როგორ ცდილობდა ორი ქრისტიანი მოციქულის სხეულის მოპარვას.
1189 წელი იდგა. ჰიჯრიდან გასული იყო 557 წელიწადი. ეს ამბავი მოხდა სამართლიანი მეფის, ნურ ალ-დინ ზენგის (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) მეფობის დროს. მეფე ნურ ალ-დინმა სიზმარში იხილა მოციქული მუჰამმადი ﷺ, რომელიც ორ ქერა მამაკაცზე მიუთითებდა და ეუბნებოდა: 'გადამარჩინე ამ ორისგან, გადამარჩინე ამ ორისგან'
შეშინებულმა გაიღვიძა, აბდესი აიღო, ილოცა და ისევ დაიძინა. ისევ იგივე სიზმარი ნახა, ისევ გაიღვიძა, ილოცა და ისევ დაიძინა. მესამედაც იგივე სიზმარი ნახა, გაიღვიძა და თქვა: 'აღარ მეძინება'.
მას ჰყავდა სამართლიანი მრჩეველი სახელად ჯამალ ალ-დინ ალ-მავსილი, ამიტომ მან დაიბარა იგი და უამბო რაც მოხდა. მრჩეველმა უთხრა: 'რას ელოდები'? წადი ახლავე მოციქულის ქალაქში და არავისთან მოყვე რაც იხილე. მოემზადა თავის მრჩეველთან ერთად და ქალაქისკენ გაემართა. როდესაც ქალაქის მოსახლეობა მეჩეთში შეიკრიბა, მრჩეველმა თქვა: 'მეფე მოციქულის სანახავად (ე.ი მისი საფლავი მოინახულა) მოვიდა და ქველმოქმედებისთვის ფული მოიტანა, დაწერეთ თქვენი სახელები' ქალაქის ყველა მცხოვრებმა თავისი სახელები დაწერა და მეფემ ბრძანა ყველა მათ წინაშე წარედგინათ. თითოეულ ადამიანს, ვინც გამოჩნდებოდა ყურადღებით აკვირდებოდა, რათა ეპოვა მოციქულის მიერ აღწერილი ადამიანები, მაგრამ ამ აღწერილობით ვერავის. მათ აძლევდა ფულს და უბრძანებდა წასვლას. მეფემ იკითხა: 'დარჩა ვინმე, ვისაც ქველმოქმედებიდან არაფერი მიუღია'? ხალხმა უთხრა: 'არა'. მეფემ უთხრა მათ რომ დაფიქრებულიყვნენ. და ცოტა ხნის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა უთხრა: არავინ დარჩენილა ორი მაროკოელი კაცის გარდა, რომლებიც არავისგან არაფერს იღებენ. ისინი მართალნი და მდიდრები არიან და დიდ მოწყალებას აძლევენ ღარიბებს'. მეფემ შვებით ამოისუნთქა და თქვა: „მომიყვანეთ ისინი!“ როცა მათ მის წინაშე მოიყვანეს, მან დაინახა, რომ ეს ორი სწორედ ის კაცები იყვნენ, რომლებზეც მოციქულმა მიუთითა და უთხრა: „გადამარჩინე ამ ორისგან!“
მეფემ ჰკითხა მათ: 'საიდან ხართ?' მათ უპასუხეს: 'მაროკოს მიწიდან ვართ, ჩვენ ჰაჯისთვის ჩამოვედით და ვამჯობინეთ ალლაჰის მოციქულის ქალაქში გვეცხოვრა'.
მეფემ უთხრა: 'სიმართლე მითხარით' თუმცა ისინი დაჟინებით იგივეს იმეორებდნენ. მეფემ იკითხა: 'სად ცხოვრობენ?' უთხრეს რომ ისინი წმინდა ოთახის მახლობლად მდებარე საცხოვრებელში ცხოვრობენო. ქალაქის მოსახლეობა მათ აქებდა მათ ხშირი მარხვის, ქველმოქმედების და ბაყის (ეს არის სასაფლაოები) და ყუბას (ეს მეჩეთია) მონახულების გამო. როცა შევიდნენ მათ საცხოვრებელ სახლში, მეფემ თავად შემოუარა სახლს, ხალიჩა ასწია და წმინდა ოთახში მიმავალი გვირაბი აღმოაჩინა. ხალხი შეშინებული იყო და მეფემ მათ უთხრა: 'მითხარით სიმართლე თქვენს შესახებ'. ისინი ძლიერად სცემეს და აღიარეს, რომ ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც მაროკოელ მომლოცველებს შორის ქრისტიანებმა გაგზავნეს. მათ დიდი ჯამაგირი გადაუხადეს და დაავალეს მოეპარათ მოციქულის სხეული. ისინი ღამით თხრიდნენ გვირაბს, მიწას ჩანთებში ათავსებდნენ და მიწას ბაყის სასაფლაოებს შორის ყრიდნენ.
როდესაც წმინდა ოთახს მიუახლოვდნენ, იმ ღამით ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყო, და ისეთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა თითქოს მთა ჩამონგრევას აპირებსო. მეფე კი დილით ჩამოვიდა. როდესაც მათ აღიარეს და მათი მდგომარეობა მეფის ხელით გამოვლინდა, და მან დაინახა თუ როგორ აირჩია ალლაჰმა იგი, მეფე მწარედ ატირდა. მან ბრძანა მათი სიკვდილით დასჯა, შემდეგ კი ბრძანა დიდი რაოდენობით ტყვიის მოტანა და წმინდა ოთახის გარშემო ღრმა თხრილი გათხარეს, ტყვია დაადნეს და თხრილი ტყვიით ამოავსეს. ასე შეიქმნა ოთახის ირგვლივ ტყვიის კედელი. შემდეგ ის დაბრუნდა თავის ქალაქში და ბრძანა, რომ არცერთი ქრისტიანი არ დაესაქმებინათ რაიმე სამუშაოზე.
(გადმოცემულია - წიგნში ('ალვაფა ლილმუ'ნინ მინ ახბარ ალ-მუსტაფა 2:648-650)