კითხვა:
როგორ გავიგოთ ჰადისი 'ალლაჰმა შექმნა ადამის მის მსგავსად (ხატად)'
პასუხი:
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „ალლაჰმა შექმნა ადამი თავის ხატად და მისი სიმაღლე სამოცი წყრთა იყო. როდესაც შექმნა იგი, უთხრა: ‘წადი და მიესალმე იმ ანგელოზთა ჯგუფს, რომლებიც სხედან, და მოუსმინე, როგორ გიპასუხებენ სალამზე, რადგან ეს იქნება შენი და შენი შთამომავლობის სალამი.’ ადამმა უთხრა მათ: ას-სალამუ ‘ალეიქუმ (მშვიდობა თქვენ). ანგელოზებმა უპასუხეს: ვა ‘ალეიქუმ ას-სალამ ვა რაჰმათულლაჰ (მშვიდობა შენ და ალლაჰის წყალობა). მათ დაამატეს სიტყვები: „ვა რაჰმათულლაჰ“. ყველა, ვინც შევა სამოთხეში, იქნება ადამის სახისა და ფორმის. მის შემდეგ კი კაცობრიობა თანდათან პატარავდებოდა.“ (ბუხარი 6227; მუსლიმი 2841)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „როდესაც რომელიმე თქვენგანი თავის ძმას შეებრძოლება, თავი აარიდოს სახეში დარტყმას, რადგან ალლაჰმა იგი თავის ხატად შექმნა.“ (მუსლიმი 2612)
იბნ აბი ‘აასიმი გადმოსცემს „სუნანში“, რომ იბნ უმარმა თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „არ თქვათ: ‘ალლაჰმა მოგიგრიხოს სახე (არაბები ასე იწყევლებოდნენ)’, რადგან ადამი მოწყალის ხატად შეიქმნა.“ (სუნან 517)
იბნ აბი აასიმი ასევე გადმოსცემს აბუ ჰურაირას ნათქვამს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც რომელიმე თავის ძმას შეებრძოლება, თავი აარიდოს სახეში ზიანს, რადგან ალლაჰმა შექმნა მის ხატად' (სუნან 516)
ამ ჰადისებიდან ვიგებთ, რომ ალლაჰს აქვს გამოსახულება (არაბულ ტექსტში გამოყენებულია სიტყვა „სურაჰ“), და მისი გამოსახულება ისეთია, როგორც მის დიდებულებასა და სიდიადეს შეეფერება. მისი გამოსახულება მისი ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც არ შეიძლება შედარებულ იქნეს ქმნილებასთან და ქმნილების ატრიბუტებთან, ისევე როგორც მისი არსი არ შეიძლება შესადარი იყოს მისი ქმნილების არსთან.
იბნი თაიმიამ თქვა: სიტყვა სუურაჰ (გამოსახულება, სურათი, მსგავსი) ამ ჰადისში არის მისი სხვა სახელებისა და თვისებების მსგავსი რომელიც გადმოცემულია ტექსტებში, სადაც ნახსენები სიტყვა შეიძლება გამოყენებული იყოს ქმნილებაზე შეზღუდული სახით. როდესაც რომელიმე სიტყვა აღწერს ალლაჰს, იგი ატარებს უნიკალურ მნიშვნელობას, როგორც ალ-'ალიმ (ყოვლისმცოდნე) ალ-ყადირ (ყოვლისშემძლე) ალ-რაჰიიმ (ყველაზე მოწყალე) ას-სამი' (ყოვლისგამგონე) ალ-ბასიირ (ყოვლისმხედველი) და მან შექმნა ყველაფერი მისი ხელებით და ამაღლებულია 'არშზე. (ნაყდ ალ-ტასი 3:396)
ყველაფერს, რაც არსებობს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფორმა და გამოსახულება.
შეიხულ ისლამმა თქვა: 'ყველაფერს, რაც არსებობს უნდა ჰქონდეს ატრიბუტები, ასევე ყველაფერს, რაც არსებობს უნდა ჰქონდეს ფორმა ან გამოსახულება. შეუძლებელია, რაც თავისთავად არსებობს არ ჰქონდეს ფორმა ან გამოსახულება. და მან ასევე თქვა: პირველი სამი თაობის სალაფებს შორის არ ყოფილა დავა იმის შესახებ, რომ ნაცვალსახელი მიუთითებს ალლაჰზე. მოყვანილი ჰადისები გადმოცემულია მრავალი ისნადით (გადმომცემთა ჯაჭვი) მრავალი საჰაბისგან. როდესაც ჯაჰმიტების სექტა ფართოდ გავრცელდა ჰიჯრიდან მესამე საუკუნეში, ჯაჰმიას ჯგუფმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ ნაცვალსახელი ალლაჰის გარდა სხვა რამეზე მიუთითებსო, და ეს გადმოცემული იყო მათი სწავლულების ჯგუფიდან, რომლებიც ფლობდნენ ცოდნას, როგორებიც იყვნენ აბუ სავრი, იბნ ხუზაიმა, აბულ შეიხ ალ-ასფაჰანი და სხვები. მათი სწავლულები დაგმეს სუნნას იმამემბა და სხვა სწავლულებმა. (ნაყდ ალ-ტასი 3:202)
იბნ ყუდამა თქვა: „ალლაჰს რომ აქვს გამოსახულება, ეს არ არის უცხო. მას აქვს ორი ხელი, თითები და თვალები. ჩვენ გვწამს ის, რაც ჩვენამდე მოვიდა (გადმოცემებში), და არ განვიხილავთ, თუ როგორია რომელიმე მათგანი (ანუ არ ვეკითხებით როგორია მისი გამოსახულება, როგორი ხელი ან თითი აქვს და ა.შ.).“ (თა’ვილ მუხტალიფ ალ-ჰადის, გვ. 221)
შეიხ ალ-ღუნაიმანი: ცხადია, რომ ფორმა ან გამოსახულება არის მისი ყველა ღვთაებრივი ატრიბუტის მსგავსი. ნებისმიერი თვისება, რომელიც ალლაჰმა გამოგვიცხადა მის სიტყვაში, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ და დავიჯეროთ ისინი. (შარჰ ქითაბ ალ-თავჰიდ მინ საჰიჰ ბუხარი 2:41)
იბნ ბაზს ჰკითხეს: არსებობს ჰადისი შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გადმოცემული რომელშიც მან აკრძალა ამ სიტყვების თქმა: 'დაე ალლაჰმა მოგრიხოს შენი სახე' და თქვა, რომ ალლაჰმა ადამი მის ხატად შექმნა. როგორ უნდა გავიგოთ ეს ჰადისი სწორად?
მან უპასუხა: ეს ჰადისი ნახსენებია ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მიერ რომელშიც თქვა: 'როდესაც ვინმე ურტყამს სხვას, მოერიდოს სახეს, რადგან ალლაჰმა ადამი მის მსგავსად შექმნა' სხვა ჰადისში კი: 'მოწყალის მსგავსად' და ეს ჰადისები არ მიგვანიშნებს მსგავსებაზე. სწავლულები ამბობდნენ, რომ ალლაჰმა შექმნა ადამი სმენის, ხედვის და საუბრის უნარით. ესეც ალლაჰის ნიშან-თვისებებია, რადგან ის ყოვლისმხედველია, ყველაფერს ხედავს, ლაპარაკობს როცა სურს და აქვს სახე, აღმატებულია ის და დიდებული.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებობს რაიმე მისი მსგავსი ან ტოლი. პირიქით, ალლაჰის გამოსახულება განსხვავებულია მისი შექმნილი არსებებისგან. იგულისხმება ის, რომ იგი არის ყოვლისმომცველი, ყოვლისმხედველი და ლაპარაკობს როცა სურს. მაგრამ ადამიანის სმენა არ ჰგავს ალლაჰის სმენას და მისი ხედვა არ ჰგავს ალლაჰის ხედვას, მისი ლაპარაკი არ ჰგავს ალლაჰის ლაპარაკს. ღმერთს აქვს ატრიბუტები, რომლებიც შეეფერება მის სიდიადეს და ძლიერებას და ადამიანსაც აქვს ატრიბუტები რომელიც მას შეეფერება. ქმნილებათა ატრიბუტები არასრულყოფილია, ხოლო ალლაჰის თვისებები სრულყოფილი, ნაკლოვანებების გარეშე. ალლაჰი ამბობს: ...არაფერია მისი მსგავსი. და იგია ყოვლისგამგონი, ყოვლისმხედველი. (შურა 42:11) და მისი სიტყვა: და არც არავინ ყოფილა მისი ბადალი (იხლას 112:4) ასე რომ დაუშვებელია სახეზე დარტყმა და სიტყვების 'ალლაჰმა მოგიგრიხოს სახე' თქმა. (მაჯმუ ფატავა 4:226)
სხვა ჰადისიც არის, რომელიც ხსნის და ავსებს მოყვანილ ჰადისებს უკეთ.
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „პირველი ჯგუფი, რომელიც შევა სამოთხეში, იქნებიან მთვარის მსგავსნი (არაბულში: სურათილ-ყამარ).“ (ბუხარი 3245)
აქ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გულისხმობდა, რომ სამოთხეში შემსვლელთა პირველი ჯგუფი იქნება მთვარის მსგავსი მათი სიწმინდის, სილამაზისა და სახის სიკაშკაშის გამო. თუმცა ეს მსგავსება არ ნიშნავს მსგავსებას.
იბნ უსეიმინი თქვა: „შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვები: ‘ალლაჰმა შექმნა ადამი მის ხატად’ ნიშნავს, რომ ალლაჰმა შექმნა ადამი თავის ხატად, რადგან მას აქვს სახე, თვალი, ხელი და ფეხი, და ადამსაც ჰქონდა სახე, თვალი, ხელი და ფეხი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ზუსტად იგივეა. არსებობს გარკვეული მსგავსება, მაგრამ ეს არ ნიშნავს სრულ იგივეობას. პირველი ჯგუფი, რომელიც შევა სამოთხეში, შედარებულია მთვარესთან, თუმცა ისინი ზუსტად იგივე არ არიან. ეს არის აჰლ ას-სუნნა ვალ-ჯამა‘ას შეხედულება - რომ ალლაჰის არც ერთი თვისება არ შეიძლება შედარებულ იქნეს ქმნილების თვისებებთან.“ (შარჰ ალ-აყიდა ალ-ვასითია, 1/107)
ალლაჰმა უკეთ იცის.