10. რამდენი წლის იყო რებეკა

ბიბლიური გადმოცემების მიხედვით (დაბადება 24 თავი) წერია, რომ რებეკა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ქალიშვილი იყო, როცა აბრაამის (იგივე იბრაჰიმი) მსახურმა ის იპოვა და შეირთო ისააკმა. თუმცა თვითონ ბიბლიაში მისი ზუსტი ასაკი არ არის ნახსენები.

იუდეურ ტრადიციებში არის განსხვავებული მოსაზრებები:

  • ზოგი ამბობს, რომ რებეკა სამი წლის იყო (ეს მოდის  "სედერ ოლამ რაბბაჰი"-დან, სადაც დათვლილია სარას სიკვდილის შემდეგ წლები).

  • სხვები ამბობენ, რომ ის 14 წლის იყო, რაც ბევრად უფრო რეალისტური და მისაღები ასაკია.

ამრიგად:

  • ბიბლია კონკრეტულ ასაკს არ ასახელებს.

  • იუდეურ კომენტარებში ორი ყველაზე ცნობილი ვერსიაა: 3 წლის და 14 წლის.

  • თანამედროვე მკვლევარები უფრო მეტად თოთხმეტ (14) წელს მიიჩნევენ დამაჯერებლად.

1. რატომ ამბობს ზოგი განმმარტებელი, რომ რებეკა 3 წლის იყო?

  • ბიბლიაში წერია, რომ როცა სარა გარდაიცვალა (127 წლისა), მაშინვე მომხდარი მოვლენების სერია მიბმულია: აბრაამმა იპოვა რებეკა ისააკისთვის. 

  • ასევე არის დათვლილი, რომ რებეკა დაიბადა იმ წელს, როცა ისააკს მსხერპლად წირავდა აბრაამი და ეს არის სარას გარდაცვალების წელი.

  • როცა ისააკმა სარა შეირთო ცოლად, სარა სამი (3) წლის გარდაცვლილი იყო.

  • თუ ასე დავთვლით, გამოდის, რომ როცა ისააკმა რებეკა შეირთო ცოლად ისააკი იყო 40 წლის, ხოლო რებეკა — სულ რაღაც 3 წლის.

2. რატომ ამბობენ სხვები, რომ რებეკა 14 წლის იყო?

  • შუა საუკუნეების რაბინები, მაგალითად რაშბამი (შმუელ ბენ მეირი), ამბობდნენ, რომ 3 წელი აბსურდულია, რადგან რებეკა სრულიად დამოუკიდებლად წავიდა, წყალს ზიდავდა აქლემებისთვის, გზაში ელაპარაკებოდა ხალხს, თანაც ოჯახისგან ნებართვა მიიღო რაც 3 წლის ბავშვისთვის შეუძლებელი იყო.

  • ამიტომ მათ თქვეს, რომ რებეკა უნდა ყოფილიყო ქალობის ასაკში — დაახლოებით 14 წლის და ეს უფრო რეალურია.

  • დაბადება 24-ში, როცა აბრაამის მსახური მიდის და რებეკას ხვდება, მას პირდაპირ უწოდებენ „נערה“ (ნა'არა — ახალგაზრდა ქალი).

  • ეს სიტყვა ებრაულში ჩვეულებრივ ნიშნავს ქალიშვილს 12–16 წლის ასაკში

 აქედან გამომდინარე, ტექსტიდან ყველაზე ლოგიკური დასკვნაა, რომ რებეკა იყო — დაახლოებით 12-16 წლის.

  • იუდეური ტრადიციები ორ ვერსიას გვაძლევს: 3 წელი და 14 წელი

  • ყველაზე რეალისტური და ტექსტთან შესაბამისი ვერსიაა, რომ რებეკა იყო დაახლოებით 14 წლის, როცა ისააკზე დაქორწინდა.

გამოდის რომ 40 წლის ისააკი დაქორწინდა 14 წლის რებეკაზე. მე მინდა მივმართო არამუსლიმანებს, ვინც ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრიტიკებს აიშასთან ქორწინების საკითხში! ჩვენ არ გავაკრიტიკებთ ისააკს, რადგან პატივს ვცემთ ალლაჰის გზავნილ შუამავლებსა და მოციქულებს.  თუ აკრიტიკებთ და ლანძღავთ ალლაჰის შუამავალს ამის გამო, მაშინ იგივე უნდა ქნათ ისააკზეც. თუ არ იზამთ, მაშინ ორმაგი სტანდარტია და თქვენს არაობიექტურობაზე მიუთითებს.

 ახლა კი გადავიდეთ სხვა არგუმენტებზე: 

1.  მარიამი და იოსები იყვნენ ნიშნობაში (იხ. მათეს სახარება 1:18–25), თუმცა ისინი არ ცხოვრობდნენ როგორც ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი, რადგან მარიამი ქალწულად დარჩა — ამას ყურანიც ადასტურებს და ჩვენც ვაღიარებთ. თუმცა ისტორიული წყაროების მიხედვით, მარიამი იმ დროს დაახლოებით 12-14 წლის იყო, ხოლო იოსები — 80 წელზე მეტის. ეს მიგვითითებს იმდროინდელ სოციუმში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც ასეთ ასაკობრივ სხვაობაში ქორწინება ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა და წყვილები ხშირად ნამდვილად ცხოვრობდნენ როგორც ცოლ-ქმარი.

ქრისტიანებს არ შეუძლიათ მოციქულის ქორწინება გამოიყენონ ისლამის გასაკრიტიკებლად, რადგან თუ ამას გააკეთებენ, მაშინ იძულებულნი გახდებიან დაგმონ იოსებისა და მარიამის კავშირიც ან იმ დროინდელ ქრისტიანებში დამკვიდრებული პრაქტიკაც — ხოლო ამის გაკეთებას ისინი ვერასდროს შეძლებენ.

თუ თქვენ მოძებნით გუგლის საძიებო სისტემაში სიტყვებით 'ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაწინდვა'  (დაწინდვა ნიშნავს ნიშნობას და აქ გულისხმობენ მარიამს) რაც განთავსებულია მართლმადიდებლების საიტებზე, თქვენ ნახავთ საიტებზე ასეთ ტექსტს: 

'როდესაც ქალწულ მარიამს 14 წელი და 11 დღე შეუსრულდა, მღვდელმთავარმა მას განუცხადა, რომ წესის მიხედვით, რომელსაც კანონის ძალა ჰქონდა, ტაძარი უნდა დაეტოვებინა, გათხოვილიყო (ეს მოთხოვნა მიგვითითებს იმ დროინდელ ტრადიციაზე) და საკუთარ სახლში დასახლებულიყო. ყოვლადწმიდა ქალწულმა მორჩილად, მაგრამ მტკიცედ უპასუხა, რომ იგი დაბადებიდან მშობლების მიერ ღვთისთვის იყო შეწირული, შემდეგ, როდესაც ასაკი შეუსრულდა, თვითონ დადო აღთქმა, რომ ქალწულებას სამუდამოდ დაიცავდა და ამ აღთქმის დარღვევა არ სურდა.'

და გაგრძელებაში წერია: 

'იოსები ღვთის ნებას დამორჩილდა და ქალწული მარიამი მასზედ დაიწინდა, ე.ი. გადაეცა მას არა ქორწინებისათვის, არამედ მისი ქალწულების დასაცავად (ჩვენც ამას ვამბობთ, რომ არ იყვნენ ისინი სხვა ცოლ-ქმარივით, ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ამხელა ასაკობრივ სხვაობაში ქორწინება ხდებოდა ძველ საზოგადოებებში), რათა მარადიული საიდუმლო ხალხის თვალისაგან დაფარული ყოფილიყო. გადმოცემაში არსებობს მინიშნება, რომ ქალწულ მარიამს ჰქონდა გამოცხადება, რომელშიც ეუწყა, რომ არ შეშინებოდა იოსებთან გადასვლისა, რომელიც ქმრის სახელით მისი ქალწულების დამცველი იქნებოდა. დაწინდვის შემდეგ იოსები მარიამთან ერთად თავის ქალაქში - ნაზარეთში გაემგზავრა.'

კათოლიკები კი ამბობენ:

'ცოლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, როდესაც მღვდლებმა იუდეაში გამოაცხადეს, რომ სურდათ იუდას ტომში ეპოვათ პატივსაცემი მამაკაცი, რომელიც თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე მარიამზე დაქორწინებას შეძლებდა. იოსები, რომელიც ამ დროს ოთხოცდაათი წლის იყო, კანდიდატებთან ერთად იერუსალიმში წავიდა.
(Source: Knight, Kevin. The Catholic Encyclopedia. New Advent, 1995.)

ისტორიული რეალობა ასეთია:

  • ძველ საზოგადოებებში ნაადრევი ქორწინება ნორმა იყო.

  • ახალგაზრდული ასაკი იმ დროს ნიშნავდა სხეულის სიმწიფეს, და არა თანამედროვე „ბავშვობის“ გაგებას.

  • ეს ეხებოდა ყველა კულტურას — იუდაიზმს, ქრისტიანობას და ისლამს.

ერთი რამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას:

  • არც ბიბლია, არც ყურანი პირდაპირ არ ასწავლის „ბავშვის ქორწინებას“ როგორც ნორმას.

  • ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ კულტურულ-ისტორიულ კონტექსტში და არა თანამედროვე სტანდარტებით.

  • ამიტომ, ისლამზე ბრალდება, თითქოს რაღაც განსაკუთრებულად „უხერხულ“ პრაქტიკას ქადაგებდეს, უსამართლო და არაობიექტურია.

ჩვენ წინა პოსტებში საკმარისი მტკიცებულებები მოვიყვანეთ იმასთან დაკავშირებით რომ აიშა ქორწინების დროს 18 წლის იყო, რადგან იგი დაიბადა 605 წელს, ხოლო მისი ქორწინება შედგა 623 წელს, 623-605=18

და ალლაჰმა უკეთ იცის