22:51    2025-11-05
კამათის მიტოვება

გადმოცემულია იმამ მალიქ ბინ ანასიგან, რომ ერთი კაცი მოვიდა მასთან, სახელად აბულ ჯუვაირია, რომელიც ბრალდებული იყო მურჯიზმში, და უთხრა იმამ მალიქს: აბუ აბდულლაჰ, მომისმინე, მე მინდა შენთან ვილაპარაკო და ვიკამათო ჩემს შეხედულებასთან დაკავშირებით. იმამ მალიქმა ჰკითხა: ‘და რა მოხდება თუ მოიგებ კამათში? მან უთხრა: თუ მე მოვიგებ კამათში მაშინ შენ მე გამომყვები. იმამ მალიქმა ისევ ჰკითხა: და რომ მოვიდეს სხვა კაცი და გვძლიოს კამათში, მაშინ რა ვქნათ? აბულ ჯუვაირმა უთხრა: მაშინ ჩვენ გავყვებით მას. იმამ მალიქმა უთხრა: ‘ჰეი, ალლაჰის მსახურო, ალლაჰმა მუჰამმადი წარმოგზავნა ერთი, ჭეშმარიტი რელიგიით და მე ვხედავ, რომ შენ გინდა ერთი რელიგიიდან მეორეზე გადასვლა. (ალ-აჯური აშ-შარია 1:437; ალ-იბანა 2:507)

ეს ამბავი გვასწავლის, რომ იმამ მალიქი არ თანხმდებოდა კამათზე რელიგიურ საკითხებში, რადგან ჭეშმარიტება არ განისაზღვრება კამათით, არამედ ყურანითა და სუნნეთით. მისი სიტყვებით, ვინც კამათიდან კამათში გადადის, ის თითქოს ერთ რელიგიიდან მეორეზე გადადის — ამიტომ მორწმუნეს ევალება მტკიცედ ეჭიროს ის, რაც ალლაჰმა და მისი შუამავლმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოიტანა, კამათისა და ეჭვის გარეშე.

 

და ალლაჰმა უკეთ იცის