კატეგორია > პასუხები

25. 'ისას (იესოს) დაბრუნება

არამუსლიმურ პოლემიკაში ხშირად ისმის შემდეგი განცხადება: 'როცა მუსლიმები ამბობენ, რომ იესო დაბრუნდება და განსჯის, თუმცა ისინი ვერ ხვდებიან, რომ განსჯა მხოლოდ ღმერთის საქმეა და ამიტომ იესო ღმერთია'

მოდით ამ აზრს პასუხი გავცეთ და დავამტკიცოთ რომ სიტყვა განსჯა არასწორად ესმით. 

მათ მიერ მოყვანილი ჰადისი შემდეგია, რომელსაც აბუ ჰურაირა გადმოსცემს ალლაჰის მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას):

وَالَّذِي نَفْسِي بِيَدِهِ، لَيُوشِكَنَّ أَنْ يَنْزِلَ فِيكُمُ ابْنُ مَرْيَمَ حَكَمًا عَدْلاً، فَيَكْسِرَ الصَّلِيبَ

ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, მარიამის შვილი დაბრუნდება თქვენს შორის და განსჯის ხალხს სამართლიანად. (ბუხარი 3448)

ჰადისში წერია სიტყვა حَكَمًا (ჰაქამ) რაც ჩვეულებრივ ნიშნავს მოსამართლეს. ყურანშიც გვხვდება იგივე სიტყვა ბევრ ადგილას:

 

وَإِنْ خِفْتُمْ شِقَاقَ بَيْنِهِمَا فَٱبْعَثُوا۟ حَكَمًۭا مِّنْ أَهْلِهِۦ وَحَكَمًۭا مِّنْ أَهْلِهَآ إِن يُرِيدَآ إِصْلَـٰحًۭا يُوَفِّقِ ٱللَّهُ بَيْنَهُمَآ ۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلِيمًا خَبِيرًۭا.

და თუ გეშინიათ მათ შორის განხეთქილებისა, წარგზავნეთ ერთი მსაჯული კაცის ოჯახიდან და ერთი ქალის ოჯახიდან. თუ სურს ორივე მხარეს მორიგება, მაშინ ალლაჰი წარმატებულს ჰყოფს მათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა! (ნისა 4:35)

ყველა აბრაამისტულ რელიგიაში ასეთი წესია: როდესაც ღმერთი გაძლევს წიგნს და კანონს, ასევე გავალებს, რომ ამ კანონით განსაჯო (ე.ი ჰუქმი)  ხალხი და მისით იხელმძღვანელო. თუ ღმერთის კანონის მიხედვით მოეწყობა საზოგადოება, იქ ინიშნებიან მმართველები, მინისტრები, პოლიციელები და მოსამართლეები რომლებსაც ჩვეულებრივ ეწოდებათ ჰაქამები.

ადამიანები ერთ თემად იყვნენ და ალლაჰმა შუამავლები წარმოგზავნა მახარობლებად და შემგონებლებად. და წიგნი ზემოავლინა მათთან ერთად ჭეშმარიტებით, რათა განესაჯა ხალხთა შორის ის, რაზედაც ვერ თანხმდებოდნენ. (ბაყარა 2:213)

აქაც წერია არაბულში სიტყვა ლიაჰქუმა რაც ნიშნავს განმსჯელს და მოსამართლეს. 

ასევე ყურანში ვკითხულობთ:

მაგრამ არა! შენს ღმერთს ვფიცავ! ვერ ირწმუნებენ ისინი, ვიდრე მსაჯულად არ დაგადგენენ იმისა, რის გამოც დაობდნენ ერთმანეთში. მერე კი წინ ვეღარ აღუდგებიან თავიანთ სულებში შენს გადაწყვეტილებას. და დაემორჩილებიან სრული მორჩილებით. (ნისა 4:65)

აქაც არაბულში წერია იუჰაქქიმუქ რაც მსაჯულს, განმსჯელს და მოსამართლეს ნიშნავს. 

სურა 5:44 წერია: 

يَحْكُمُ بِهَا ٱلنَّبِيُّونَ

განსჯიდნენ მისით შუამავლები, (5:44) 

თუმცა ამის გამო შუამავლები ღმერთები არ ხდებიან. 

ღმერთი ეუბნება დავუდს (დავითს):

يَـٰدَاوُۥدُ إِنَّا جَعَلْنَـٰكَ خَلِيفَةًۭ فِى ٱلْأَرْضِ فَٱحْكُم بَيْنَ ٱلنَّاسِ بِٱلْحَقِّ

ჰე, დავუდ! ჩვენ დაგადგინეთ ხალიფად დედამიწაზე. განსაჯე ხალხთა შორის სამართლიანად (სურა სად 38:26)

დავუდი იყო მოციქული, და არა ღმერთი, თუმცა განსჯიდა ხალხს შორის სამართლიანად. 

იესოზეც იგივეა ნაგულისხმები სადაც წერია სირტყვა ჰაქამი (მოსამართლე). ის განსჯის ღმერთის კანონით და ეწოდება ჩვეულებრივ მოსამართლე.

ისლამში სადაც წერია რომ ღმერთი გაძლევს წიგნს და გავალებს განსჯას ეს ერთი საკითხია, მეორე საკითხია როცა დგება განკითხვის დღე და იქ განსჯის ადამიანებს მათი ნამოქმედარის გამო თუ ვინ როგორ დაიცვა მისი მცნებები.

სწორედ ამას ამბობს ყურანში ალლაჰი:

مَـٰلِكِ يَوْمِ ٱلدِّينِ

(ქება დიდება ალლაჰს) განკითხვის დღის მბრძანებელსა.
(ფაათიჰა 1:4)

განკითხვის დღეს მხოლოდ ღმერთი განსჯის და არავის ექნება ხმის ამოღების უფლება იმათ გარდა, ვისაც ღმერთი ნებას დართავს. ვინც ამბობს, რომ იესო არის ღმერთი და სამყაროს განსჯისო, ისინი ცდებიან, პირიქით, განკითხვის დღეს, იესოსაც მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა და ამის დასტური ყურანში წერია:

და ეტყვის ალლაჰი: ჰეი 'ისა, შენ უთხარი ხალხს - დაგვადგინეთ მე და დედაჩემი ორ ღვთაებად ალლაჰის მაგივრად?! ეტყვის: დიდება შენდა! არასოდეს ყოფილა, მეთქვას ის, რისი უფლებაც არ გამაჩნია. და ეს რომ მეთქვა, გეცოდინებოდა კიდევაც. შენ უწყი რა არის ჩემში, მე კი არ ვიცი რა არის შენში. ჭეშმარიტად, შენა ხარ დაფარულთა მცოდნე. არაფერი მითქვამს მათთვის, იმის მეტი, რაც შენ მიბრძანე, რომ ეთაყვანეთ ალლაჰს - ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთს. მოწმე ვიყავი მათი, ვიდრე ვიყავი მათ შორის, ხოლო როცა მიმიბარე, უკვე შენა ხარ მათი მეთვალყურე, და შენ ყოვლისმოწმე ხარ. (მაიდე 5:116-117)

იესო არის ერთ-ერთი მოციქული ალლაჰის წინაშე და ამის დასტური ყურანში და სუნნაში უამრავია. ყურანში ვკითხულობთ:

და აი, აუწყეს მას ანგელოზებმა, როცა ლოცვად იდგა მიჰრაბში (სალოცავში): „ალლაჰი გახარებს შენ იაჰიას, ალლაჰის სიტყვის დასტურად (‘ისას) და იქნება დიდებული, გაწონასწორებული შუამავალი, კეთილშობილთა შორის.“ (ალი იმრანი 3:39)

იგი მხოლოდ ჩვენი მსახურია, რომელსაც წყალობა ვუბოძეთ და დავადგინეთ მაგალითად ისრაილის შვილთათვის. (ზუხრუფ 43:59)

და ალლაჰმა უკეთ იცის