21:55    2026-02-07
მედიის გამოყენება

შეიხ იბნ უსეიმინმა თქვა: მე ვთვლი, რომ სავალდებულოა მედიის გამოყენება ალლაჰისკენ მოწოდებისთვის, რადგან ამის საშუალებით ადამიანებთან ჰუჯჯა (არგუმენტი) მიდის. (ას-საჰვათულ ისლამია 85)

(გარდაიცვალა 2001 წელს)

იბნ უსეიმინის ეს სიტყვები არ არის უბრალოდ ნებართვა მედიის გამოყენებაზე - ეს არის რეალური და სწორი ხედვა თანამედროვე ეპოქაში. როცა ის ამბობს, რომ მედიის გამოყენება სავალდებულოა, მიზეზს პირდაპირ ასახელებს:
იმიტომ, რომ ამ გზით ადამიანამდე მიდის ჰუჯჯა - ალლაჰის არგუმენტი.

ისლამში ჰუჯჯა ნიშნავს, რომ ადამიანმა მოისმინა სიმართლე მკაფიოდ, გასაგებად და ხელი მიუწვდა. თუ რამე გზა არსებობს, რომ ეს სიმართლე მივიდეს მასთან და ჩვენ შეგნებულად ვტოვებთ ამ გზას, მაშინ პრობლემა უკვე ჩვენშია და არა საშუალებაში.

წარსულში მედია იყო:

  • მეჩეთები

  • ბაზრები

  • მოგზაური მქადაგებლები

  • წიგნები და წერილები

დღეს კი ადამიანების უმრავლესობისთვის ბაზარი და მოედანი გახდა:

  • Facebook

  • TikTok

  • YouTube

  • Instagram

თუ ხალხი იქ არის დავაც და მოწოდებაც იქ უნდა იყოს.  თუ კითხვები იქ ისმის პასუხიც იქ უნდა გაჟღერდეს.

შეიხ იბნ უსეიმინის სიტყვები პირდაპირ ეხება ამ რეალობას: როცა ადამიანი დღეში საათებს ატარებს ტელეფონში, მაგრამ ისლამის ხმა იქ არ ესმის, მაშინ ჰუჯჯა მასთან სრულად არ მისულა. ხოლო როცა ისლამის სწორი მესიჯი იქ ჩნდება ვიდეო რგოლით, ტექსტით თუ აუდიო მასალით,  მაშინ არგუმენტი მივიდა მასთან.

აქ ძალიან მნიშვნელოვანი პარალელია:  მედია თავისთავად ნეიტრალურია.
ის ან ხდება ჰიდაიათის (სწორი გზა) გზა, ან გზააბნევის ინსტრუმენტი. ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ და როგორ იყენებს მას. 

როგორც ხმალი:

  • სამართლიანის ხელში არის დაცვა და სამართლიანობა

  • ბოროტის ხელში არის უსამართლობა.

იგივეა სოციალური ქსელი:

  • სიცრუის გამავრცელებლის ხელში - ფიტნა

  • ცოდნის მქონის ხელში - ჰუჯჯა და სინათლე.

ამ სიტყვებში არის მკაფიო გაფრთხილებაც ჩვენთვის:
თუ სიცრუის მიმყოლები აქტიურად იყენებენ მედიას, ხოლო ჭეშმარიტება ჩუმად ზის უდარდელად ვისაც რა უნდა ის უქნიაო, მაშინ საზოგადოება სიცრუეს მოისმენს, არა იმიტომ, რომ ის მართალია, არამედ იმიტომ, რომ ის ლაპარაკობს.

ამიტომ მედიის გამოყენება დღეს არ არის უბრალოდ არჩევანი ან თანამედროვე ტრენდი, არამედ ეს არის ამანათისა და იმის შესრულება რასაც დრო მოითხოვს,
 

და ალლაჰმა უკეთ იცის