ადასტურებს ყურანი იმ ბიბლიას, რომელიც ახლა აქვთ ქრისტიანებს და იუდეველებს?

აიათების ახსნა - პასუხი

აიათების ახსნა, რომლებიც არამუსლიმებს მოჰყავთ მტკიცებულებად რომ თითქოს ყურანი ადასტურებს იმ ბიბლიის ჭეშმარიტებას, რომელიც ახლა აქვთ.

ალლაჰის სიტყვა:

გარდმოავლინა შენზე წიგნი ჭეშმარიტებით, დასტურად იმისა, რაც იყო ადრე; და მოავლინა თევრათი (თორა) და ინჯილი (სახარება).
(ყურანი 3:3)

აიათებს სჭირდება დაკვირვება; თუ დააკვირდები აიათში წერია 'გარდმოავლინა' ესეიგი ყურანი, რომელიც ადასტურებს რომ მოსეს და იესოს წიგები მიეცათ.
მომდევნო აიათში წერია:
უწინ ჭეშმარიტ გზად ხალხისათვის (ყურანი 3:4)

ესეიგი უწინ, ერთ დროს იყო ჭეშმარიტება და არა მას შემდეგ რაც ყურანი მოავლინა ღმერთმა რადგან ძველმა წიგნებმა ძალა დაკარგეს.
ბიბლიაში ხომ გიწერიათ სიტყვები:

უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ.  (იოანე 14:6)

აქედან ჩანს შემდეგი:

თქვენც და ჩვენც ვამბობთ რომ მოსე (მუსა) ჭეშმარიტი იყო, თუმცა იესომ ხომ ამ სიტყვებით მოსეს გზას ხაზი გადაუსვა? მიუხედავად იმისა, რომ მოსე არის ჭეშმარიტი მის გზას მაინც ხაზი გადაუსვა და თქვა, რომ ახლა მე ვარ გზა, და ამით თქვა რომ წინა მოციქულის გზამ ძალა დაკარგა და ღმერთთან აღარ მიიღება. განა ასე არ არის?

გამოდის, რომ თორა და ინჯილი არის გზა უწინ და არა დღეს, და ეს წიგნები არის ის წიგნები, რაც უშუალოდ მიეცათ მოსეს და იესოს და არა ის რაც ახლა გაქვთ, რადგან რაც გაქვთ ორიგინალი წიგნები არ არის, ხოლო რაც მიეცათ მათ, ისინი ორიგინალი წიგნები იყო.

ახლა გადავიდეთ შემდეგ აიათებზე:

და ჩვენ წარვაგზავნეთ 'ისა მარიამის შვილი მათ კვალდაკვალ, დამმოწმებლად თევრათისა, რაც იყო მასზე უწინ, მივუბოძეთ მას ინჯილი, მასშია ჭეშმარიტი გზა და სინათლე, დამადასტურებლად იმ თევრათისა, რაც იყო მასზე უწინ ჭეშმარიტ გზად და შეგონებად - ღვთისმოსავთათვის.  ინჯილის მქონეებმა უნდა განსაჯონ იმის მიხედვით, რაც ალლაჰმა მასში გარდმოუვლინათ, ხოლო ისინი, ვინც არ განსჯის იმის მიხედვით, რაც ალლაჰმა გარდმოუვლინა, სწორედაც რომ ურჩნი არიან.   (ყურანი 5:46-47)

(თუ მაინცდამაინც ჭეშმარიტებაზე ვსაუბრობთ, იგივე სიტყვები წერია თორაზეც 44-ე აიათში:

...ჩვენ გარდმოვავლინეთ თევრათი, და მასშია ჭეშმარიტი გზა და სინათლე.. (ყურანი 5:44)

ამგვარად ჩვენ მივიღეთ 2 ჭეშმარიტი წიგნი; თორა და სახარება და მაშინ რომელს გავყვეთ რას გვირჩევთ? ნუთუ იმაზე არ უნდა დაფიქრდეთ, რომ როგორც თქვენ გესმით რაღაც, ის საკითხი ისე არ არის?)

ამ აიათის მოყვანით უცოდინრად ამტკიცებენ, რომ ყურანი გვიდასტურებს იმ წიგნს რაც ახლა გვაქვსო. ეს მართლა ასეა? მოდით განვიხილოთ.

როგორც ზემოთ ვთქვით ყურანი ადასტურებს რომ მოსეს და იესოს წიგნი მიეცათ, დაუკვირდით რას ვამბობ: 'მიეცათ'.
5:46 აიათში წერია შემდეგ სიტყვა:
ءَاتَيْنَـٰهُ
'ათაინაჰუ'  რაც ითარგნება როგორც 'მივუბოძეთ' და სხვა თარგმნის როგორც 'მივეცით'. მოდით ახლა შევადაროთ ორი რამე:

ყურანში წერია 'მივეცი' ხოლო ბიბლიას 1400 წლის მანძილზე 40 ავტორი წერდა, ეს ეწინააღმდეგება სიტყვას 'მივეცი', ასევე იესო ლაპარაკობდა არამეულ ენაზე რომელ ენაზეც სახარება უბრალოდ არ არსებობს, სახარება დაწერეს ბერძნულად იესოს ამაღლებიდან 40-50 წლის შემდეგ და ბევრი ისტორიული წყარო ადასტურებს რომ სახარებების ავტორები იესოს მოწმეები არ ყოფილან, რაც ეწინააღმდგება სიტყვა 'მივეცი'-ს, რადგან მივეცი ნიშნავს; რომ მე მივეცი მას წიგნი არამეულ ენაზე და არა ბერძნულ და ლათინურ ენაზე.

ყურანში წერია, რომ როდესაც იესომ აკვანშივე დაილაპარაკა, მან ასეთი სიტყვები თქვა:

قَالَ إِنِّى عَبْدُ ٱللَّهِ ءَاتَىٰنِىَ ٱلْكِتَـٰبَ وَجَعَلَنِى نَبِيًّۭا


უთხრა (შვილმა): მე ალლაჰის მსახური ვარ, მან მიბოძა წიგნი და დამადგინა შუამავლად.  (სურა მარიამი 19:30)

არაბულში წერია:  ءَاتَىٰنِىَ ٱلْكِتَـٰبَ - ათაინილ ქითაბი - ე.ი 'მიბოძა წიგნი', ეს ნიშნავს, რომ მან მე მიბოძა წიგნი ჩემს მშობლიურ ენაზე, და ვიცით, რომ იესოს მშობლიური ენა იყო არამეული ენა.
და როცა დავსვამთ კითხვას: სად არის იესოს ენაზე სახარება? პასუხს მივიღებთ რომ არ არსებობს. არამეულ ენაზე ხელნაწერი არ არსებობს, ის უბრალოდ დაიკარგა.
ესეიგი ყურანში ნახსენები ინჯილი (სახარება), რომელსაც ყურანი უწოდებს ჭეშმარიტებას - არის არამეული ორიგინალი სახარება, რომელიც უბრალოდ აღარ არსებობს.
ისლამი და ყურანი ადასტურებს სწორედ იმ წიგნს რაც უშულოად მას მიეცა და არა იმას, რაც ახლა გაქვთ.

მოდით კიდევ ჩავურღმავდეთ:

ყურანში წერია 'მივეცი', იოანეს სახარების დასაწისში (იოანე 1:1) ბერძნულ ვერსიაში წერია სიტყვა 'ლოგოს'. ეს ტერმინი ეკუთვნის ბერძენ ფილოსოფოს ფაილოს (philo), იოანემ ფაილოს მიერ გამოყენებული ტერმინი აიღო და ჩასვა სახარებაში. მარტო ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ იოანე არანაირ ზეშთაგონებას არ ღებულობდა და თავისით წერდა. აღებული ტერმინი, წიგნში ჩასმული და სიტყვა 'მივეცი' ეწინააღმდება ერთმანეთს. ამიტომ ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყურანში (5:46-47) საუბარია არამეულ სახარებაზე და არა იმაზე რაც ახლა გაქვთ.