას, არც იმქვეყნიური ცხოვრებისთვის შრომა ხელს არ ააღებინებს ამქვეყნიური ცხოვრებისთვის შრომაზე და პირიქით
_____
"ეჭვი არაა იმაში, რომ უსაქმურობა და მოწყენილობა ანადგურებს სულს და იწვევს სხეულის ზარალს, და მოაქვს მწუხარება და დარდი."4
ანას ბინ მალიქი გადმოსცემს: ერთმა კაცმა ჰკითხა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას), დავაბა ჩემი აქლემი და მივენდო ალლაჰს, თუ დავტოვო დაუბმელი და ისე მივენდო ალლაჰს? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დააბი და შემდეგ მიენდე ალლაჰს. 5
უმარ იბნ ალ-ხატტაბი წააწყდა რამდენიმე იემენელს, რომლებიც მზის გულზე იწყვნენ და ჰკითხა: ვინ ხართ თქვენ? ჩვენ მუთავაქქილები (ალლაჰზე მინდობილები) ვართ.
- არა, თქვენ მუთა'აქილები ხართ (ვინც ელოდება, რომ სხვა გამოკვებავს) ხართ. მუთავაქქილი ჯერ ჩააგდებს თესლს ხნულში და შემდეგ მიენდობა ღმერთს. 6
ისლამი არ ამართლებს მხოლოდ ალლაჰზე მინდობას, რომელსაც მოქმედება თან არ სდევს. პირიქით, ადამიანი უნდა იყოს აქტიური, რაც შეიძლება შრომისმოყვარე და ინიციატორი — მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოდის ალლაჰის წყალობა.
საზოგადოება საქმიანობებად არის დაყოფილი:
ისლამი აღიარებს შრომის მრავალფეროვნებას და ყველანაირ პატიოსან სამუშაოს:
ყოველი საქმიანობა ღირებული და საჭიროა. მთავარია - იყოს პატიოსანი, გულწრფელი და ისლამთან თანხვედრაში.
და ალლაჰმა უკეთ იცის
1. (ჰადაიქ იბნ ალ-ჯავზი 3:228)
2. (იჰია ალ-ულუმ ად-დინ 2:62)
3. (ალ-ფავაიდ გვ 214)
4. (ფატავა ნურ 'ალა აბ-დარბ ტომი 12 გვ 36)
5. (თირმიზი 2517)
6. (ალ-ირშად ილა საჰიჰ ალ-ი'თიყად 78)