20. თუ ეჭვი შეგიპყრობს

არამუსლიმების მორიგი არგუმენტი, რომელიც არასწორად ესმით და ამის შედეგად აყალიბებენ არასწორ შეხედულებას. მათი არგუმენტი არის აიათი:

და თუ იქნები ეჭვში იმის გამო, რაც გარდმოგივლინეთ, მაშინ ჰკითხე იმათ, ვინც შენამდე კითხულობდა წიგნს. შენ გებოძა ჭეშმარიტება შენი ღმერთისაგან და ნუ იქნები დაეჭვებულთაგანი! (სურა იუნუს 10:94)

და ამბობენ: ყურანი ადასტურებს თორას და ინჯილის ჭეშმარიტებას და ეს აიათიც იმის დასტურია რომ ამ ჭეშმარიტი წიგნების მფლობელებს ჰკითხოს თუ რამე ეჭვი აქვს.

მაგრამ მთავარი კითხვა რა არის? ერთია რაღაცის მოტანა/მოყვანა და მეორეა მისი გააზრება, და ეს ყველა საქმეში ასეა. ერთია რელიგიური ტექსტი და მეორეა ის თუ როგორ გესმის. მოდით ვნახოთ სინამდვილეში ეს აიათი რას გულისხმობს.

თავიდან მოვიყვანოთ აიათი:

და თუ იქნები ეჭვში იმის გამო, რაც გარდმოგივლინეთ, მაშინ ჰკითხე იმათ, ვინც შენამდე კითხულობდა წიგნს. შენ გებოძა ჭეშმარიტება შენი ღმერთისაგან და ნუ იქნები დაეჭვებულთაგანი! (სურა იუნუს 10:94)

ტაბარი მოცემული აიათის განმარტებაში წერს: 'მუჰამმად, შენ ჭეშმარიტება მოგივიდა, რომელიც შენს წინასწარმეტყველებას ადასტურებს. იუდეველებმა და ქრისტიანებმა დაინახეს შენს შესახებ მათ წიგნებში. ნუ იქნები დაეჭვებულთაგანი. 

ყათადა ამბობდა: 'გადმოცემულია, რომ როდესაც ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ეს აიათი მოევლინა ალლაჰისგან, ასე თქვა: 'მე არც ეჭვი მეპარება და საჭიროდ არ მიმაჩნია ვინმეს რამე ვკითხო'. ალლაჰის შუამავალს ეჭვი არასდროს შეჰპარვია იმაში რომელიც ღმერთმა მას მოუვლინა. 

აიათში გამოთქმის წესი არაბული ენისთვის დამახასიათებელი ნიშანია. ამის მაგალითად შემდეგ რამის თქმა შეიძლება: 'მაგალითად, მამას უნდა რომ მისმა შვილმა რაღაც არ გააკეთოს და ამას ითხოვს კატეგორიულად და ეუბნება: 'თუ ჩემი შვილი ხარ, ეს არ გააკეთო' (ტაბარის განმარტებიდან)

აიათში ნათქვამი სიტყვები 'და თუ იქნები ეჭვში იმის გამო,'  არის რიტორიკული განცხადება უარყოფის ფორმით, ესეიგი ნათქვამია ისე, თითქოს რაღაც შესაძლებლობა არსებობს, სინამდვილეში კი მიზანია მისი სრული გამორიცხვა და მნიშვნელობის განმტკიცება. აიათში ნათქვამი სიტყვები 'თუ იქნები ეჭვში'  სინამდვილეში არ ნიშნავს ეჭვში ყოფნას და მსგავსი მაგალითები ქართულ ენაშიც არის:

'თუ კაცი ხარ, ასე არ გააკეთო' აქ არ ეუბნები რომ კაცი არ არის, აქ ხაზს უსვამ მის ღირსებას. 'თუ ჩემს სიტყვას შენთვის ფასი აქვს, ეს დაიმახსოვრე' ამით მოლაპარაკე არ აყენებს ეჭვქვეშ საკუთარი სიტყვის ფასს, პირიქით, ხაზგასმით ამტკიცებს მას. 

თუ რამე გაგეგება, ამას მაშინვე მიხვდები. აქ მეორე პირს არ ვეუბნებით რომ არაფერი გაეგება, ამით ჩვენ ვეუბნებით, რომ მას გაგება აქვს და წესით უნდა მიხვდეს. 

და ასეთი მაგალითები ბევრია. 

აიათის განმარტებაში (ბაღავის განმარტენააი) იბნ აბბასი, მუჯაჰიდი და დაჰჰაყი განმარტავენ: 

იგულისხმებიან ისინი ვინც ირწმუნეს წიგნის ხალხთაგან, როგორებიც იყვნენ აბდულლაჰ ბინ სალამი და მისი თანამიმდევრები. რომლებმაც დაადასტურეს მუჰამმედის 'ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე' მოციქულობა, და გადმოგვცემდნენ ამას (მათივე წიგნებიდან). (ბაღავის თაფსირი)

ჩვენ უკვე დავაზუსტედ, რომ მათ მიერ მოყვანილი არგუმენტები და გაგება არ შეესაბამება რეალობას და სულაც არ გულისხმობს იმას რასაც ისინი ამბობენ. პირიქით, არსებობს გადმოცემები, მათ შორის აიათიც, რომლებიც უარყოფს მათზე რამის კითხვას და მათგან სწავლას:

იქრიმი გადმოსცემს, რომ იბნ აბბასმა თქვა: როგორ შეგიძლიათ ჰკითხოთ წიგნის ხალხს რაღაც, როცა გაქვთ ალლაჰის წიგნი(ყურანი) რომელიც არის ალლაჰის მიერ ახალად მოვლენილი, და კითხულობთ მას სუფთად, დაუმახინჯებელი ფორმით? (ბუხარი 7522)

ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ უმარ იბნ ალ-ხატტაბი მივიდა შუამავალთან როცა ხელში რამდენიმე ფურცელი ეჭირა რომელიც იყო წიგნის ხალხიდან. მან წაუკითხა ისინი შუამავალს, ის გაბრაზდა და თქვა:  შენ რა, დაიბენი (რელიგიის შესახებ), ხატტაბის შვილო? ვფიცავარ იმას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, მე მოგიტანეთ თქვენ ნათელი და სუფთა.

არ ჰკითხოთ მათ არაფერი, რადგან რაღაცას მართალს  გეტყვიან და თქვენ მას უარყოფთ, ან გეტყვიან სიცრუეს და თქვენ მას ირწმუნებთ. ვფიცავარ იმას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, მუსა რომ  დღეს ცოცხალი ყოფილიყო, არ დარჩებოდა არჩვევანი ჩემზე  გამოყოლის გარდა. (აჰმად მუსნად 14736)

და აიათი:  ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი დაემორჩილებით იმათგან რომელიმე ჯგუფს, ვისაც წიგნი ებოძა, გაქცევენ თქვენ ურწმუნოებად მას შემდეგ, რაც ირწმუნეთ. (სურა ალი იმრანი 3:100)

მორჩილება იწყება მოსმენით, სწავლით, შეკითხვებით და ა.შ

და ალლაჰმა უკეთ იცის