14:31    2026-01-16
სალაფების ციტატები 23-42 ჩათვლით

23. აბდულლაჰ იბნ მას’უდი ამბობდა: ის, ვინც გამოავლინა ურწმუნოება ყურანის ერთ ასობგერის მიმართაც კი, მაშინ მან გამოვლინა სრულიად ურწმუნოების მიმართ! (აბდურ-რაზზაყ 8/472) შეიხულმა იბნ თაიმიმ დაამოწმა სინამდვილე ამ ნათქვამისა. (იხილეთ»ალ-ფეთავა ალ-ქუბრა»5/48)

24. ალლაჰის შუამავალმა თქვა:„ვისაც გულში მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა აქვს, ის ჯოჯოხეთში არ შევა. ასევე ვისაც გულში მდოგვის მარცვლის ოდენა სიამაყე აქვს, ის სამოთხეში ვერ შევა.“ (მუსლიმ91)

25. აბუ ჰურაირა გადმოგვცემს, რომ ერთმა კაცმა აბუ ბაქრს ლანძღვა დაუწყო და ალლაჰის მაცნეც იქვე იჯდა, მაცნეს კმაყოფილება ემჩნეოდა და თან იღიმოდა. როდესაც ამ კაცმა აბუ ბაქარის ლანძღვას უმატა, აბუ ბაქარმა ამ კაცს მისი სიტყვებიდან ზოგიერთი უკან დაუბრუნა. მაცნე ამაზე გაბრაზდა, ადგა და წავიდა. მას აბუ ბაქარი წამოეწია და უთხრა: ო, ალლაჰის შუამავალო! როდესაც ის კაცი მლანძღავდა შენ მშვიდად იჯექი, მაგრამ როდესაც მე მისი სიტყვებიდან ზოგიერთი უკან დავუბრუნე, მაშინ გაბრაზდი და წახვედი. შუამავალმა უთხრა: თავდაპირველად (როდესაც შენ ჩუმად იჯექი და პასუხს არ სცემდი) შენთან ერთად ანგელოზი იმყოფებოდა, რომელიც შენს მაგივრად პასუხს სცემდა მას. ხოლო როდესაც შენ მას შეეპასუხე და თავისი სიტყვები უკან დაუბრუნე, ამ დროს სატანა ჩაერია. მე არავითარ შემთხვევაში არ ვიჯდები იქ სადაც სატანაა. შუამავალმა შემდეგ თქვა: „ო, აბუ ბაქარ! სამი რამ არსებობს, რომლებიც აუცილებლად აღსრულებადი ჭეშმარიტებაა: არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც უსამართლობას გადაეყარა, თუმცა უზენაესი ალლაჰის სიყვარულით აპატია მას და ალლაჰმა მას თავისი დახმარებით ღირსება არ აუმაღლოს. არ არსებობს კაცი რომელმაც მოწყალების კარგი გახსნა, რითაც ნათესაური კავშირების გამყარება სწადია, რომ ალლაჰმა მისი მეშვეობით მას სიმდიდრე არ გაუზარდოს. არ არსებობს კაცი, რომელმაც მათხოვრობის კარი გახსნა, რომლითაც უფრო მეტის მოხვეჭა სწადია, რომ უზენაესმა ალლაჰმა ამის გამო მას სიღარიბე არ შეჰმატოს.“ (აჰმად ბინ ჰანბალ, მუსნად 9624)

26. ხალიდ ბინ ვალიდმა თქვა: ალლაჰის კმაყოფილებისთვის ჯიჰადმა შემაყოვნა კითხვისაგან. (სულ ბრძოლის ველზე იყო და სწავლისთვის არ ეცალა)  (იბნ აბი შეიბა - ალ მუსანაფ 4:214; ალ-ჰაისამ მაჯმა ალ ზავა'იდ 9:353)

27. აბუ უმამა ალ-ბაჰილი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა თქვა: მე მე ვაძლევ სამოთხეში სახლის გარანტიას იმას, ვინც თავს ანებებს კამათს, მიუხედავად იმისა რომ მართალია. და მე ვაძლევ სამოთხის შუაგულში სახლის გარანტიას მას, ვინც მიატოვებს ტყუილს სხვის გასაცინებლად, და მე ვაძლევ უმაღლეს სამოთხეში სახლის გარანტიას მას, ვისაც აქვს კარგი ზნეობა. (რიად ას-სალიჰინ 1:630)

28. ალ ბარა გადმოსცემს რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც მორწმუნე წევს სიკვდილის სარეცელზე, ანგელოზები თეთრი სამოსით და თეთრი სახით მოდიან მასთან და ეუბნებიან: ო დამშვიდებულო სულო! გამოდი დანუგეშებული, შენი ღმერთი არ არის შენზე განრისხებული. და შემდეგ სული ამოდის პირიდან, როგორც წყლის წვეთი გადმოდის წყლის ჭურჭლიდან. (იბნ ქასირი სურა 10:62-64 აიათების თაფსირიდან)

29. უმეცარმა არ იცის მისი მდგომარეობა, და საიდან ეცოდინება სხვისი მდგომარეობა? (ას-სიარ 11:321)

30. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი ყოველი ასწლეულის მიწურულს ამ უმმეთისთვის გამოგზავნის კაცს, რომელიც განაახლებს რელიგიას. (აბუ დავუდი 39:4291)

ალ-'ალლამა ჰამმუდ ათ-თუვაირმა თქვა: ეს (ჰადისი) მიუთითებს, რომ რელიგიის განმაახლებლები შესაძლოა იყოს სწავლულთა ჯგუფი. (ითჰაათ ალ-ჯამა'აჰ ბიმა ჯაა'ა ფილ ფითან ვალ-მალააჰიმ ვა აშრათ ას-სა'ირ 1:336)

31. იბნ აბბასი (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მი'რაჯის ღამეს, რომელშიც წამიყვანეს, კარგი სუნი მეცა. მე ვთქვი: ო ჯიბრილ, რას აქვს ასეთი კარგი სუნი? მან კი მითხრა: ეს ფარაონის ქალიშვილის სტილისტის და მისი შვილების სუნია. მე ვკითხე: რა არის მათი ამბავი? მან ასე მითხრა: ერთ დღეს, როცა ფარაონის ქალიშვილს თმას დავარცხნიდა, ძირს რკინის სავარცხელი დაუვარდა და თქვა: ბისმილლაჰ (ალლაჰის სახელით). ფარაონის ქალიშვილმა უთხრა: მამაჩემს გულისხმობ? მან უთხრა, არა, ჩემი ღმერთი და მამაშენის ღმერთი ალლაჰია. მან უთხრა: მე ამის შესახებ მამაჩემს ვეტყვი. (სტილისტმა) უთხრა, კარგი. ფარაონის ასული წავიდა, მოახსენა და (ფარაონმა) გამოიძახა სტილისტი თავისთან და უთხრა: ო ესა და ეს, შენ გყავს ღმერთი ჩემს გარდა? მან უთხრა: კი,, ჩემი ღმერთი და შენი ღმერთი ალლაჰია. ფარაონმა ბრძანა სპილენძის ქვაბის გახურება და შემდეგ ბრძანა მისი, და მისი შვილების მასში ჩაგდება. ქალმა თქვა: მე ერთი თხოვნა მაქვს შენთან. - რა არის შენი თხოვნა? - ჰკითხა ფარაონმა. - ჩემი და ჩემი შვილების ძვლები შეაგროვე ერთ ტანსაცმელში, და დაწვი. - უთხრა ქალმა. ფარაონმა უთხრა: ეს იქნება შენთვის. მან ბრძანა, რომ მისი შვილები ჩააგდონ მასში მის წინ თითო-თითო, ვიდრე არ მოვა ბოლო, რომელიც ჩვილია და რომელსაც ჯერ კიდევ ძუძუთი კვებავს. ქალი შედრკა მის გამო, თუმცა ჩვილმა უთხრა: 'დედაჩემო, განაგრძე, ამქვეყნიური სასჯელი საიქიო სასჯელზე მსუბუქია'. იბნ აბბასმა თქვა: ოთხი ჩვილი ლაპარაკობდა: 'ისა იბნ მარიამი, ალლაჰის სალამი მას, ჯურაიჯის მხლებელი, იუსუფის მოწმობა და ფარაონის ქალიშვილის სტილისტის შვილი. (აჰმად მუსნად 1:309; ალ-ტაბარანი 12280; იბნ ჰიბბანი 2903; ალ-ჰაქიმი 2:496)

32. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ჩემს შემდეგ ისეთი ადამიანები მოვლენ, რომ ჩემს ერთხელ დასანახად თავიანთ ცხოვრებას, ქონებას და თავსაც კი გასწირავენ" (ჰაქიმ მუსთადრაქ 4-95)

33. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მუნააფიყები (თვალთმაქცები) გამოირჩევიან შემდეგი ნიშნებით: მათი მისალმება - წყევლაა, მათი საჭმელი - მოპარულია, მათი ნადავლი - ნაძარცვია. ისინი იშვიათად მოდიან მეჩეთში და შემოდიან ლოცვაზე მხოლოდ ბოლოში. ისინი ამაყები არიან, ისე რომ მათ უჭირთ დამეგობრება, და მათთანაც არ არის ადვილი დამეგობრება. ღამით ისინი მორებივით არიან, ხოლო დღისით ხმაურობენ" (იმამ აჰმადი 2/293, ბაზზარ 85)

34. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:"ჭეშმარიტად, პირველი, რასაც (ალლაჰის) მონას ჰკითხავენ განკითხვის დღეს, იქნება მასზე მოვლენილ ალლაჰის წყალობაზე. მას ეტყვიან: არ შევქმენი თქვენი სხეული, ჯანმრთელობა, და არ გიბოძეთ ცივი წყალი დასალევად? (საჰიჰ ალ-ჯამი 3358)

35. მაჰმუდ იბნ ლაბიდი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: `ყველაზე უფრო საშინელი, რაც მეშინია რომ თქვენ დაგემართებათ, არის მცირე შირქი (ალლაჰისადმი თანაზიარის მცირე გამოვლინება). როცა შეეკითხნენ, რა იყოს ეს, მან უპასუხა - რიია (თავის მოსაწონებელი საქციელი). (აჰმადი 5/428; 5/429.)

36. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩემი უმმეთიდან ალლაჰის დადგენილი ბედისწერით სიკვდილიანობის შემდეგ, ყველაზე მეტად თვალისცემით კვდებიან. (ბუხარი, თარიხ ალ-ქაბაირ 3144)

37.ანას ბინ მალიქი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „ერიდეთ ჩაგრულის წყევლას, თუნდაც რომ იყოს ურწმუნო, რამეთუ მის ვედრებასა და ალლაჰს შორის ფარდა არ არსებობს.“ (აჰმად მუსნად 12354)

38. აბუ ად-დარდა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'როცა მეძინა, დავინახე წიგნების ნაწილი, რომლებიც ჩემს თავს ზემოთ გაატარეს, მე ვიფიქრე, რომ ისინი გაქრნენ. როცა თვალი გავაყოლე, ისინი შამში (სირია, იორდანია, ლიბანი და პალესტინის ტერიტორია) დავინახე. ჭეშმარიტად, როცა იქნება ფიტნა (საცდურები), რწმენა იქნება შამში. (აჰმად 5:198) ატ-ტაბარანი აშ-შამინი 1198)

39. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჭეშმარიტად ადამიანებს დაუდგებათ ისეთი დრო, როცა დაუჯერებენ მატყუარას და შეწყვეტენ სამართლიანებზე მოსმენას, როცა ნდობას გამოუცხადებენ მოღალატეებს და დასდებენ ღალატში ბრალს იმას, ვინც ნდობას იმსახურებს, და მოვა დრო როცა ნდობა მიეცემა რუვაიბიდას. მას ჰკითხეს: და ვინ არის რუვაიბიდა? მან კი უპასუხა: უნამუსო და უგუნური მამაკაცი, რომელიც ილაპარაკებს ყველა თემაზე. (აჰმად მუსნად 2/291)

40. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სამოთხის ქალთაგან საუკეთესონი არიან ოხთნი: ხადიჯა ხუვაიდის ქალიშვილი, ფატიმა მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ქალიშვილი, მარიამი იმრანის ასული, და ასია მაზაჰიმის ქალიშვილი (ფარაონის ცოლი) (ჰაქიმ მუსთადრაქ 3836, საჰიჰ ალბანი 1508)

41. იბნი თაიმიამ თქვა: უეჭველად, ბევრი ქალი, კაცებზე გაცილებით ჭკვიანები არიან“ (მეჯმუ'ულ ფეტავა 6:447)

42. ზეიდი გადმოსცემს: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჩამოვიდა მედინაში, მე მაშინ ბავშვი ვიყავი. მე ალლაჰის შუამავალთან წამიყვანეს და მას ძალიან მოვეწონე. ერთ-ერთმა უთხრა ალლაჰის შუამავალს ჩემს შესახებ: "ო ალლაჰის შუამავალო! ეს ბავშვი არის ნაჯჯარის შვილებიდან. მან დაიმახსოვრა ათჯერ მეტი აიათი. ალლაჰის შუამავალს ძალიან მოეწონა და მან მითხრა: ო ზეიდ! ისწავლე იუდეველების დამწერლობა, რადგან მე არ ვენდობი იმას, რასაც იუდეველები მწერენ." მე შევისწავლე იუდაური დამწერლობა და კითხვა თხუთმეტ ღამეში. ამის შემდეგ, მე დავიწყე იუდეველების გამოგზავნილი წერილების წაკითხვა შუამავლისთვის და მათ პასუხებსაც ვწერდი ებრაულად. (აჰმად მუსნად 5:136)