მართალია, რომ ურწმუნო იქნება მუსლიმის გამოსასყიდი ცეცხლიდან და არცერთი მუსლიმანი არასოდეს შევა მასში?
ქება-დიდება ალლაჰს.
აბუ მუსა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
'როდესაც განკითხვის დღე დადგება, ალლაჰი ყოველ მუსლიმანს მისცემს იუდეველს ან ქრისტიანს და ეტყვის მას: 'ეს არის შენი გამოსასყიდი ცეცხლისგან'
(მუსლიმი 2767)
ასევე გადმოცემულია აბუ ბურგასგან, მან კი უმარ იბნ აბდულ აზიზისგან, მან კი მამამისისგან რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'არცერთი მუსლიმი არ მოკვდება ისე, რომ ალლაჰმა მის ნაცვლად ქრისტიანი ან იუდეველი არ შეიყვანოს ცეცხლში. (მუსლიმი 2767)
იბნ მაჯა გადმოსცემს, რომ აბუ ჰურაირამ თქვა: 'ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველას აქვს ორი საცხოვრებელი: სამოთხეში და ჯოჯოხეთში. თუ ის მოკვდება და ჯოჯოხეთში შევა, სამოთხის მკვიდრნი დაიმკვიდრებენ მის ადგილს. აი რას ამბობს ალლაჰი: 'სწორედ ისინი არიან მემკვიდრენი, (ყურანი 23:10) (იბნ მაჯა 4341)
იმამ ან-ნავავიმ თქვა: 'გამოსასყიდი" ნიშნავს ხსნას და მსხვერპლს. ეს ჰადისი ნიშნავს, იმას, რაც აბუ ჰურაირას ჰადისშია ნახსენები: 'ყველას აქვს ორი საცხოვრებელი: სამოთხეში და ჯოჯოხეთში. თუ ის მოკვდება და ჯოჯოხეთში შევა, სამოთხის მკვიდრნი დაიმკვიდრებენ მის ადგილს.' რადგან ურწმუნო ამას იმსახურებს მისი ურწმუნოობის გამო. სიტყვებში 'ეს არის შენი გამოსასყიდი ცეცხლისგან' იგულისხმება ის, რომ თქვენ ცეცხლში შესვლის რისკის წინაშე აღმოჩნდით და ეს არის თქვენი გამოსასყიდი, რადგან უზენაესმა ალლაჰმა ჯოჯოხეთის და სამოთხის შესავსებად დაადგინა გარკვეული რაოდენობა. როცა ურწმუნოები შევლენ ჯოჯოხეთში და შეავსებენ ჯოჯოხეთს, ისინი ამ შესვლით გახდებიან მუსლიმების გამოსასყიდი. (შარჰ მუსლიმ ან-ნავავი 17/85)
ალ-ყადი ამბობს: ყველა პასუხისმგებელ ადამიანს აქვს ადგილი სამოთხეში და ჯოჯოხეთში, ვინც მორწმუნეა, მისი ადგილი ჯოჯოხეთში სამოთხეში ჩანაცვლდება, მაგრამ მის ადგილს, ვინც მორწმუნე არ არის, მის ადგილს სხვა დაიკავებს სამოთხეში. ალლაჰმა დაიფიცა ჯოჯოხეთის შევსება და ის ურწმუნოებით შეივსება, რათა მორწმუნეები ცეცხლისგან იხსნას. ამგვარად ისინი მორწმუნეების გამოსასყიდები არიან.
(მირყათ ალ-მაფათიჰ 8/3525)
აღდგომის დღეს, ყველა მუსლიმანს ეყოლება იუდეველი ან ქრისტიანი, რომელიც მისი გამოსაყიდი იქნება ცეცხლიდან. ეს არ ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ცოდვილი მუსლიმანი შევა ჯოჯოხეთში თავისი ცოდვების გამო, რათა ალლაჰმა განწმინდოს ისინი, შემდეგ კი გამოვლენ იქედან ალლაჰის წყალობით და შევლენ სამოთხეში.
იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ვერცერთი ბოროტმქმედი, ვისაც ბოროტების კვალი აქვს სამოთხეში ვერ შევა. ვინც ამქვეყნად განიწმინდება და ალლაჰს სუფთა და უწმინდურობისგან თავისუფალი შეხვდება ის შევა სამოთხეში. ვინც ურწმუნო შეხვდება ალლაჰს, ის სამოთხეში ვერ შევა. (იღასათუ ლაფჰან 1/56)
ამიტომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც იტყვის 'ლა ილაჰა ილლა ლლაჰ' ეს სიტყვა ერთ დღეს გამოადგება მას თავისი ცხოვრების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა შეემთხვეს მანამდე.
(მუ'ჯამ ალ-ავსატ 6396, საჰიჰ თაღრიბ 1525)
ანუ — შუამავალი ﷺ ამბობს, რომ ვინც გულწრფელად წარმოთქვამს ლა ილაჰა ილლალლაჰ-ს, ეს მოწმობა არ დაიკარგება; ერთ დღეს აუცილებლად ალლაჰის შუამავლის ﷺ შუამდგომლობით ან ალლაჰის წყალობით ეს სიტყვა იხსნის ადამიანს, რაც არ უნდა ცოდვები ჰქონდეს მანამდე.
და ალლაჰმა უკეთ იცის.