კატეგორია > პასუხები
23. სატანას იხმობს?
მორიგი ცრუ ბრალდება ისლამისა და მისი მოციქულის წინააღმდეგ. მე მიკვირს იმ ხალხის, ვინც სხვისი რწმენის კრიტიკით და ლანძღვითაა დაკავებული და ავიწყდება თავისი მოვალეობა და ღვთისმსახურება ღმერთის წინაშე. ყველაზე საკვირველი ის არის, რომ მათ ცრუ ბრალდებას "არგუმენტს" რომ უწოდებენ... არგუმენტის მნიშვნელობა ალბათ საერთოდ არ იციან. ქვემოთ მოვიყვანთ ჰადისს რომელზეც ამბობენ რომ მოციქული მუჰამმადი სატანას იხმობდა საწოლშიო და საინტერესოა სად ნახეს მოწვევა?!
მათი მოყვანილი ჰადისი არის:
ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'არის საწოლი კაცისთვის და საწოლი მისი ცოლისთვის, მესამე საწოლი სტუმრისთვისაა, მეოთხე კი სატანისთვის (შაიტან). (აბუ დავუდ 4142)
და ამბობენ რომ საწოლში სატანას იხმობდაო...
მოდით ვნახოთ რას გულისხმობს ეს ჰადისი.
იმამ ნავავიმ თქვა: 'ჰადისი ნიშნავს, რომ რაც აღემატება ადამიანის საჭიროებებს, მაშინ ეს მხოლოდ ტრაბახის და ამქვეყნიური ფუფუნებით გართობისთვისაა. რასაც ეს მახასიათებლები აქვს, სამარცხვინოა. (შარჰ ნავავი 'ალა საჰიჰ მუსლიმ 14/59)
ანუ მთავარი აზრი ისაა, რომ ზედმეტობა და ფუფუნება ადამიანის შინაგან სამყაროზე და მის რწმენაზე ცუდად მოქმედებს.
ჰადისი გვასწავლის ზომიერებას.
საწოლი კაცისთვის, ცოლისთვის და სტუმრისთვის არის საჭიროება; მეტი უკვე ზედმეტობაა. „მეოთხე კი სატანისთვის“ ნიშნავს იმას, რომ როცა საჭიროზე მეტს აგროვებს ადამიანი, ეს ადამიანს აზარმაცებს თაყვანისცემის მიმართ, სურვილებს და ამქვეყნიურზე ძლიერ მიჯაჭვულობის სურვილს უღვივებს.
ჰადისი გვასწავლის, რომ ზედმეტი ნივთები, რომლებიც საჭიროებას სცილდება და მხოლოდ ფუფუნებას ემსახურება, სამარცხვინოა.
ამ ჰადისის მიზანია გვასწავლოს: იცხოვრო ზომიერად, არ მოაგროვო ზედმეტი მხოლოდ პრესტიჟისთვის, ნივთებმა არ დაიკავონ გულში რწმენის ადგილი, ადამიანი იყოს თავისუფალი და არა მატერიალურზე მიჯაჭვული.
და ალლაჰმა უკეთ იცის