იბნი ყაიიმ ალ-ჯავზი ამბობდა: «ოთხი რამ სხეულს ავნებს:
1. სტრესი,
2. მწუხარება,
3. უჭმელობა,
4. უძილობა.»
ოთხი რამ სახეს დააჭკნობს და სილამაზეს წაართმევს:
1. სიცრუე,
2. უსირცხვილობა,
3. უმიზეზოდ ზედმეტი კითხვების დასმა,
4. მოურიდებლად ცოდვების ჩადენა.
ოთხი რამ სახეს სიკეთესა და სიფაქიზეს შეჰმატებს:
1. ხელგაშლილობა,
2. ერთგულება,
3. ღირსეული საქმეების კეთება,
4. ღვთისმოსაობა.
«ოთხი რამ მტრობასა და სიძულვილს იწვევს:
1. სიამაყე,
2. შური,
3. სიცრუე,
4. ჭორაობა.»
ოთხი რამ ღმერთის კმაყოფილებას იწვევს:
1. ღამის ნამაზი (თაჰაჯჯუდ),
2. დილით ღმერთზე პატიების თხოვნა და ჩადენილი ცოდვების გამო სინანული,
3. სისტემატიურად მოწყალების გაცემა (სადაყა),
4. დღის დასაწყისსა და დასასრულში ღმერთის გახსენება და მისი დიდება.
ოთხი რამ ღმერთის კმაყოფილებას დაგაშორებთ:
1. დილის ლოცვის შემდეგ დაწოლა,
2. ნამაზის იშვიათად ლოცვა,
3. სიზარმაცე,
4. ღალატი.
(ზადულ-მა'ად, იბნი ყაიიმ, 4/378)