19:34    2025-09-01
ჰადისების შესწავლა - მარტოობის წამალი

სალაფები არასოდეს გრძნობდნენ მარტოობას ჰადისების სწავლების დროს.

გადმოცემულია ნუაიმ ბინ ჰამმადისგან: აბდულლაჰ ბინ ალ-მუბარაქი ხშირად რჩებოდა სახლში მარტოდ. ერთხელ მას ჰკითხეს: „არ გაწუხებს მარტოობა?“  მან უპასუხა: „როგორ შემაწუხებს მარტოობა, როცა მე შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთად ვარ?“
(იბნ ასაქირი, თარიხ დიმაშყ 32:458)

ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ბევრ ხალხშია — მეგობრებით, ახლობლებით და ოჯახის წევრებით გარშემორტყმული — მაგრამ თავს მაინც მარტოსულად გრძნობს. მიზეზი მარტივია: მარტოობა სულშია, არა გარემოში. გარეგნულად ადამიანი შეიძლება ხშირად იყოს გარემოცვაში,  მაგრამ მისი სული და გული სიცარიელეს გრძნობს. სწორედ ამიტომ, მატერიალური და სოციალური გარემო ვერ ანაცვლებს სულიერ სიმშვიდეს.

მეორე მხრივ, ადამიანი, რომელიც ღმერთის გზაზეა, მუდმივად ახსენებს ღმერთს, ლოცულობს და იცნობს მისი გამჩენის ნებას, მის სულსა და გულს აქვს სიმშვიდე, რაც გამოწვეულია ღმერთთან ურთიერთობით. ასეთი ადამიანი არასოდეს გრძნობს თავს მარტოდ, რადგან ღმერთთან კავშირი აძლევს სიმშვიდეს, დაცულობას და შინაგანად ავსებს. და ალლაჰმა უკეთ იცის