18:21    2026-01-14
სალაფების ციტატები 1-22 ჩათვლით

 


1. გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით (ალი იმრან 3:102)

აბდულლაჰ იბნ მასუდმა თქვა: დაემორჩილეთ ალლაჰს და ნუ იურჩებთ. გაიხსენეთ და ნუ დაივიწყებთ. იყავით მადლიერნი და ნუ იქნებით უმადურნი. (თაფსირ ატ-ტაბარი 5:637)

2. და დაუძახებენ:„ჰეი,მალიქ (ჯოჯოხეთის მცველი)! დაე, მოგვკლას შენმა ღმერთმა! “ეტყვის:„უეჭველად, თქვენ ხართ დარჩელინი(სამუდამოდ)!“ (ზუხრუფ 43:77) იბნ აბბასმა თქვა: ის დაელოდება 1,000 წელიწადს, შემდეგ ეტყვის: თქვენ აქ სამუდამოდ დარჩებით. (ასად იბნ მუსა აზ-ზუჰდ 4)

3. აბუ ჰაზიმი გადმოსცემს: ჰასან ალ ბასრიმ თქვა: "ისეთი დრო მოვა ხალხზე, როცა მეჩეთებში მათი დისკუსიები იქნება ამქვეყნიურ საქმეებზე, ალლაჰს არ სჭირდება ეს, ასე რომ ნუ დასხდებით მათთან. (მუსანაფ იბნ აბი შეიბ 34622)

4. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: რაც მე გიბრძანეთ თქვენ გააკეთეთ ის, და რაც მე აგიკრძალეთ თქვენ, თავი შეიკავეთ მისგან. (სუნან იბნ მაჯა ქითაბ ას-სუნნა 1:1)

ლა ჰავლა ვალა ყუვვათა ილლა ბილლაჰ. მნიშვნელობა: არ არსებობს ძალა და სიმტკიცე გარდა ალლაჰისა. ეს დუა არის საგანძური სამოთხის საგანძურთაგან (საჰიჰ ალ ბუჰარი ფათჰ ალ ბარი 11:213 ; საჰიჰ მუსლიმ 4:2076)

5. ანასი გადმოსცემს: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვადა სალამი მას) თქვა: ვინც ალლაჰს სამჯერ თხოვს სამოთხეს, სამოთხე იტყვის, ო ალლაჰ, შეუშვი ის სამოთხეში. ვინც ითხოვს დაცვას ცეცხლისგან სამჯერ, ჯოჯოხეთი იტყვის, ო ალლაჰ დაიფარე ის ცეცხლისგან (ათ თირმიზი 2572 ; იბნ მაჯა 4340) ეს ჰადისი არის სანდო (იხილეთ შეიხი ალბანი საჰიჰ ალ ჯამი 6275)

6. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქულმა( ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუ ვინმე (დროს) ატარებს ცოდნის ძიებაში, ალლაჰი ამით სამოთხის გზას გაუმარტივებს. და ვინც ნელია თავის საქმეში, არ იქნება დაჩქარებული მისი გენეალოგია. (აბუ დავუდ ქითაბ ალ ილმ 26:3646)

7. ანასი გადმოსცემს: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჩაუარა ქალს რომელიც საფლავთან ტიროდა. გეშინოდეს ალლაჰის და იყავი მომთმენი - უთხრა მან. მან(ქალმა) უთხრა: წადი! შენ არ გამოგიცდია ჩემნაირი უბედურება. მან(ქალმა) ვერ იცნო იგი. შემდეგ მას აცნობეს რომ ის იყო მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე რომ იგი წავიდა მოციქულის სახლში, და იქ ვერ იპოვა ვერცერთი მცველი. შემდეგ ქალმა უთხრა მას: მე შენ ვერ გიცანი. მან თქვა: მოთმინება არის უბუდურების პირველ დარტყმაზე. (საჰიჰ ალ ბუხარი ქითაბ ალ ჯანაიზ 23:1283)

8. იბნ უმარი გადმოსცემს: უმარი ავიდა ხუთბაზე ალ ჯაბიაში( შამის მხარეში) და მან თქვა: ჰეი ადამიანებო! მე ვდგავარ თქვენს შორის როგორც ალლაჰის შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იდგა ჩვენს შორის და მან თქვა: მე გიბრძანეთ ჩემო საჰაბეებო. ისინი ვინც მოვლენ მათ შემდეგ, შემდეგ ისინი რომლებიც მოვლენ მათ შემდეგ(მუსლიმთა სამი თაობა). (ამის) შემდეგ ტყუილი გავრცელდება. ადამიანი ფიცს მიიღებს მაშინ, როცა ფიცი მისგან არ უთხოვიათ. და მოწმის ჩვენებას, როცა მოწმის ჩვენება არ უთხოვიათ. კაცი არ დარჩეს ქალთან მარტო, რადგან მესამე შაიტანია. დაიცავით ჯამაათი გაყოფისგან. ჭეშმარიტად, შაიტანი ერთთანაა, და კიდევ უფრო შორს ორისგან. ვისაც უნდა საუკეთესო ადგილი სამოთხეში, მაშინ მან, ჯამაათს მოეჭიდოს. ვინც გახარებულია თავისი კარგი საქმეებით, და დამწუხრებულია თავისი ცუდი საქმეებით, ის არის მორწმუნე თქვენს შორის. ( თირმიზი 33:2165: იბნ მაჯა 2363 ან ნასაი 9181; ჰაქიმ მუსთადრაქ 387)

9. აბდულლაჰ იბნ მასუდმა თქვა: ვისაც სურს გაჰყვეს გზას, გაჰყვეს იმათ გზას ვინც უკვე გარდაიცვალა. რადგან ცოცხლები ფიტნისგან დაცულნი არ არიან. მე ვგულისხმობ მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საჰაბეებს... (იბნ აბდილ ბარ ჯამი ბაიანილ ილმ ვა ფაზლუჰუ 2:947)

10. იმამ აშ-შაფიიმ თქვა:" არავის აქვს უფლება გასცეს ფეტვები ალლაჰის რელიგიაზე, ალლაჰის წიგნის მცოდნე ადამიანის გარდა: შემცვლელი და გაუქმებული აიათების მცოდნე (ან ნასხ ვალ მანსუხ)ნათელი და ფარული აიათების მცოდნე (მუჰქან და მუტაშაბიჰ) იცის მათი ახსნა; იცის რომელი აიათებია მედინური, და რომელი მექური, და რა იგულისხმება მათ ქვეშ, და რა მიზეზით იყო ისინი მოვლენილი. ასევე აუცილებელია, რომ მან იცოდეს ალლაჰის შუამავლის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰადისები, იცოდეს რომელი ჰადისია შემცვლელი, და რომელი შეცვლილი, და რომ მან იცოდეს ენა (არაბული) ამასთან ერთად უნდა იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და არ უნდა იყოს ჭარბსიტყვიანი, ის უნდა იყოს ყოველი უთანხმოების კურსში, მას უნდა ჰქონდეს ტალანტი და უნარი. თუ ადამიანი ასეთია მას შეუძლია ისაუბროს ჰალალზე და ჰარამზე, გასცეს ფეტვები. და ვინც ასეთი არ არის, ის არ იძლევა ფეტვებს. (იხ ალ ხატიბ "ალ ფაყიჰ უალ მატაფაყიჰ 2/330)

11. იბნი თაიმიამ თქვა: ეს ხუტბა(ჰუთბათულ ჰაჯა) არის კვანძი ისლამის სისტემის და იმანს შორის (მაჯმუ'ულ ფეთავა 14:223)

12. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ მოციქულმა (სალლალლაჰუ 'ალეიჰი ვა სალამ) თქვა: არსებობს ორი ჯგუფი ჯოჯოხეთის მცხოვრებლებს შორის,რომლებიც მე არ მინახავს. ადამიანები, რომლებსაც აქვთ შოლტები, მსგავსი ძროხის კუდებისა, რომლებითაც სცემენ ხალხს; და ქალები რომლებიც იფარავენ სხეულს მაგრამ შიშვლები არიან, რომლებიც კეკლუცობენ და იზიდავენ(უცხო თვალს/მამაკაცს), რომელთა თავიც არის აქლემის კუზის მსგავსი. ისინი ვერ შევლენ სამოთხეში, და ვერ იგრძნობენ მის სურნელს, არადა სამოთხის სურნელება ამდენი და ამდენი მანძილიდან იგრძნობა. (მუსლიმ 2128) (რიად ას სალიჰინ წიგნი 18, ჰადისი 116)

13. აიშა (ალლაჰი მისგან კმაყოფილი) თქვა: ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიკვდილის შემდეგ აბუ ბაქრი შევიდა მასთან, აკოცა შუბლზე(თვალებს შორის) მოკიდა ხელი მხრებზე და თქვა: ვა ნაბიია, ააწევინა თავი, ისევ აკოცა შუბლზე და თქვა: ვა ხალილა. (შამაიილ მუჰამმადია 54:391)

14. იმამ აჰმადი თავის მუსნადში, თამიმ ალ-დარისგან გადმოსცემს, რომელმაც თქვა, რომ გაიგონა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ნათქვამი: ჭეშმარიტად, ეს რელიგია(ისლამი) მიაღწევს იქამდე, სადამდეც დღე და ღამე აღწევს(ე.ი მთელს დედამიწაზე), და არ დარჩება არცერთი მადარის(1) ან ვაბარის(2) სახლი, რომ ალლაჰმა ეს რელიგია არ შეიყვანოს მასში. (მუსნად აჰმად 16998, ქაბირ ალ-ტაბარანი 1280)

1 .ტალახისგან ან თიხისგან ნაშენები 2. კარვები

15. იმამ აჰმადი თავის მუსნადში გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იბნ საიადს უთხრა: რას ხედავ? მან (იბნ საიდმა) უთხრა: მე ვხედავ ტახტს ზღვაზე, რომელიც გარშემოტყმულია გველებით, ამაზე შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ეს არის იბლისის ტახტი. (აჰმად მუსნად 11490)

16. აბუ დარდა ამბობდა: მე მიყვარს სამი რაღაც, მაგრამ ხალხს ის სძულს: სიღარიბე, ავადმყოფობა და სიკვდილი. მე მიყვარს სიკვდილი იმიტომ, რომ შევხვდები ჩემს ღმერთს. და მიყვარს სიღარიბე იმიტომ, რომ ის მაიძულებს თავმდაბლობას ჩემი ღმერთის წინაშე, და მიყვარს ავადმყოფობა იმიტომ, რომ ის გამოისყიდის ჩემს ცოდვებს. (ას-სიარ 2:349)

17. ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბედუინი შევიდა და ჰკითხა: ჰეი ბედუინო! ოდესმე გიგრძვნია რაიმე სახის თავის ტკივილი? რა არის თავის ტკივილი? - ჰკითხა მან. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ეს არის ვენების პულსირება ადამიანის თავში, იმ კაცმა უპასუხა, არა, ეს არასოდეს მიგრძვნია. როდესაც ბედუინი მიტრიალდა და წავიდა, ალლაჰის შუამავალმა თქვა: ვისაც სურს, დაინახოს ადამიანი ჯოჯოხეთის ხალხიდან, მაშინ შეხედოს ამ კაცს. (აჰმად მუსნად 8395)

18. იბნ ჰაჯარ ალ-ასყალანმა თქვა: ჯაბირ იბნ ნუფაილმა თქვა: როცა ალლაჰის შუამავლის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საჰაბეები ერთმანეთს შეხვდებოდნენ ბაირამის დღეს, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: თაყაბბალალლაჰუ მინნა ვა მინქუმ(ალლაჰმა მიიღოს თქვენგან და ჩვენგან) (ფათჰულ ბარი 2:446)

19. ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ უმარ იბნ ალ-ხატტაბი მივიდა შუამავალთან მაშინ, როცა ხელში რამდენიმე ფურცელი ეჭირა რომელიც იყო წიგნის ხალხიდან. მან წაუკითხა ისინი შუამავალს, ის გაბრაზდა და თქვა: შენ რა, დაიბენი(რელიგიის შესახებ), ხატტაბის შვილო? ვფიცავარ იმას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, მე მოგიტანეთ თქვენ ნათელი და სუფთა. არ ჰკითხოთ მათ არაფერი, რადგან რაღაცას მართალს გეტყვიან და თქვენ მას უარყოფთ, ან გეტყვიან სიცრუეს და თქვენ მას ირწმუნებთ. ვფიცავარ იმას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, მუსა რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, არ დარჩებოდა არჩვევანი ჩემზე გამოყოლის გარდა. (აჰმად მუსნად 14736)

20. იბნი თაიმიამ თქვა: ქააფირი სახელმწიფო სამართლიანი რომც იყოს, ალლაჰი ფეხზე დააყენებს, უსამართლოებს ფეხზე არ დააყენებს მუსლიმანი რომც იყოს. სამართლიანი ქვეყანა და ქუფრი გაგრძელდება. ისლამი და უსამართლობა ერთად ვერ გაგრძელდება. (მეჯმუ'ულ ფეტავა 28:63)

21. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ღმერთი გაამარტივებს სამოთხისკენ მიმავალ გზას იმისთვის, ვინც ცოდნას ეძებს (რიაზ ას-სალიჰინ წიგნი 13:1381)

22.ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც ღმერთს ადამიანისთვის სურს კარგი, იგი აძლევს მას რელიგიაში გაგების უნარს (რიაზ ას-სალიჰინ წიგნი 13:1376)