17. ღმერთი არის ასეთი და არა ისეთი, როგორც გვიხატავენ სხვა რელიგიები.
აი ასეთია ღმერთი და არა ისეთი, რომ თითქოს მან მიიღო ადამიანის ფორმა, გახდა ხორცი და ა.შ. ღმერთი არის უზენაესი და დიდებული რომლის სიდიადე განუზომელია
ჭეშმარიტად, ღმერთი არის ერთადერთი შემოქმედი, ერთადერთი, ვინც არსებობდა მუდამ და იარსებებს მარადიულად. ის ყოველთვის ერთადერთი იყო და არასდროს ეყოლება მას თანაზიარი. ის ყოვლისმცოდნეა, ის სრულყოფილია, მისი მსგავსი არავინაა, და არ არსებობს სახელები, მსგავსი მისი სახელებისა. ის არ რჩება დროში და არ რჩება უდროდ. ის არ არის დამოკიდებული საგნებზე, და არ არსებობს საგნები მის გარეშე. ის არ ეფუძნება არანაირ საგანს და არავის ემორჩილება იგი. ის არსებობდა სამყაროს შექმნამდე და არ იყო
არავინ და არაფერი მის გარდა.
და როცა არაფერს ჰქონდა სახე, არც სიტყვა, არც სითბო, მაშინ არსებობდა მხოლოდ ის — ყოვლისგამგონი და ყოვლისმცოდნე, რომლის წინაშეც არაფერია დაფარული. მან შექმნა არსებები თავისი სიბრძნით, თავისი ხელით, და ყოველივეს შთაბერა სული და მისცა სიცოცხლე.
მისი ძალა უსაზღვროა; მისი წყალობა აღწევს ყველგან, ის არის მოწყალე მათთვის, ვინც დაეცა, და აღმდგენელი მათთვის, ვინც დაბრუნებას მოისურვებს. მისგან ვერაფერი დაიმალება — არც ცრემლი, არც გულისთქმა, არც გულში ჩაკლული იმედი.
ყოველი მოძრავი და ყოველი უძრავი მის ნებას ემორჩილება. დღეთა ბატონიც ის არის და ღამეთა მცველი. და ვინც მასზე დაეყრდნო, არასოდეს წაიქცევა; ვინც მასში სიმშვიდე იპოვა, ვერავინ ააღელვებს; და ვინც მას სიყვარულით მიმართავს, არასდროს დარჩება უპასუხოდ.
ის არის დასაწყისიც და დასასრულიც, ყველაფერი, რაც არსებობს, მისი ძალის მანიშნებელია, მისი სიდიადის მტკიცებულება.
და თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)
كَانَ اللَّهُ وَلَمْ يَكُنْ شَىْءٌ قَبْلَهُ
იყო ალლაჰი და არაფერი იყო მანამდე (ბუხარი 7418)
როცა იყო მდგომარეობა და არ იყო დრო, და არც არაფერი მარადიული ალლაჰის გარდა, უსაზღვრო შემოქმედების მქონემ, ყოვლის შემძლემ, ძლევამოსილმა და ბრძენმა გააჩინა ცა და მიწა. მიწაზე გარდმოავლინა წვიმა და ამ წვიმით, და მიწაში ჩადებული სიბრძნით, აღმოაცენა უამრავი ნაყოფი სარჩოდ, დაადგინა ზღვები და ოკეანეები, მათში განათავსა უამრავი წყალქვეშა არსება. ადამიანისთვის ცნობილია უამრავი სახეობის წყალქვეშა არსება. დაადგინა წყვილწყვილებად და დაუდგინა ცხოვრების წესი, მიწა მოჰფინა ნაირ-ნაირი ცხოველებით წყვილებად და დაუდგინა ყოველ მათგანს განსხვავებული ფორმა, შესაძლებლობა, უნარები და ცხოვრების პირობები.
ზეცა შეავსო უამრავი ფრინველით წყვილებად და თითოეული მათგანი შეამკო სხვადასხვა ფერში, სხვადასხვა ფორმაში, სხვადასვა თვისებებით და დაუდგინა მათაც მისია. მთელი სამყარო უზენაესი და ძლევამოსილი ალლაჰის ბრძანებისა და მორჩილების ქვეშაა, ყველას თავისი მისია დაუწესა, ვინაიდან დედამიწაზე წონასწორობისთვის ყველა არსებას აქვს წვლილი. გააჩინა ალლაჰმა ყველაფერი ჭეშმარიტებით და განსაზღვრა ყველაფერი მის გაჩენამდე 50,000 ათასი წლით ადრე, როგორც ეს გადმოცემულია 'აბდულლაჰ იბნ ამრის მიერ: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰმა დაწერა ქმნილებების ბედისწერა ორმოცდაათიათასი წლით ადრე, ვიდრე შექმნიდა ცებს და დედამიწას, და მისი ტახტი('არში) იყო წყალზე.
(საჰიჰ მუსლიმი 2653)
… ალლაჰი რომელიც არის უანგაროდ მომცემი, ყოველი არსების მფარველი, ბრძანებს:
განა ვერ ხედავ, რომ ხომალდი დაცურავს ზღვაში ალლაჰის წყალობით,
(ლუყმან 31:31) ალლაჰს რომ არ მიეცა ძალა წყლისთვის, რომელი ქმნილება შეძლებდა, რომ მასზე ეცურა რკინას? ალლაჰს რომ არ მიეცა თევზებისთვის წყალში სიცოცხლის გაგრძელების უნარი, რომელი ქმნილება შეძლებდა, რომ მათთვის შეექმნა ეს პირობები? ალლაჰს რომ არ მიეცა ფრინველებისთვის ძალა და უნარი, რომ ეფრინათ ზეცაში, რომელი ქმნილება შეძლებდა ამას? რომელი მეფე, რომელი პრეზინდენტი ან რომელი ქმნილება შეძლებდა ამას? შეუძლებელია უბრალო ქმნილებამ შეძლოს ეს. მაშინ რატომ ღებულობთ ადამიანთა მოგონილ ცრუ კანონებს, და არ ღებულობთ ღმერთის კანონს? უზენაესი ალლაჰი, უნაკლოა ის, და დიდებული ბრძანებს:
გააჩინა ცანი, როგორც ხედავთ, საყრდენების გარეშე და დაადგინა მიწაზე უზარმაზარი მთები, რომ არ შერყეულიყავით. გაამრავლა და დაასახლა მასზე ყოველნაირი ცხოველი. და გარდმოვავლინეთ ზეციდან წყალი და აღმოვაცენეთ მისით ყველა სახეობის სასარგებლო მცენარეები!
(ლუყმან 31:10)
ესენი ალლაჰის გაჩენილია, წარმართებს რომ ჰკითხო ამათ ვინ აჩენსო? ისინი გეტყვიან ამ ყველაფერს ალლაჰი აჩენსო. შემდეგ ალლაჰმა თქვა:
აი, ესენია ალლაჰის გაჩენილი! მაშ, დამანახეთ რა გააჩინეს დანარჩენებმა. ..
(ლუყმან 31:11)
დღის ღამეში შემყვანი, და ღამიდან დღის გამომყვანი ალლაჰია, მზის და მთვარის ამომყვანი ალლაჰია, ცოცხალის მკვდრისაგან, და მკვდრის ცოცხალისაგან გამომყვანი ალლაჰია, ადამიანების ყოველი საქმის და განზრახვის მცოდნე ალლაჰია. ამ ყოველივეს შემძლე და მცოდნე მხოლოდ ალლაჰია, რადგან ალლაჰი უნაკლოა ის და უზენაესი ბრძანებს:
ეს იმიტომ, რომ ჭეშმარიტება ალლაჰია, და რასაც მოუხმობენ, მის გარდა ბათილია. და კიდევ იმიტომ, რომ ალლაჰი უზენაესი, დიდებულია!
(ლუყმან 31:30)
ქმნილებას, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, და რა პოსტიც, ერთ კოღოს, ბუზს და მტვერსაც კი ვერ შექმნის. რადგან ალლაჰი ბრძანებს:
ჰეი, ადამიანებო! მაგალითისთვისაა იგავი, მაშ მოუსმინეთ. ჭეშმარიტად, რომელთაც თქვენ მოუხმობთ, ალლაჰის გარდა, ვერ შექმნიან ბუზსაც კი, რომც შეიკრიბონ ამისათვის. თუ ბუზი რაიმეს მოსტაცებს მათ, ვერ წაართმევენ უკან. სუსტია ის, ვინც ითხოვს, და ისიც, ვისაც სთხოვენ!
(სურა ჰაჯ 22:73)
ამ ყოველივეს შემძლე მხოლოდ ერთადერთი ალლაჰია. ნუთუ ისინი მოიტანენ მისხალ სიკეთეს სხვისთვის, ან საკუთარი თავისთვისაც კი, თუკი ეს ალლაჰმა არ ინება? ალლაჰი ბრძანებს:
...ალლაჰი უკეთესია თუ ისინი, რასაც თანაზიარად უდგენენ?“
(ნემლ 27:59)
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, შემდეგ ამაღლდა ‘არშზე. ის ღამეს დღით ფარავს, რომელიც მოსდევს მას. მზე, მთვარე და ვარსკვლავები მას ემორჩილებიან. განა, მას არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა? კურთხეულია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!
(სურა ა'არაფ 7:54)
უზენაესი ალლაჰი გვაცნობებს, რომ არსებობს შვიდი ზეცა:
იგია ის, ვინც შექმნა თქვენთვის ყოველი, რაც ქვეყანაზეა. მერე ცას მიაშურა და ის შვიდ ზეცად გადაანაწილა. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმცოდნეა
(სურა ბაყარა 2:29)
აბუ დავუდი და აჰმადი გადმოგვცემენ იბნ აბბასიდან, რომ დედამიწიდან პირველ ზეცამდე არის 500 წლის მანძილი. ასევე ყოველ ზეცას შორის მანძილია 500 წელიწადი. ამ ყოველივეს ზემოთ არის წყალი, წყალს ზემოთ არის ქურსი და ქურსის ზემოთ არის 'არში.
ალ ბაიჰაყი გადმოგვცემს ჰადისს აბუ ზარისგან რომ გაიგონა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვა: „ქურსი (ღმერთის ტახტი) ‘არშთან (ტახტრევანთან) შედარებით არის პატარა რკინის ბეჭედი, უსაზღვრო უდაბნოში გადაგდებული.“
ყოველ ზეცას შორის მანძილია 500 წელიწადი. ამ ყოველივეს ზემოთ კი არის ტახტი. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს ქურსის(ტახტის) შესახებ:
ტახტი მისი გარემოიცავს ცათა და ქვეყანას.
(ბაყარა 2:255)
ტახტი გარემოიცავს შვიდ ზეცას რომელთა შორის მანძილი 500 წელიწადია.
და ტახტი, რომელიც ცათა და ქვეყანას მოიცავს იგი არის 'არშთან შედარებით ისე პატარა, როგორც უსაზღვრო უდაბნოში გაგდებული პატარა რკინის ბეჭედი.
ხოლო დიადი და უზენაესი ალლაჰი ბრძანებს სურა ბურუჯის 15-ე აიათში:
(იგია) არშის ღირსეული მეუფე,
იბნ მასუდმა გვაცნობა, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაინახა, რომ ჯიბრილს აქვს ექვსასი ფრთა. (ბუხარი 3232)
ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ნება მომეცა ვთქვა ანგელოზის შესახებ, რომელიც ატარებს ტახტრევანს. დაშორება მის ყურსა და მხარს შორის არის 700 წლის სავალი მანძილი.
(აბუ დავუდ 4727)
ეს უზარმაზარი ანგელოზები ალლაჰის ქმნილებები არიან, ისეთი ქმნილებები რომელთა სიდიდესაც ადამიანის თვალი ვერ მისწვდება. ალლაჰი ამ ყოველივეს გამჩენი, მფარველი და დამხმარეა, და ის აღმატებულია მის ქმნილებებზე.
მანსური გადმოსცემს:
`ერთხელ ალლაჰის შუამავალთან(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოვიდა იუდეველი სწავლული და უთხრა: მუჰამმად! ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი უკანასკნელ დღეს ზეცას ერთ თითზე დაიდებს, დედამიწებს (პლანეტებს) მეორეზე, ხე-მცენარეებს მესამეზე, წყლებს - მეოთხეზე, სიმდიდრეს - მეხუთეზე და დანარჩენ ქმნილებებს მეექვსეზე, შემდეგ კი იტყვის მე ვარ მეუფე! შუამავალმა კი წაიკითხა აიათი:
ვერ შეაფასეს მათ ღმერთი ჯეროვნად, არადა მთელი დედამიწა მის ხელში აღმოჩნდება სამსჯავროს დღეს, ხოლო ზეცა ჩაიხვევა მის მკლავქვეშ! (სურა ზუმარ 39:67)
(მუსლიმი 52:2786)
აი ასეთია ღმერთი და არა ისეთი, რომ თითქოს მან მიიღო ადამიანის ფორმა, გახდა ხორცი და ა.შ. ღმერთი არის უზენაესი და დიდებული რომლის სიდიადე განუზომელია