სუფიან ას-სავრი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობდა: „იცი, რას ნიშნავს ლა ჰავლა ველა ყუვვათა ილლა ბილლაჰ? (არ არსებობს ძალა და ძალაუფლება, გარდა ალლაჰისა) ეს ნიშნავს, რომ ვერავინ მოგცემდა იმას, რაც ახლა გაქვს, და ვერავინ დაგიცავს ალლაჰის გარდა.“ (ჰილიათ ალ-ავლია, 7/140)
სუფიან ას-სავრი ამ სიტყვების ძალიან ღრმა მნიშვნელობას გვიხსნის.
„ვერავინ მოგცემდა იმას, რაც ახლა გაქვს“
ეს ნიშნავს, რომ:
შენი რწმენა
ცოდნა
ჯანმრთელობა
საარსებო წყარო
და ნებისმიერი სიკეთე არავისგან არ არის დამოუკიდებლად - არც ადამიანებისგან, არც სხვადასხვა მიზეზებისგან. ყველაფერი ალლაჰის ნებითა და ძალით მოგეცა.
„ვერავინ დაგიცავს ალლაჰის გარდა“
აქ ხაზგასმულია:
დაცვა მტრებისგან
უბედურებისგან
შეცდომებისგან
გულის სნეულებებისგან
მიზეზები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ნამდვილი დამცველი მხოლოდ ალლაჰია.
ამიტომ 'ლა ჰავლა ველა ყუვვათა ილლა ბილლაჰ' არ არის უბრალოდ სიტყვები, არამედ ეს არის:
სრული მინდობა
საკუთარი უძლურების აღიარება
და ალლაჰის აბსოლუტური ძალის დამოწმება
მუსლიმი აღიარებს - არა მხოლოდ ენით, არამედ გულით და საქციელით რომ მხოლოდ ღმერთია სარჩოს მომცემი. ის ხვდება, რომ ის, რაც მასთან მივიდა, ვერ აუვლიდა გვერდს, და რამაც აუარა გვერდი, ვერასოდეს მისწვდებოდა.
ადამიანები შეიძლება იყვნენ მიზეზები, მაგრამ მომნიჭებელი მხოლოდ ღმერთია. როდესაც რწმენა გულში დამკვიდრდება, გულიც მშვიდდება და შფოთვაც ქრება.
მუსლიმი აღიარებს, რომ მხოლოდ ღმერთია დამცველი და მფარველი. მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ რომც დადგეს, და ღმერთი მასთან იყოს - ის დაცულია. და მსოფლიო მის გვერდითაც რომ იდგეს, მაგრამ ღმერთი არ მფარველობდეს - მასს ვერაფერი უშველის.
ამ გაგებით ადამიანი:
აღარ ემონება ადამიანთა მიმართ შიშს
აღარ ებღაუჭება ძალაუფლებას
აღარ იკვეხნის მიღწევებით
რადგან იცის, რომ ძალა არ ეკუთვნის მას. არამედ იაზრებს, რომ ის მხოლოდ ღმერთის მიერ ნაბოძები ამანათია.
ვინც ამ სიტყვებს მართლა გაიაზრებს:
თავმდაბლობას იძენს, მოთმინებას სწავლობს, და სიმშვიდეს პოულობს იქ, სადაც ადრე შიში იყო.
და ალლაჰმა უკეთ იცის