კატეგორია > პასუხები
26. პასუხი მათ, ვინც აიათების აზრს ამახინჯებს
არამუსლიმების მორიგი ცრუ არგუმენტია აიათების კონტექსტის დამახინჯება და მათი არასწორად ქადაგება საზოგადოების ნაწილში, რომელიც ცოდნას არ ფლობს.
მათი მოყვანილი აიათები (მუხლები) არის: სურა 47:4, 22:19-20, 9:133 (თუმცა მე-9 სურაში 133 აიათი არ არის), სურა 9:29, 9:5, 8:65, 8:60, 8:12, 3:85, 3:28 და 2:191.
ჩვენ შემოგთავაზებთ საკითხს, რომელშიც მოცემულია აიათების სწორი ახსნა, საუბარია 2:191, 9:28-29, 47:4 აიათები. დანარჩენი აიათები რომელიც ჩამოთვალეს და მიაწერეს ისლამს არასწორად, სრულიად დამახინჯებულია და კონტექსტიდან ამოღებულია
ისლამი ტერორიზმს ქადაგებს?
მოვიყვანოთ აიათი:
მოჰკალით ისინი, სადაც წააწყდებით, და განდევნეთ იქიდან, საიდანაც მათ გამოგდევნეს. წნეხში ჩაგდება ხოცვა-ჟლეტაზე უარესია. და არ ეომოთ მათ მესჯიდი ჰარამთან, ვიდრე თვითონ არ გეომოთ იქ. ხოლო თუ გხოცავენ - თქვენც დახოცეთ. ასეთია ურწმუნოთა საზღაური. (სურა ბაყარა 2:191)
იბნ ქასირი ამ აიათის თაფსირში წერდა: მოჰკალით ისინი, სადაც წააწყდებით, და განდევნეთ იქიდან, საიდანაც მათ გამოგდევნეს. - ეს ნიშნავს, რომ თქვენი ენეგრია დახარჯეთ მათთან ბრძოლაში, როგორც ისინი ხარჯავენ მათ ენერგიას თქვენს წინააღმდეგ, და განდევნეთ იმ ტერიტორიებიდან რომლებიდანაც თქვენ გამოგდევნეს, და ეს არის სასჯელის თანასწორობა. ალლაჰი ამბობს: არ გადახვიდეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი. (სურა ბაყარა 2:190)
ეს აიათი "იბრძოლეთ ალლაჰის გზაზე და ზღვარს ნუ გადახვალთ" ნიშნავს ზღვარს ნუ გადახვალთ აკრძალულის კეთებით. ჰასან ალ ბასრიმ თქვა: ეს აიათი ამბობს: ნუ მოკლავთ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს, რომლებიც არ მონაწილეობენ ომში, ასევე მღვდლების მოკვლა და სალოცავი სახლების ბინადრების, ხეების დაწმა და ცხოველების მოკვლა რეალური სარგებლის გარეშე. ასევე ამას ამბობდნენ იბნ აბბასი, უმარ იბნ აბდულ აზიზი, მუყატილ იბნ ჰაიანი და სხვები. თირმიზი გადმოსცემს ჰადისს, სადაც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: იბრძოლეთ ალლაჰის სახელით ალლაჰის გზაზე და ებრძოლეთ იმათ, ვინც არიან ურწმუნონი, იბრძოლეთ, მაგრამ ნუ მოიპარავთ, ნუ უღალატებთ, ნუ დაასახიჩრებთ ან ნუ მოკლავთ ბავშვს. (თირმიზი 1408)
(იბნ ქასირის განმარტებიდან(თაფსირიდან)
იგივე სიტუაციაა ბაყარა სურის 192 და 193 აიათების შესახებ. როგორც ვხედავთ აიათიდან, ჰადისიდან და განმარტებიდან ეს ეხება ბრძოლას და ბრძოლის ველზე ყოფნის დროს მოქმედებას არათუ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში გასაკეთებელ საქმეს, როგორც ამას ამბობენ ოპონენტები. ისლამის მოწინააღმდეგენს მოჰყავთ ეს აიათი იმის დასამტკიცებლად, რომ თითქოს ისლამი, კერძოდ ყურანი ამბობს, რომ უნდა მოკლა ქრისტიანი და ზოგადად ის, ვინც არ მისდევს ისლამს. ეს ტყუილია რომლითაც სურთ ეჭვების დათესვა. ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოფნისას ალლაჰმა გვიბრძანა არამუსლიმებთან შემდეგი საქმე:
ალლაჰი არ გიკრძალავთ, რომ მათ, ვინც არ შეგბრძოლებიან რწმენისათვის და ვისაც არ გაუძევებიხარ თქვენი სახლებიდან, რომ სიკეთე უქმნათ და სამართლიანად მოექცეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს სამართლიანები. (სურა მუმეჰინე 60:8)
მეორე:
ებრძოლეთ იმათ, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და უკანასკნელი დღე, და არ იკრძალავენ იმას, რაც აკრძალა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა, და არ აღიარებენ ჭეშმარიტ რელიგიას მათგან, ვისაც წიგნი მიეცათ ვიდრე თავისი ხელით გაიღებენ ჯიზიას(ხარკს). იმ დროს როცა იქნებიან დამცირებულნი. (სურა თავბა 9:29)
იბნ ქასირი ამ აიათის განმარტებაში წერდა: აქედან გამომდინარე, წიგნის ხალხმა არ ირწმუნა მუჰამმადი, ისინი ვერ ღებულობენ სარგებელს იქიდან, რაც მოიტანა შუამავალმა. ისინი მიჰყვებიან მათ რელიგიას, რადგან მათ აქვთ მათი იდეები, სურვილები და მათი მამა-პაპის გზა, ისინი არ მისდევენ ღმერთის კანონს და აკრძალვებს. ისინი რომ ყოფილიყვნენ მათი რელიგიის ჭეშმარიტი მორწმუნენი, ეს რწმენა აუცილებლად მიიყვანდა მათ მუჰამმადის რწმენასთან, რადგან ყველა შუამავალი აძლევდა მათ კარგ ცნობას მუჰამმადის შესახებ და უბრძანდებდა მათ, რომ მას გაჰყოლოდნენ. როდესაც მუჰამმადი წარიგზავნა მათთან, მათ არ ირწმუნეს მისი, მაშინ, როცა ის ყველაზე ძლიერია ყველა შუამავალთა შორის. აქედან გამომდინარე, ისინი არ მისდევდნენ უწინდელ შუამავლებს. ისინი მისდევდნენ მათ სურილებს და ლტოლვებს. ამიტომაც ალლაჰმა თქვა:
ებრძოლეთ იმათ, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და უკანასკნელი დღე, და არ იკრძალავენ იმას, რაც აკრძალა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა, და არ აღიარებენ ჭეშმარიტ რელიგიას მათგან, ვისაც წიგნი მიეცათ ვიდრე თავისი ხელით გაიღებენ ჯიზიას(ხარკს). იმ დროს როცა იქნებიან დამცირებულნი. (სურა თავბა 9:29)
ეს ძვირფასი აიათი მოევლინა, რათა შეებრძოლონ წიგნის ხალხს მას შემდეგ რაც წარმართები დაამარცხეს, ხალხი შევიდა ალლაჰის რელიგიაში დიდი რაოდენობით, და არაბეთის ნახევარკუძულს მუსლიმები აკონტროლებდნენ. ალლაჰმა უბრძანა მის შუამავალს წიგნის ხალხთან ბრძოლა, იუდეველებთან და ქრისტიანებთან, ჰიჯრიდან ცხრა წლის შემდეგ. და მოამზადა თავისი არმია რომაელებთან საბრძოლველად და მოუწოდა ხალხს ჯიჰადში მონაწილეობაზე დანიშულების ადგილზე. შუამავალმა მისი განზრახვა განაცხადა მედინის გარშემო, რომ შეეკრიბათ ძალები, და შეიკრიბა ჯარი, რომლის რაოდენობაც იყო ოცდაათიათასი. მედინის ზოგიერთი ბინადარი და ზოგიერთი თვალთმაქცი უკან ჩამორჩნენ. ის წელი ძლიერი სიცხის და ძლიერი გვალვის წელი იყო. ალლაჰის შუამავალი მოვიდა, შამისკენ გაემართნენ რომაელებთან საბრძოლველად ვიდრე არ მიაღწიეს თაბუქს, სადაც წყაროს გვერდით ოცი დღის განმავლობაში დაბანაკდა. შემდეგ მან ალლაჰს მოუხმო გადაწყვეტილების მისაღებად და ისევ, მედინაში დაბრუნდა რადგან ეს იყო რთული წელიწადი და ხალხი დასუსტებული იყო. (იბნ ქასირ)
როგორც ვხედავთ ეს აიათიც და ეს ისტორიაც ეხება უშუალოდ ბრძოლის ველზე ყოფნას არათუ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას, რომლებიც მუსლიმანები არ არიან. ამ თემაზე გადმოცემულია ჰადისი:
აბუ ბაქრამ თქვა:ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც მოკლავს მფარველობაში მყოფ არამუსლიმანს უსამართლოდ, ალლაჰის მისთვის სამოთხეს აკრძალავს. (ნასაი 4747)
შემდეგი აიათი:
და თუ შეხვდებით იმათ, რომელთაც უარყვეს, დაჰკარით(ხმლით) კისერში, ვიდრე სრულად მოსრავდეთ. და გაამაგრეთ საბელნი. შემდეგ შეიწყალეთ ან გამოსასყიდი აიღეთ, ვიდრე ომი თავის ტვირთებს არ ჩამოიხსნის. (სურა მუჰამმად 47:4)
აიათს თუ კარგად დავაკვირდებით გასაგები გახდება, რომ ეს აიათის ომის სიტუაციას ეხება რადგან აიათში წერია:
"ვიდრე ომი თავის ტვირთებს არ ჩამოიხსნის."
შემდეგი აიათი: ხოლო იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს - დაღუპვა მათ! და ფუჭი ჰქმნა მათი საქმენი. (სურა მუჰამმად 47:8)
ამ აიათის განმარტებაში იბნ აბბასს მოჰყავს ჰადისი: უბედურია მსახური დინარისა, დირჰამისა, კარგი სამოსისა და ფუფუნებისა! იგი კმაყოფილია, როდესაც ნივთიერი სარგებელი აქვს და თუ ვერ მიიღებს წილს, მაშინ ბრაზდება. დაე იყოს იგი გაუხარელი და დაეცეს თავდაყირა! ისე რომ თუ ჩაესო ეკალი, ვერავინ იპოვოს ვინც ამოუღებს!"
(იბნ ქასირ)
ხოლო ეს აიათი იმის არგუმენტად მოყვანა, რომ ისლამი გააკრიტიკონ და ძალადობა მიაწერონ ისლამს ამ აიათის საფუძველზე, არის უსაფუძვლო რადგან მოყვანილი ჰადისი ცხადყოფს აიათის არსს.
შემდეგი აიათი: დაე, იბრძოლონ ალლაჰის გზაზე იმათ, რომელნიც ამქვეყნიური ცხოვრებით იმქვეყნიურ ცხოვრებას ყიდულობენ. და ვინც იბრძოლოს ალლაჰის გზაზე, და მოიკლას ან გაიმარჯვოს, - ვუბოძებთ უდიდეს საზღაურს! (სურა ნისა 4:74)
ეს აიათის ეხება ბრძოლას. ხალხს ვერ გაურკვევია რა განსხვავებაა რწმენისთვის ბრძოლასა და ტერორიზმს შორის. ამას შენ გაიგებ ხშირად იმათგან, ვინც ამბობენ - ჩვენ ქრისტიანები ვართო. შენ ასევე გაიგებ, რომ ისინი ამბობენ: "ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ჩვენი რწმენისთვის და დღემდე ჩვენ ქრისტიანები ვართ"
მაგრამ ამის მიუხედავად მათი რწმენისთვის მებრძოლებს ტერორისტებად არ მიიჩნევენ, არამედ "მოწამეები" არიან, და თუ მუსლიმი ბრძოლობს მისი რწმენისთვის ის ტერორისტი ხდება.
ნებისმიერი აიათი, სადაც შეგხვდებათ რომ წერია ბრძოლაზე, ეხება უშუალოდ ბრძოლის ველზე მყოფ მტერს. თუ ვინმე იტყვის, რომ ისლამი ბრძანებს რომ მოკლან იუდეველები და ქრისტიანები მაშინ, ჩვენ მათ ვეტყვით: შუამავალს ჰყავდა იუდეველი მეზობელი მაგრამ მას სიკვდილით არ სჯიდა არც რაიმე სახის ზიანს აყენებდა. ასევე მან აკრძალა მღვდლების მოკვლა რომლებიც ეკლესიებში არიან. თუკი ქრისტიანის მკვლელობას გვიბრძანებს ისლამი, მაშინ რატომ აიკრძალა მღვდლის და ქრისტიანი ან იუდეველი მოქალაქის მოკვლა?
მათ არ იციან ისლამი, არ იციან თუ როგორ იცავს ისლამი არამუსლიმი მოქალაქეების უფლებებს, ისლამურ ქვეყანაში მცხოვრები არამუსლიმები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლები არიან და ჯარში მსახურება ნებაყოფლობითია. ხალხს სჭირდება მეტი განათლება და ობიექტურობა რომ ყველაფერი სამართლიანად შეაფასოს საკითხები. და ალლაჰმა უკეთ იცის