4. სწორი გაგება იესოსთან დაკავშირებით

ყურანში წერია, რომ იესო ქრისტე არის ღმერთის მსახური და ღმერთისგან გამოგზავნილი მოციქული, რომლის მოწოდებაც იყო რომ ადამიანებს თაყვანი ეცათ ღმერთისთვის და განშორებოდნენ ყველანაირ თანაზიარს ღმერთის მიმართ. ისინი თუ აღიარებენ იესოს მოციქულობას, მაშინ მოუწევთ აღიარონ, რომ ყურანი მართალს ამბობს, და იმის გამო, რომ ყურანის სიმართლის აღიარება არ უნდათ, ჯიუტად ერთსა და იმავეს ამტკიცებენ რომელსაც საფუძველი არ აქვს.

აქ არის საკითხები, რომელიც ეკლესიამ არ აგიხსნა:

პავლე წერს:

უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით.  (1 ტიმოთე 3:16)

ამ მუხლის არაბულ ვერსიაში წერია:
ظَهَرَ فِي الْجَسَدِ

ზაჰარა ფილ ჯასად - რაც ნიშნავს: 'გამოჩნდა სხეულში'. ეს მუხლი არ გაიგება პირდაპირ, არამედ ეს მუხლი გაიგება: სიმართლის გამოჩენა, სიტყვის გაცხადება, ღვთიური ბრძანების ადამიანზე ზემოვლენა და ა.შ.

როცა ადამიანს ღმერთი აძლევს რაღაცას, სანამ მისცემს მანამდე არის მისი ნება, და როცა მისცემს, იქნება ეს ქონება, შვილები და ა.შ, ამის შემდეგ მასზე ითქმება 'ზაჰირი' რაც ჩვეულებრივ ნიშნავს გამოჩენას. ე.ი ღმერთის ნება გამოჩნდა ხორციელზე. 

ყურანშიც წერია სიტყვა:
 
إِنَّمَا ٱلْمَسِيحُ عِيسَى ٱبْنُ مَرْيَمَ رَسُولُ ٱللَّهِ وَكَلِمَتُهُۥٓ أَلْقَىٰهَآ إِلَىٰ مَرْيَمَ وَرُوحٌۭ مِّنْهُ
  
  რამეთუ მესია 'ისა მარიამის შვილი ალლაჰის შუამავალია და მისი სიტყვაა, რომელიც მან მარიამს მიჰმადლა, და ერთი სულია მისგან .(ყურანი 4:171)
  
ესეიგი, ღმერთმა ინება, მიაწვდინა მარიამს ის, რაც ინება და დაიბადა ხორციელი ადამიანი, იესო, რომელმაც შემდგომ განაცხადა ის, რაც ღმერთს სურდა. ე.ი გამოჩნდა ღმერთის სიტყვა და ნება და არა თვითონ ღმერთი.

ამიტომ ბიბლიის (1 ტიმოთე 3:16) მუხლში ნათქვამი  „ظَهَرَ فِي الْجَسَدِ“  ზაჰარა ფილ ჯასად  უნდა გაიგო ასე:  ღმერთის სიტყვა და მცნება ადამიანში გაცხადდა, განხორციელდა, დასრულდა, და არა ღმერთი თვითონ გახდა ადამიანის სხეული.

ესეიგი ადამიანი აალაპარაკა ზეშთაგონებით, არათუ ხორცი შეისხა და გამოცხადდა. შემდეგ იესო გახდა ღმერთისკენ მომწოდებელი, რამაც იესოს მისცა საშუალება აღესრულებინა საქმეები ღმერთის ნებით. ყველაფერს, რასაც იგი აკეთებდა,  იყო ღმერთისგან მიღებული უნარები. აქედან გამომდინარე, იესო კი არ გამხდარა ღმერთი, არამედ იესო აკეთებდა ღმერთის ნებით სასწაულებს.   ამას ადასტურებს პავლეს შემდეგი წერილი:

კაცნო ისრაელტნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზორეველი, კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან ძალით, ნიშებით და სასწაულებით, მის მიერ რომ მოახდინა ღმერთმა თქვენს შორის, როგორც თვითონვე უწყით.  (საქმენი 2:22)

ამ მუხლში (საქმენი 2:22) წერია სიტყვები: 'მის მიერ' რაც ნიშნავს, რომ ღმერთმა მოახდინა სასწაული ხორციელის მეშვეობით. ე.ი ღმერთმა ინება, შემდეგ მოავლინა ადამიანი, ხორციელი, და მისით მოახდინა სასწაულები, ესეიგი ღმერთმა ამ ხორციელს მისცა ძალა რომ გააკეთოს სასწაული. 

ასევე შემდეგი მუხლი:

ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს.
(იოანე 14:10)

ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.
(იოანე 8:29-30)

მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.  თქვენთან მყოფმა გითხარით ეს. (იოანე 14:23-25)

ამ მუხლების მიუხედავად, ქრისტიანები მაინც ამბობენ, რომ მამა არის ღმერთი, სულიწმიდა არის ღმერთი და ძე არის ღმერთი, მაგრამ თუ ბიბლიას კარგად და ყურადღებით წაიკითხავ, იქ აღმოაჩენ, რომ მამა არ არის ძე, და არც ძე არ არის მამა, სულიწმიდა არ არის ძე და არც ძეა სულიწმიდა, სულიწმინდა არ არის მამა და არც სულიწმინდა არ არის მამა, რადგან ისინი ერთნაირ თვისებებს არ ფლობენ და სამი სხვადასხვა პიროვნებაა, თუმცა მაინც ჯიუტად ამბობენ, რომ სამივე არის ერთიდაიგივე და სამივე ერთსახოვანი ღმერთიაო ისინი ამბობენ სამი არის ერთი, და ერთი არის სამი. თქვენ როგორც რელიგიურ ლოგიკაში ხართ არეულნი, ისე მათემატიკაც არ იცით.

ბოლოს კი ყურანი გვაძლევს გაფრთხილებას ამ საკითხთან დაკავშირებით:

ჰეი, წიგნის ხალხო! ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს სარწმუნოებაში და ნურაფერს იტყვით ალლაჰზე, გარდა ჭეშმარიტებისა. რამეთუ მესია 'ისა მარიამის შვილი ალლაჰის შუამავალია და მისი სიტყვაა, რომელიც მან მარიამს მიჰმადლა, და ერთი სულია მისგან. ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავლები და არ თქვათ: სამება! თავი დაანებეთ (ამგვარ საუბარს), უკეთესი იქნება თქვენთვის, რადგან ალლაჰი ერთი ღმერთია. იმაზე უფრო მაღლაა იგი, რომ შვილი ჰყავდეს მას. მისია რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი კმარა მფარველად! (ყურანი 4:171)

და ალლაჰმა უკეთ იცის.