კატეგორია > პასუხები

27. ყურანის შვიდნაირი კითხვის სტილი

1. ყირაათ ან-ნაფი

კითხვის ეს ტიპი მედინაში წარმოიშვა და ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული მეთოდია. ის ორი მთხრობელის: ვარშისა და ყალუნის მიერ გადმოიცა. ყირაათ ნაფის კითხვის წესი ცნობილია მელოდიური და ნაზი ხმის სტილით. ასეთი სტილი გავრცელებულია ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში.

2. ყირაათ იბნ ქასირ

ეს ყირაათი (კითხვის სტილი) მექადან იღებს სათავეს. მას ალ-ბაზი და ყუნბული გადმოსცემენ. ამ ყირაათის გამორჩეული თვისება ხმოვნების კარგად გამოთქმაა. იბნ ქასირის ყირაათი მექის დიალექტს ასახავს..

3. ყირაათ აბუ ამრ

ეს ყირაათი ბასრადან წარმოიშვა და მას ალ-დური და ალ-სუსი კითხულობენ. ის ფართოდ არის ცნობილი თავისი სიცხადითა და დახვეწილი პაუზებით.

4. ყირაათ იბნ ამრ

ამ ყირაათის წარმოშობა დამასკოდან იღებს სათავეს და მას ორი მეცნიერი, ჰიშამი და იბნ დაქვანი გადმოცემენ. ამ ყირაათის წესები მოიცავს ხმოვანთა და თანხმოვანთა გაგრძელების ხელოვნებას.

5. ყირაათ ასიმ

ყირაათ ასიმი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კითხვის სტილია. მას ორი მეცნიერი, ჰაფსი და შუბა გადმოსცემს: ამ ორიდან ჰაფსის სტილს იცნობს მუსლიმური საზოგადოების უმრავლესობა. ეს სტილი პოუპულარულია სამხრეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

6. ყირაათ ჰამზა

ამ ყირაათის წესები ქუფიდან იღებს სათავეს და გადმოცემულია ორი მეცნიერის, ხალაფისა და ხალადის მიერ. ეს ყირაათი პოპულარულია თავისი პაუზებითა და სიცხადით, რაც ყველას უადვილებს აიათებზე ფოკუსირებას.

7. ყირაათ ალ-ქისაი

ეს ყირაათი ასევე ქუფას მეცნიერებიდან ალ-დურისგან და აბულ ჰარისის მიერაა გადმოცემული. კითხვის წესია ხმოვნების გაგრძელება და მისი ცხადად წარმორთქმა.

ყირაათები არის კითხვის სტილი და არა განსხვავებული ყურანები

ყურანის შვიდი ცნობილი ყირაათი (ნაფი, იბნ ქასირ, აბუ ამრ, იბნ ამირ, ასიმ, ჰამზა, ალ-ქისაი) არ წარმოადგენს სხვადასხვა წიგნებს, ტექსტებს ან ვერსიებს.

არამედ, ტექსტი ერთია, წიგნი ერთია, აიათების რაოდენობა ერთია... განსხვავებული კითხვის სტილის გამო მნიშვნელობა არ იცვლება.

განსხვავება მხოლოდ შემდეგშია: გამოთქმის წესებში, ხმოვნების გაგრძელებაში, პაუზებში და ზოგიერთი სიტყვის დიალექტურ გამოთქმაში. ეს განსხვავებები არ ცვლის შინაარსს, არამედ ამარტივებს ყურანის წაკითხვას სხვადასხვა არაბული ტომისა და დიალექტისთვის.

და რატომ არსებობს ყირაათები?

ყურანი ზემოევლინა იმ დროს, როცა არაბებს ჰქონდათ სხვადასხვა დიალექტი. ალლაჰის სიბრძნით, ყურანი მოევლინა ისე, რომ ყველას შეეძლო მისი კითხვა სირთულის გარეშე.

გადმოცემულია შემდეგი ჰადისი:

უმარ ბინ ხატტაბმა გადმოსცა: გავიგონე ჰიშამ იბნ ჰაქიმი კითხულობდა სურა ფურყანს იმ ფორმით რა ფორმითაც მე არ ვკითხულობდი და როგორც მე მქონდა ნასწავლი ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას). ვაპირებდი მასთან კამათს, მაგრამ დაველოდე თუ როდის დაასრულებდა კითხვას. როცა დაასრულა, მისი პერანგი კისერზე შემოვახვიე და წავიყვანე შუამავალთან. მე ვთქვი: 'გავიგონე ეს კაცი ისე კითხულობდა როგორც შენ არ გისწავლებია ჩემთვის.' მოციქულმა მითხრა: 'მომიყვანე' და მოციქულმა უთხრა: 'წაიკითხე'. როცა წაიკითხა მოციქულმა თქვა: 'როგორც ზემოევლინა' შემდეგ მე მითხრა რომ წამეკითხა. წავიკითხე და თქვა: 'როგორც ზემოევლინა, ჭეშმარიტად, ყურანი შვიდ დიალექტზეა გამოცხადებული, წაიკითხე ისე, როგორც გაგიადვილდება'. (მუსლიმი 818a)

ჰადისში წერია სიტყვა سَبْعَةِ أَحْرُفٍ საბ'ათი აჰრუფ - შვიდი აჰრუფი.

რას ნიშნავს შვიდი აჰრუფი?

სწავლულთა განმარტებით - ეს არ ნიშნავს შვიდ სხვადასხვა ყურანს, არამედ ნიშნავს კითხვის დაშვებულ ფორმებს, რომლებიც მოიცავს: გამოთქმას, დიალექტურ განსხვავებებს, ხმოვანთა გაგრძელებას, პაუზებს და ა.შ. გამოთქმის წესები არ ცვლის ტექსტის შინაარს და არ მიგვითითებს შვიდ წიგნს სხვა შვიდ ვერსიას.

ყირაათები სწორედ ამ დაშვებული კითხვის პრაქტიკული გადმოცემაა, რომლებიც სანდო ჯაჭვით (ისნადით) მოვიდა ჩვენამდე.

(თემა რომელიც ამ საკითხს კარგად შეავსებს არის - ამავე საიტზე პასუხების კატეგორიაში სათაურით 6. ვინ დაწერა ყურანი სადაც ახსნილია ეს საკითხი სხვა კუთხითაც.)

და ალლაჰმა უკეთ იცის