15. რა განსხვავებაა ალლაჰსა და ილაჰს შორის?

არაბულ ენაში სიტყვა „ალლაჰ“ ნიშნავს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, სამყაროს შემქმნელსა და მბრძანებელს, რომელიც არის მარადიული, ყოვლისმცოდნე და სრულყოფილი. ეს სახელი უნიკალურია, იგი მხოლოდ სამყაროს შემოქმედს ეკუთვნის და ვერავისა და ვერაფერს ვერ დაერქმევა.

ხოლო სიტყვა „ილაჰ“ უფრო ზოგად მნიშვნელობას ატარებს და აღნიშნავს სათაყვანო ობიექტს, ანუ იმას, რასაც ადამიანი ემორჩილება, აღიარებს უზენაესად, ან თაყვანს სცემს. „ილაჰა“ შეიძლება იყოს ნებისმიერი — ქანდაკება, მზე, ვარსკვლავი, ფული, ძალაუფლება, ან თუნდაც ადამიანი.

სიტყვა „ალლაჰ“ არაბულ ენაში უნიკალურია:

მას არ აქვს არც მრავლობითი ფორმა და არც მდედრობით და არც მამრობითს არ გამოხატავს.

ეს მიუთითებს, რომ ალლაჰი არის ერთადერთი, განუმეორებელი და სრულყოფილი.

იგი არ ექვემდებარება ენობრივ კატეგორიებს, რადგან მისთვის „თანასწორი“ სიტყვა საერთოდ არ არსებობს.

ხოლო „ილაჰ“ — ჩვეულებრივი სახელია, რომელიც ზოგადად ნიშნავს „ღვთაებას“ ან „სათაყვანო ობიექტს“.

მას აქვს მრავლობითი ფორმა – „ილაჰაინ“ (ღვთაებები).

ეს გვიჩვენებს, რომ ადამიანებმა შეიძლება მოიგონონ, ან აღიარონ მრავალი ღვთაება, თუნდაც ისინი არ იყვნენ ჭეშმარიტნი.

ყურანი სწორედ ამ განსხვავებას უსვამს ხაზს:

„თქვი: იგია ალლაჰი, ერთადერთი“  (იხლას 112:1)

ეს აიათი გვახსენებს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, მაშინ როცა სხვა „ილაჰები“ მხოლოდ ადამიანთა წარმოსახვისა და ცრურწმენების ნაყოფია.
მაგალითად: წარმართებმა ქანდაკებები, ვარსკვლავები, მეფეები და მმართველები „ილაჰებად“ აქციეს.  დღევანდელ სამყაროშიც კი, ზოგიერთი ადამიანი ძალაუფლებას, სურვილებს ან ფულს აქცევს „ილაჰად“.   მაგრამ „ალლაჰი“ მხოლოდ ერთადერთი შეიძლება იყოს — არც მრავლობითი ფორმით, არც შემცვლელით.

ასე რომ, განსხვავება მარტივად ასე ითქმის: 

  • „ალლაჰი“ – ერთადერთია, განუმეორებელი და ჭეშმარიტი.
  • „ილაჰი“ – შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ ყველა მათგანი ცრუა, გარდა ერთის – ალლაჰისა.

არამუსლიმებმა წაიკითხეს ყურანის თარგმანში აიათი, რომელიც არის რეზო მიქელაძის თარგმანიდან:

და უთხრა ალლაჰმა: „ჰეი, ღისა, მარიამის შვილო, განა შენ უთხარი ხალხს, დაგვადგინეთ მე და დედაჩემი ორ ღმერთად, ალლაჰის გარდა?“ მიუგო: „დიდება შენდა! როგორ ვიტყოდი იმას, რაც არ ვიცი. მე რომ ეს მეთქვა, შენ გეცოდინებოდა. შენ უწყი იმას, რაც ჩემშია, მე კი არ ვიცი ის, რაც შენშია. უეჭველად, შენ ის ხარ, ვინც უწყის დაფარული. (სურა მაიდე 5:116)

თარგმანში წერია ორი ღმერთი.

და დაიწყეს ისლამის და ყურანის კრიტიკა, რომ ყურანი შეცდა და მარიამიც ღმერთად მოიხსენიაო. ეს კრიტიკა გამოიწვია ორმა რამემ: არასწორმა თარგმანმა და არაბული ენის არ ცოდნამ. სინამდვილეში აიათში წერია: მოვიყვანოთ გიორგი ლობჟანიძის თარგმანიდან:

და ეტყვის ალლაჰი: ჰეი 'ისა, შენ უთხარი ხალხს - დაგვადგინეთ მე და დედაჩემი ორ ღვთაებად ალლაჰის მაგივრად?! ეტყვის: დიდება შენდა! არასოდეს ყოფილა, მეთქვას ის, რისი უფლებაც არ გამაჩნია. და ეს რომ მეთქვა, გეცოდინებოდა კიდევაც. შენ უწყი რა არის ჩემში, მე კი არ ვიცი რა არის შენში. ჭეშმარიტად, შენა ხარ დაფარულთა მცოდნე. (სურა მაიდე 5:116)

აქ კი თარგმანი სწორია და წერია ორი ღვთაება რაც არაბულთან ახლოს არის. არაბულში წერია إِلَـٰهَيْنِ - 'ილაჰაინი' რაც ნიშნავს ორ ღვთაებას. თუ ამ კუთხით შევხედავთ საკითხს, უკვე ყველაფერი ნათელი ხდება და ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ქრისტიანები თაყვანს სცემენ იესოს და ასევე მარიამს, რაც დასტურდება მათი ლოცვებიდან. მათ ლოცვებში პირდაპირი მითითებაა, რომ ისინი ეთაყვანებიან მარიამს, ხოლო მარიამი ადამიანია.

მათი ლოცვანის წიგნში სახელწოდებით "წიგნის სავანე" (2014 წ) მე-15 გვერდზე წერია:

'ჰოი! ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო მარადის ქალწულო მარიამ, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რათა შემინდვნეს ყოველნი შეცოდებანი ჩემნი ვითარცა სახიერ არს, მოწყალე და კაცთმოყვარე.'

სიტყვები "ჰოი! ყოვლად წმინდა ღმრთისმშობელო" არის მიმართვა, იგივე ვედრება, ხოლო ვედრება ნებისმიერი მონოთეისტური რელიგიის მიხედვით თაყვანისცემაა. აქ აშკარად ჩანს მიმართვა — ანუ ვედრება. ადამიანი მიმართავს არა უშუალოდ ღმერთს, არამედ მარიამს და სთხოვს მას შუამდგომლობას.

შეიძლება თქვათ, რომ არ ეთაყვანებიან მაგრამ სინამდვილეში ვინმეს მოხმობა/ვედრება — თუნდაც შუამდგომლის როლში — უკვე თაყვანისცემაა, რადგან ეს მოქმედება ლოცვა-ვედრების ერთ-ერთი ფორმაა.

მონოთეიზმის პრინციპი.

ყველა მონოთეისტურ რელიგიაში (იუდაიზმი, თავდაპირველი ქრისტიანობა, ისლამი) ძირითადი აზრი ასეთია:

ლოცვა მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის.

ნებისმიერი სხვა არსებისადმი მიმართვა — თუნდაც შუამდგომლობის თხოვნით — თაყვანისცემის ტოლფასია და ირღვევა მონოთეიზმი, რაც ავტომატურად ნიშნავს პოლითეიზმს/წარმართობას.

მათ ლოცვაში არის პირდაპირი მიმართვა — „ჰოი, მარიამ!“

ეს არის ლოცვის ფორმა, რადგან მოიცავს მოწოდებას და თხოვნას.

თუნდაც აქ არ ითხოვდნენ „გადამარჩინე“, მაინც ითხოვენ დახმარებას — ეს მოქმედება კი ვედრების ტოლფასია.

ისლამში მსგავსი საქციელი შირქად - პოლითეიზმად ფასდება რადგან ყველა სახის თაყვანისცემა, იქნება ეს ვედრება, ლოცვა, მარხვა და ა.შ ეკუთვნის სამყაროთა ღმერთს, რადგან ყურანში ვკითხულობთ:

მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს, და მხოლოდ შენ გთხოვთ შეწევნას (ფათიჰა 1:5)

მოცემულ წიგნში ბევრი ისეთი რამე წერია, რაც პირდაპირი მნიშვნელობით შირქია და ღმერთს თანაზიარს უდგენენ. მაგრამ მათ აქ არ მოვიყვანთ რადგან ჩვენი თემა მარიამს ეხება.

IV–V საუკუნეებში უკვე არსებობდა მარიამისადმი მოკლე მიმართვები ქრისტიანულ ლიტურგიებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ეკლესიებში (ანტიოქია, ალექსანდრია). პაპი გრიგოლ დიდი დაიბადა 540 წელს. პაპი გრიგოლ დიდის მიერ 590–604 წლებში უკვე გამოიყენებოდა როგორც ლიტურგიული მისალმება მარიამისადმი.

მარიამისადმი ლოცვა დაიწყო IV–VI საუკუნეებში და სრული ლოცვა, როგორც დღესაა ცნობილი, ოფიციალურად დამკვიდრდა XVI საუკუნეში (1568 წელს) პაპი პიუს V-ის დროს.

ქრისტიანები IV–VI საუკუნეებიდან მიმართავდნენ მარიამს ლოცვებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ეკლესიებში, ხოლო XVI საუკუნეში ოფიციალურად ჩამოყალიბდა პაპი პიუს V-ის მიერ. ეს მიმართვა — შუამდგომლობის თხოვნა და ლოცვა მარიამისადმი — მონოთეისტური რელიგიების მიხედვით თაყვანისცემის ფორმაა და მონოთეისტური რელიგიების მიხედვით ეს ფასდება როგორც პოლითეისტობად - შირქად.

ჩვენ საკმარისი მტკიცებულებები მოვიყვანეთ იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი ნამდვილად ეთაყვანებიან მარიამს მათი სიტყვებით და ყურანში ნათქვამი სიტყვები ჭეშმარიტებას და სიზუსტეს ასახავს.

და ალლაჰმა უკეთ იცის.