იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
იცოდე, რომ უეჭველად ბრაზი სხვა ადამიანების მიმართ, ადამის გულებში ანთებული ცეცხლია და ინტიმური სურვილები არის ცეცხლი რომელიც ანთია ადამის შვილების გულში და მისი ჩაქრობა შესაძლებელია წყლით (ე.ი აბდესის აღებით) ლოცვით და ზიქრით - ალლაჰის ხსენებით.
(ალ-ქაფი 241)
იბნ ალ-ყაიმმა ასევე თქვა: მთების მოშლა მათი ადგილიდან უფრო მარტივია ვიდრე ამ ოთხი თვისების მოშორება, რომლებიც ადამიანს ტანჯავს:
ქედმაღლობა, შური, სიბრაზე და საპირისპირო სქესთან ფიზიკური კავშირის სურვილი. (ფავაიდ 194)
იბნ ალ-ყაიმი გვიხსნის, რომ ადამიანისთვის ყველაზე ძნელად მოსაშორებელი თვისებები ოთხია, როგორებიცაა;
ქედმაღლობა (كبر – ქიბრ)
– ეს არის ამპარტავნება, საკუთარი თავის ამაღლება და სხვების დამცირება. ეს თვისება ყველაზე მეტად აბრკოლებს ალლაჰისადმი მორჩილებას.
შური (حسد – ჰასად)
– როცა ადამიანს სხვისი სიკეთე ტანჯავს და სურს, რომ ის როგორმე გზიდან მოიშოროს ან წარმატების გზაზე ხელი შეუშალოს.
სიბრაზე (غضب – ღადაბ)
– ფეთქებადობა ადამიანის გონებას ახშობს და ამის შედეგად ისე მოქმედებს, რომ მერე ნანობს.
საპირისპირო სქესთან ფიზიკური კავშირის ძლიერი სურვილი (شهوة – შაჰვა)
– ეს ბუნებრივი ინსტინქტია, მაგრამ თუკი თავს არ გააკონტროლებ, ცოდვაში ჩაგაგდებს.
იბნ ალ-ყაიმი ამ ოთხს ადარებს მთების გადაადგილებას – თითქოს მთების მოშლა უფრო ადვილია, ვიდრე ამ თვისებების თავიდან მოშორება.
ანუ ისინი იმდენად ღრმად არის გამჯდარი ადამიანის ბუნებაში, რომ მხოლოდ ძლიერი რწმენა, მოთმინება, თაყვანისცემა და ღმერთის ხშირი ხსენება შეიძლება გახდეს მათი დაძლევის საშუალება.