09:37    2025-08-12
გულის გასუფთავება

იბნ ალ-ყაიმმა თქვა: .ვისაც სურს, რომ მისი გული გასუფთავდეს, მას თავის ვნებებს ალლაჰი უნდა ერჩივნოს. . გული, რომელიც ვნებებშია ჩაფლული, შორს არის ალლაჰისგან. გული არის ცოდნის და ჭეშმარიტების ჭურჭელი და ყველაზე საყვარელი ალლაჰისთვის ის არის, ვისაც აქვს რბილი, მტკიცე და სუფთა გული. . ვისი გულებიც დაკავებულია ამქვეყნიური ცხოვრებით, მათ არ აქვთ სუფთა გული, და თუ ისინი დაკავდებიან ალლაჰით და საიქიო ცხოვრებისთვის შრომით და დაფიქრდებიან ამქვეყნიური ცხოვრების სიცრუეზე, მათთან მივა სიბრძნე და სარგებელი. . თუ გული იკვებება ალლაჰის ხსენებით, კმაყოფილია ალლაჰზე ფიქრით და განიწმინდა ბოროტი სურვილებისგან, ის ნახავს საოცრებებს და სიბრძნით იქნება შთაგონებული. . ცოდნისა და სიბრძნის ხალხია ის, ვინც სძლევს თავისი გულის სურვილებს. . შენ გულს მოგიკლავს, თუ უსაფრთხოდ იგრძნობ თავს და დაუდევრობა. გულს გამოგიცოცხლებს ალლაჰის ხსენება და ღვთისმოსაობა. . ლტოლვა ალლაჰისკენ და მასთან შეხვედრის სურვილი არის როგორც წყალი, რომელიც გულშია და მიწიერი სურვილების ცეცხლს აქრობს. . გული დამშვიდდება და დაისვენებს თუ ის დამშვიდდება ალლაჰის ხსენებით, სხვა შემთხვევაში იქნება მოუსვენარი. (ალ-ფავაიდ გვ 156-158)