სიტყვის, 'ჰარუნის დაო' ახსნა.
დაუშვა ყურანმა შეცდომა როცა მარიამის, ისას (იესოს) დედის შესახებ თქვა ჰარუნის დაო, როცა ჰარუნსა და მარიამს შორის 1000 წელზე მეტია?
ქრისტიანები გვიმტკიცებენ, რომ ყურანმა ამ სიტყვებში შეცდომა დაუშვა და ის ღმერთისგან მოსული არ არისო. მოდით ავხსნათ ეს სიტყვები.
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა.
ყურანი მოიხსენიებს მარიამს როგორც ჰარუნის დად, შუამავალი ჰარუნისგან გამოსული შთამომავლობის გამო. ასეთი წოდება ძველ დროში გავრცელებული იყო.
ყურანში წერია: ჰარუნის დაო, მამაშენი ავი კაცი არ ყოფილა და არც დედაშენი ყოფილა ავხორცი ქალი.
(სურა მარიამ 19:28)
შუამავლის დროს ნაჯრანელმა ქრისტიანებმა გააპროტესტეს ეს აიათი და შუამავალმა მათ უპასუხა:
ალ–მუღირა იბნ შუ'ბადან გადმოცემულია: როცა მივედით ნაჯრანში, იქაურებმა (ნაჯრანელმა ქრისტიანებმა) მკითხეს: თქვენ კითხულობთ (ყურანში)
ჰარუნის დაო. არადა მუსა 'ისაზე ბევრად ადრე დაიბადა. შემდეგ მე დავბრუნდი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და ვუთხარი ამის შესახებ. მან მიპასუხა: ხალხის ჩვეულება იყო, დაერქვათ სახელები წინასწარმეტყველებისა და მორწმუნე ხალხის სახელების მიხედვით.
(მუსლიმი 5326)
იბნ ქასირი მოცემული აიათის განმარტებაში წერდა: ალი იბნ აბუ ტალჰამ და ას-სუდიმ თქვეს: 'ჰარუნის დაო' აქ ჰარუნი ნიშნავს მუსას ძმას, რადგან მარიამი იყო მუსას ძმის შთამომავლობიდან. იბნ ქასირმა დაამატა: ეს მსგავსია იმისა, რომ უთხრა ვინმეს რომელიც თამიმის ტომიდან არის: ჰეი თამიმის ძმაო ან მუდარის ძმაო.
(იბნ ქასირ)
მუჰამმად ასადმა თქვა: ძველად სემიტურ ენებში პიროვნების სახელს ხშირად უკავშირებდნენ ცნობილი წინაპრის ან ტომის დამაარსებლის სახელით. მაგალითად ბანუ თამიმის ტომის კაცს ზოგჯერ უწოდებდნენ 'თამიმის შვილს' ან 'თამიმის ძმას'. ვინაიდან მარიამი სასულიერო პირების შთამომავლობას ეკუთვნოდა, შესაბამისად მას ეწოდა 'ჰარუნის და'
ისევე როგორც ზაქარიას ცოლზეა საუბარი ლუკას სახარების 1-ლი თავის მე-5 მუხლში:
'იუდეის მეფის - ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის (იგივე ჰარუმი) ასულთაგანი, სახელად ელისაბედი.'
ელისაბედსა და ჰარუნს შორის ძალიან დიდი დროა. მათ შორის საუკუნეებია...
ძველად სემიტურ ენებში ეს იყო ჩვეულებრივი წოდება, ეს კი იმაზე მეტყველებს რომ ყურანს შეცდომა არ დაუშვია.
ერთ-ერთ ჰადისში ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე მამაჩემის, იბრაჰიმის ვედრება ვარ. (სირა იბნ ჰიშამ 1:175, ტაბარი თარიხ 2:218)
თუმცა იბრაჰიმი მუჰამმადის ბიოლოგიური მამა არ არის. ასეთ წოდებებში ნაგულისხმებია წინაპრები. ყურანშიც ალლაჰმა თქვა: ეს მამათქვენის, იბრაჰიმის რელიგიაა. (ჰაჯ 22:78)
ვისგანაც მოდის შთამომავლური ან ტომობრივი ხაზი, მოიხსენიებდნენ მას მამად, ძმად და ა.შ.
და ალლაჰმა უკეთ იცის.