17:29    2026-02-24
ფული ხელში და გულში

იბნ ალ-ყაიმმა თქვა: «როდესაც ფული ხელში გაქვთ და არა გულში, ის არ დაგაზიანებთ, თუნდაც ბევრი იყოს. და როცა ფული გაქვთ გულში ეს გაზიანებთ, თუნდაც საერთოდ არ გქონდეთ ხელში»   (მადარიჯ ას-სალიყინ 1:463)

ფული ხელში ნიშნავს: მას იყენებ ჰალალ გზაზე, ეხმარები ოჯახს, გასცემ სადაყას (ქველმოქმედება), არ ხარ მიჯაჭვული მასზე, დაკარგვის შემთხვევაში არ ირღვევა შენი სულიერება.

ასეთ შემთხვევაში ფული არის შენი მსახური, და არა ბატონი. ის არ აზიანებს შენს რწმენას, არამედ შეიძლება კიდეც დაგეხმაროს სიკეთეში.

ფული გულში ნიშნავს: მიჯაჭვულობას, მომხევეჭელობისკენ სწრაფვას, მუდმივ ფიქრს სიმდიდრეზე, შიშს რომ არ დაკარგო, შურს მდიდრების მიმართ, ამპარტავნებას, სიხარბეს, და ფულის გამო ცოდვაზე არ მორიდება.

ასეთ დროს ადამიანი შეიძლება ღარიბიც იყოს, მაგრამ მისი გული უკვე სიმდიდრის სურვილს დაემონა. აი ეს არის ნამდვილი ზიანი. 

გულში არსებული ფული გაშორებს თავაქქულს (ალლაჰზე მინდობას), აჩენს შფოთვას და მუდმივ დაძაბულობას, გაშორებს ალლაჰის ხსენებისგან და თაყვანისცემისგან, იწვევს მუდამ უკმაყოფილებას. და ასეთი გული ვერასდროს ისვენებს.

ისლამი გვასწავლის რომ სიმდიდრე აკრძალული არ არის. მოციქული მუჰამმადის (ალლაჰის სალამი მას) ბევრი საჰაბა იყო მდიდარი, მაგრამ მათი გული ღმერთთან იყო.

პრობლემა კი არ არის რომ გაქვს, არამედ პრობლემა არის მიჯაჭვულობა.

ერთი ცნობილი გამონათქვამი არსებობს: 

'გემი წყალში უნდა იყოს. თუ წყალი შევა გემში - ჩაიძირება.'

ასევეა ფული შემთხვევაშიც:  შეიძლება იყოს შენს ხელში, მაგრამ თუ შევა გულში, ჩაგძირავს სულიერად.

სიხარბისა და გულიდან ფულის სურვილის გაქრობის წამალია სიკვდილის გახსენება, ზიქრი და ყურანის კითხვა, მადლიერება მცირე შემოსავლის დროსაც და სადაყის გაცემა, თუნდაც მცირე.

და ალლაჰმა უკეთ იცის