22:39    2025-09-04
იბნ აბბასის სიბრძნე

კაცი მივიდა იბნ აბბასთან და ჰკითხა:
— არსებობს თუ არა მონანიების გზა იმისთვის, ვინც მორწმუნეს მოკლავს?

იბნ აბბასმა უპასუხა:
— არა, მისთვის სხვა არაფერია, გარდა ჯოჯოხეთისა.

როცა კაცი წავიდა, მის თანმხლებმა იბნ აბბასს უთხრეს:
— ეს როგორ? შენ ადრე ამბობდი, რომ ვინც მორწმუნეს მოკლავს, მისი მონანიება მიღებულია, ახლა კი საპირისპირო თქვი. რა ხდება?

იბნ აბბასმა უპასუხა:
— მე ეჭვი მქონდა, რომ ის კაცი გაბრაზებული იყო და მორწმუნის მოკვლის განზრახვა ჰქონდა.

ხალხმა გაჰყვა მას უკან და მართლაც, იბნ აბბასის ეჭვი გამართლდა.

(მუსანნაფ იბნ აბი შეიბაჰ,27182)