14:58    2025-09-28
დაივიწყე წარსული

'აბდულლაჰ იბნ მაღფალი გადმოსცემს, რომ იყო ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ისლამამდელ პერიოდში. კაცმა გაიარა მის გვერდით და შეეხო სხეულზე. ქალმა უთხრა: გაჩერდი! ალლაჰმა ამოძირკვა წარმართობა და ისლამი მოავლინა! (ე.ი მე მოვინანიე შეცდომებიო) და კაცი უმალვე გაშორდა მას და წავიდა.

(მუსთადრაქ 'ალა საჰიჰაინ)

ამბავი გვიყვება ქალზე, რომელიც მანამდე ცოდვაში იყო, მაგრამ ისლამის შემდეგ გაეცალა ამ გზას.

ერთ დღეს, ერთ კაცს ეგონა, რომ ის ისევ იგივე ქალი იყო და შეეხო.

ქალმა კი მკაფიოდ უთხრა:

„გაჩერდი! ალლაჰმა ამოძირკვა წარმართობა და მოავლინა ისლამი!“

(ე.ი. – მე აღარ ვარ იმ გზაზე, მე სხვა ადამიანი ვარ ახლა.)

ამ სიტყვებზე კაცი შეჩერდა და წავიდა.

რას ვხედავთ აქ?

ადამიანმა შეიძლება შეცვალოს თავისი ცხოვრება რადიკალურად.

რაც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, თუ მოინანია და ჭეშმარიტ გზას დაადგა — ის უკვე სხვაა.

საზოგადოებამ უნდა სცნოს ეს ცვლილება.

ის, ვინც წარსულში შეცდომებს უშვებდა, მაგრამ გულწრფელად მოინანია - არ უნდა დარჩეს მუდმივად იმ წარსულის ჩრდილში.

ქალმა თავისი სიტყვით დააყენა ზღვარი — და ეს საკმარისი აღმოჩნდა.

მარტივად რომ ვთქვათ:

ქალი ამბობს:

„კი, ადრე ვცდებოდი. მაგრამ მე ახლა სხვა ვარ. ჩემი ცხოვრება შეიცვალა. აღარ გაბედო, ძველებურად მომექცე"

მონანიება არის ძალა, არა ფიზიკური, არამედ შინაგანი სიძლიერე, რწმენა და გადაწყვეტილება, რომ წარსული აღარ მართავს.

იბნი თაიმიამ თქვა:" ნუ გადახედავ შენ წარსულში თუ რას აკეთებდა ადამიანი, პირიქით უყურე იმას, თუ როგორი გახდა დღევანდელი დღისთვის. ის, ვინც ეძებს ვინმეს წარსულს, მსგავსია იბლისისა(შაიტან) რომელმაც უთხრა ალლაჰს" მე მასზე უკეთესი ვარ, მე ცეცხლისგან გამაჩინე, ის კი ტალახისგან გააჩინე. (ა'რაფ 7:12) 

(ალ-მინჰაჯი" 2ტომი,430 გვერდი) 

და ალლაჰმა უკეთ იცის