მორწმუნის მახასიათებლები აჰლუ სუნნა ვალ-ჯამაათიდან რომელიც აღწერა აჰმად იბნ ჰანბალმა ყურანისა და სუნნეთის მიხედვით:
მუჰამმად იბნ ჰაბიბ ალ-ანდარნმა თქვა: მე გავიგონე, რომ აჰმად იბნ ჰანბალმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: აჰლუ სუნნა ვალ-ჯამაასი (სუნნას ხალხი და ჯამაათი-მუსლიმთა კრება) აყიდა არის;
1. დაამოწმებს, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი ერთადერთი ღმერთის გარდა, არ ჰყავს მას თანაზიარი და მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია.
2. მას სჯერა ყველა შუამავლის, რომელიც წარმოგზავნილა. მას სწამს გულით და აცხადებს ამას.
3. რწმენაში ეჭვი არ ეპარება.
4. არ აკეთებს თაქფირს (ურწმუნოდ არ აცხადებს) თავჰიდის ხალხზე, რომლებმაც ჩაიდინეს ცოდვები. მას აფერხებს ის, რაც არ იცის და ეშინია უზენაესი ალლაჰის. და ის ენდობა უზენაეს ალლაჰს. და თვლის, რომ გარანტირებულად დაცული არ არის ალლაჰისაგან თავისი ცოდვების გამო.
5. მან იცის, რომ ყველაფერი არის ბედისწერა, და ყველაფერი - სიკეთეც და უბედურებაც ალლაჰისგანაა.
6. იგი არის მუჰსინი (კარგის მკეთებელი) მუჰამმადის უმმეთიდან და ეშინია, რომ ცუდი არ გააკეთოს.
7. არავისზე ამბობს, რომ კონკრეტული პიროვნება მუჰამმადის უმმეთიდან მოხვდება სამოთხეში ან ჯოჯოხეთში.
8. მან სწამს სალაფების ჭეშმარიტებაზე იყვნენ, ის საჰაბეები, რომლებიც ალლაჰმა აირჩია მუჰამმადისთვის. (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)
9. გამოხატავს სიყვარულს აბუ ბაქრის, უმარ იბნ ხატტაბის და უსმანის მიმართ. მან იცის ალი იბნ აბუ ტალიბის, ტალჰას, აზ-ზუბაირის, აბდურრაჰმან იბნ ავფის, სა’იდ იბნ ვაყყასის, სა’იდ იბნ ზეიდ იბნ ამრ იბნ ნუფაილის სიმართლე. ჭეშმარიტად, ისინი ცხრანი იყვნენ შუამავალთან ერთად ჰირას მთაზე როცა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
„მშვიდად იყავით ჰირაზე, რადგან შუამავალია თქვენთან ერთად, მოწმე და შაჰიდი“ და შუამავალი იყო მეათე მათგანი.
10. ავლენს სიყვარულს შუამავლის საჰაბეების მიმართ, მოხუცი იქნება მათგან თუ ახალგაზრდა; მათზე სიკეთით ლაპარაკობს და თავს იკავებს მათზე ცუდის თქმისაგან.
11. ლოცულობს სალათულ იდ აინს (ბაირამის ლოცვებს) სალათულ ხავფს (შიშის დროს ლოცვა) ჯუმას, და ჯგუფურად (ჯამაათით) ყველა მუსლიმი მმართველის უკან, მართალი იქნება ის თუ უსამართლო.
12. განიწმინდება სიბინძურისგან, საფარის (მგზავრობის) დროს და მაშინ, როცა არ მგზავრობს.
13. ამოკლებს ლოცვას საფარის (როცა მგზავრობაშია) დროს.
14. მას სწამს, რომ ყურანი ალლაჰის სიტყვაა, რომელიც ზემოევლინა და ეს სიტყვა არ არის ქმნილება.
15. რწმენა ცხადდება, და ის იზრდება და იკლებს.
16. ჯიჰადი მიმდინარეობს ალლაჰის შუამავლის პერიოდიდან, და გაგრძელდება ბოლო ჯგუფამდე ვიდრე არ შეებრძოლებიან დაჯჯალს (ცრუ მესია). და მათ ვერ დააზარალებს დამნაშავეთა ბოროტება.
17. იყიდის და გაყიდის ჰალალს განკითხვის დღემდე ყურანისა და სუნნეთის შესაბამისად.
18. იტყვის თაქბირს (ალლაჰუ აქბარ) ოთხჯერ ჯანაზა ნამაზის დროს.
19. გააკეთებს დუას მუსლიმებისთვის. არ აჯანყდება მათ წინააღმდეგ ხანჯლით. არ იბრძოლებს ფიტნის (არეულობის) დროს და დარჩება სახლში.
20. სწამს, რომ საფლავში ტანჯვა არსებობს.
21. სწამს მუნქარის და ნაქირის (ანგელოზები, რომლებიც დაგკითხავენ).
22. სწამს ავზის (ქავსარის) არსებობის და შაფა’ათის (ქომაგობის საიქიოში)
23. სწამს, რომ სამოთხის ხალხი დაინახავს მის ღმერთს, დიდებულს და უზენაესს.
24. სწამს, რომ მუვაჰიდები ცეცხლიდან გამოვლენ მას შემდეგ, რაც დაიწვებიან მათი ცოდვების გამო, როგორც ეს გადმოცემულია შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰადისებში.
(აბუ იალა ტაყაბათულ ჰანაბილა 1:294-295)
ჰაქიმ აბუ აბდულლაჰ ალ-ჰაფიზმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) გვაცნობა, მუჰამმად იბნ იბრაჰიმ იბნულ ფადლ ალ-მუზაქქისგან, რომელმაც გადმოსცა აჰმად იბნ სალამასგან, რომელმაც მოგვითხრო, რომ აბუ რაჯა ყუთაიბა იბნ სა’დმა წაგვიკითხა მისი „რწმენის წიგნიდან“(რომელიც წიგნის ბოლოში წერია):
თუ დააკვირდები კაცს და ნახავ, რომ უყვარს სუფიან ას-საური (გ. ჰჯ 161), მალიქ იბნ ანას (გ. ჰჯ 179) ალ-ავზა’ი (157) შუ’ბა (გ. ჰჯ160) აბდულლაჰ იბნ მუბარაქი (181) აბუ’ლ აჰვა (179) შარიქი(177) ვაყი(197) იაჰია იბნ სა’იდი(145) და აბდურრაჰმან იბნ მაჰდი(198) მაშინ, იცოდე, რომ ის აჰლუს სუნნადანაა.