14:00    2025-12-21
სტუმართმოყვარეობა და ცოდნის გაზიარება

იაზიდ ბინ აბი იაზიდმა თქვა: როდესაც აბდურრაჰმან იბნ აბი ლეილასთან შევიდოდი, ისე არ მიშვებდა თუ არ მომიყვებოდა კარგს ჰადისს და მაჭმევდა კარგ საჭმელს. (ალ-იხვანი გვ 207)

იაზიდ ბინ აბი იაზიდის ეს სიტყვები ნათლად ასახავს ადრეული თაობის მუსლიმი სწავლულების ზნეობას და ცხოვრებისეულ კულტურას. აბდურრაჰმან იბნ აბი ლეილა არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ იმით, რომ სტუმარი მიეღო ოჯახში; იგი აუცილებლად უზიარებდა მას სასარგებლო ჰადისს; ცოდნას, რომელიც გულსა და გონებას ამდიდრებს და ამასთან ერთად მასპინძლობდა კარგი საჭმლითაც.

აქ ჩანს ორი მნიშვნელოვანი პრინციპი:
პირველი. ცოდნის გავრცელება. სწავლულებს ცოდნას არ ინახავს თავისთვის, არამედ მიიჩნევს, რომ ცოდნის გადაცემა არის საჭიროება და სიკეთე, რომელიც სხვებს უნდა გაუზიაროს.
მეორე. სტუმართმოყვარეობა. სტუმრის დაპურება და ამასთანავე მისი სულიერებისთვის ზრუნვა ერთად სრულყოფს სტუმრის პატივისცემას.

ეს გადმოცემა გვასწავლის, რომ ისლამურ ტრადიციაში ცოდნა და კეთილშობილება განუყოფელია ერთმანეთისგან. ნამდვილი სწავლული მხოლოდ სიტყვით არ ასწავლის, არამედ საქციელითაც აჩვენებს მაღალ ზნეობას, სიყვარულს და ყურადღებას ადამიანების მიმართ.

და ბოლოს:

აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, ზიანი არ მიაყენოს მეზობელს, და ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, პატივი სცეს სტუმარს, და ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, კარგი ილაპარაკოს, ან გაჩუმდეს. (ბუხარი  6136)

და ალლაჰმა უკეთ იცის