5. ანგელოზები და სული

ანგელოზები და სული

კითხვა: მე წავიკითხე აიათი:   ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული, ყოველი ბრძანების შესასრულებლად.  (ყადირ 97:4)

რას ნიშნავს აიათში ანგელოზები და სული? ანგელოზები და სული სხვადასხვა არსებები არიან? 

პასუხი:  აიათში წერია სიტყვა  وَٱلرُّوحُ 'ვა რრუჰ' რაც ნიშნავს სულს. ყურანში სიტყვა რუჰ ბევრ ადგილას გვხვდება და სხვადასხვა რამეს ნიშნავს, როგორიცაა; სული და ზეშთაგონება. 

თქვენს კითხვაზე - ანგელოზები და სული სხვადასხვა არსებები არიან? პასუხი არის რომ არ არიან სხვადასხვა არსებები, ყურანში სიტყვა რუჰ ეწოდება ჯიბრილს (გაბრიელს) რომელიც ანგელოზია თავისი არსით. მოვიყვანოთ მაგალითები:

يُنَزِّلُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةَ بِٱلرُّوحِ مِنْ أَمْرِهِۦ عَلَىٰ مَن يَشَآءُ مِنْ عِبَادِهِۦٓ أَنْ أَنذِرُوٓا۟ أَنَّهُۥ لَآ إِلَـٰهَ إِلَّآ أَنَا۠ فَٱتَّقُونِ

გარდმოავლენს თავისი ბრძანებით ანგელოზებს სულით, ვისზეც ინებებს თავის მსახურთაგან, რათა შეიგონონ, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, და ჩემი გეშინოდეთ. (ნაჰლ 16:2)

იბნ ქასირის განმარტებაში წერია: აქ რუჰ ნიშნავს გამოცხადებას, როგორც აიათშია:

და სწორედ ამგვარად ზეშთაგაგონეთ შენ სული ჩვენი ბრძანებისგან. არ იცოდი შენ რა არის წიგნი და არც რწმენა. მაგრამ ჩვენ დავადგინეთ იგი შუქად. რომლითაც ჭეშმარიტ გზაზე დავადგენთ ჩვენს მსახურთაგან იმას, ვისაც ვინებებთ. და ჭეშმარიტად, შენ უწინამძღვრებ სწორი გზით. (შურა 42:52)     (იბნ ქასირ)

ამის საფუძველზე ვამბობთ, რომ სიტყვა 'რუჰ' აქ ნიშნავს გამოცხადებას. 

ასევე მოვიყვანოთ აიათი:

يَوْمَ يَقُومُ ٱلرُّوحُ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةُ صَفًّا ۖ لَّا يَتَكَلَّمُونَ إِلَّا مَنْ أَذِنَ لَهُ ٱلرَّحْمَـٰنُ وَقَالَ صَوَابًا

იმ დღეს, როცა წარსდგება სული და ანგელოზნი მწკრივად, ვერ დაილაპარაკებენ, თუ არა ის, ვისაც ნებას მისცემს მოწყალე, და იტყვის მხოლოდ სიმართლეს. (ნაბა 78:38)

იბნ ქასირი წერდა: 

'აქ სიტყვა რუჰ ნიშნავს ანგელოზ ჯიბრილს და ეს გადმოცემულია აშ-შაბისგან, საიდ იბნ ჯუბაირისგან და ად-დაჰჰაყისგან. აიათში ალლაჰი ამბობს:

نَزَلَ بِهِ ٱلرُّوحُ ٱلْأَمِينُ
ჩამოიტანა იგი (ე.ი ყურანი) სანდო სულმა.
عَلَىٰ قَلْبِكَ لِتَكُونَ مِنَ ٱلْمُنذِرِينَ
შენს გულზე, რათა იყო ერთ-ერთი შემგონებელთაგანი.
(შუღერა 26:193-194)

მუყათილ ბინ ჰაიანმა თქვა: 'რუჰ (სულები) არიან ყველაზე აღმატებული ანგელოზები, და ყველაზე ახლოს მყოფები ღმერთთან, რომლებსაც მოაქვთ გამოცხადება.
(იბნ ქასირ)

სხვა აიათი:

تَنَزَّلُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ وَٱلرُّوحُ فِيهَا بِإِذْنِ رَبِّهِم مِّن كُلِّ أَمْرٍ

ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული, ყოველი ბრძანების შესასრულებლად.  (ყადირ 97:4)

ამ აიათის განმარტებაში წერია:   'ნიშნავს, რომ ანგელოზები უხვად გარდმოდიან ყადირის ღამეს მისი სიძვირფასის გამო. ანგელოზები გარდმოდიან მოწყალებით და სიკეთით, როგორც ისინი გარდმოდიან მათზე ვინც ყურანს კითხულობს, და გარს ერტყმიან იმათ, ვინც ალლაჰს ახსენებს და აფარებენ ფრთებს მათ, ვინც სწავლით არის დაკავებული.  არ-რუჰის შესახებ ნათქვამია, რომ ეს არის ანგელოზი ჯიბრილი. 
(იბნ ქასირი)

თუ იტყვიან: თუ თქვენი თქმით თუ რუჰი ანგელოზია, მაშინ რატომ არის ნახსენები ანგელოზი და სული განცალკევებულად? 

ესეიგი მათი აზრით რახან ცალკ-ცალკეა ნახსენები, ამიტომ რუჰი ანგელოზი არ არისო. ბაყარა სურაში ერთ-ერთ აიათში ნახსენებია ანგელოზები, ჯიბრაილი და მიქაილი ცალკ-ცალკე თუმცა ჯიბრაილი და მიქაილი ანგელოზები არიან.

ვინც ალლაჰის მტერია, მისი ანგელოზების, შუამავლების, ჯიბრაილისა და მიქაილის, ჭეშმარიტად, ალლაჰიც ურწმუნოთა მტერია. (ბაყარა 2:98)

ეს არის საკითხის მარტივი გადაწყვეტა და არ საჭიროებს გართულებას.

შეიხ ალბანიმ თქვა: სიმართლე ის არის, რომ რელიგია მარტივია, მაგრამ ხალხი ართულებს მას. ზოგიერთი მათგანი თავისი უცოდინრობით, ზოგი კი თავისი სიმკაცრით.
(სილსილა ალ-ჰუდა ვალნურ 317)

მათი არგუმენტი ასევე არის სურა 66:12 რომელიც არასწორად ესმით და იგებენ

აიათში წერია რუუჰინა (ჩვენი სული) რაც მათი აზრით ნიშნავს სულიწმინდას, ან თუ არ გეტყვიან პირდაპირ ამას ნიშნავსო, საბოლოოდ იცოდეთ რომ მაინც იქეთ მიჰყავთ საკითხი თუმცა პირდაპირ არ ამბობენ.

მოვიყვანოთ აიათი:

და მარიამი, იმრანის ასული, რომელმაც შეინახა პატიოსნება და შთავბერეთ ჩვენ მას ჩვენი სული და დაადასტურა მან თავისი ღმერთის სიტყვები და მისი წიგნები და იგი იყო მორჩილთაგანი. (თაჰრიმ 66:12)

აიათის განმარტებაში, კერძოდ იბნი ქასირში წერია:  და შთავბერეთ ჩვენ მას ჩვენი სული - რაც ნიშნავს ანგელოზი ჯიბრილის მეშვეობით. ალლაჰმა ანგელოზი ჯიბრილი გაგზავნა მარიამთან და მასთან კაცის სახით მივიდა. ალლაჰმა უბრძანა ჯიბრილს, მისი სამოსის ნაპრალში შთაებერა და ეს შებერვა საშვილოსნოში მისი სასქესო ორგანოს მეშვეობით შევიდა; და ასე ჩაისახა 'ისა ამიტომაც ალლაჰმა თქვა: და შთავბერეთ ჩვენ მას ჩვენი სული და დაადასტურა მან თავისი ღმერთის სიტყვები და მისი წიგნები.
(იბნი ქასირი)

მერე გადადიან შემდეგ ეტაპზე: თუ აიათში წერია რომ თუ ალლაჰი ამბობს რომ ჩვენი სულიო, ესეიგი 'ისა არის მისი სული, ხოლო მისი სული მარადიულიაო. ესეც მორიგი მცდარი გაგება მათი მხრიდან. იგივე სიტყვა წერია ადამზეც ყურანში:

და როცა მივცემ სახეს და შთავბერავ მას ჩემი სულიდან, მაშინვე მუხლი მოუყარეთ და სეჯდე აღასრულეთ მისთვის. (ჰიჯრი 15:29)

აიათში (15:29) წერია სიტყვები مِن رُّوحِى მინ რუჰი ხოლო 66:12 წერია სიტყვები مِن رُّوحِنَا (მინ რუჰინა) რაც არის ერთიდაიგივე, უბრალოდ მინ რუჰინა მრავლობითია მინ რუჰი მხოლობითი და ერთი მნიშვნელობისაა. თუ ისინი იტყვიან, რომ 'ამიტომ 'ისა მარადიულიაო, მაშინ მოუწევთ ადამიც მარადიულად აღიარონ, თუმცა ამას ვერასდროს იზამენ.

თუ იმაზე გაამახვილებენ ყურადღებას რომ მრავლობითშია ნათქვამიო ესეც მათი მცდარი გაგებაა და არ იციან სემიტური ენების სპეციფიკა. მათ ბიბლიაში წერია სიტყვა ელოჰიმ (დაბადება 1:1 ებრაულ ვერსიაში) რაც ღმერთს ნიშნავს, თუმცა მრავლობითი ფორმითაა ნათქვამი და თუ სიტყვა სიტყვით გადმოიტან ღმერთები გამოდის. იგივეა ინგლისურ ენაშიც, მაგალითად ადამიანიმიმართავს ღმერთს 'you are my creator' სიტყვა you გამოიყენება მხოლობით და მრავლობით ფორმაშიც, ვინმე იტყვის რომ როცა ინგლისურად ასე მიმართავ ღმერთს გამოდის რომ - 'თქვენ ჩემი შემქნელი ხართ' ?   ორი აზრი არაა, რომ როცა ღმერთს ეხება, მრავლობითი ფორმა არასდროს არ გამოიყენება. არცერთი არაბი ქრისტიანი იგივე პრეტენზიას არ წამოაყენებს ყურანის მიმართ, რადგან მათ იციან არაბული ენის წესი, თუმცა ვინც არაბული ენა არ იცის, მათგან არც არის გასაკვირი.

და ალლაჰმა უკეთ იცის.