21. მრავალცოლიანობა ბიბლიაში
თუ ვინმე ქრისტიანული პოზიციიდან ამტკიცებს, რომ მრავალცოლიანობა თავისთავად არის „ამორალური“, „უღირსი“ ან „წინასწარმეტყველისთვის შეუფერებელი“ და ამ მიზეზით ლანძღავს ისლამს და მის მოციქულს ﷺ, მაშინ ლოგიკურად და სამართლიანად ასეთი კრიტიკა პირველ რიგში უნდა გავრცელდეს ბიბლიურ პერსონაჟებსა და წინასწარმეტყველებზე, რადგან ბიბლია მრავალცოლიანობას არა მხოლოდ აღწერს, არამედ ღვთის მიერ რჩეულ ადამიანებთან ასოცირებულად გვიჩვენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ობიექტურ მორალურ კრიტიკასთან, არამედ ორმაგ სტანდარტთან.
ბიბლიურ პერსონაჟს ლამექს ორი ცოლი ჰყავდა.
მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა. (დაბადება 4:19)
ბიბლიურ წინასწარმეტყველს სოლომონს ბევრი ცოლი ჰყავდა.
კიდევ მოიყვანა იერუსალიმში დავითმა ხარჭები და ცოლები ხებრონიდან მოსვლის შემდეგ და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები. (2 მეფეთა 5:13)
რობოამს 18 ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა.
რობოამს ყველა თავის ცოლზე და ხარჭაზე მეტად უყვარდა რეხაბყამი, სოლომონის ასული. რადგან თვრამეტი ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა, შეეძინა ოცდარვა ვაჟი და სამოცი ქალი. (2 ნეშტთა 11:21)
აბიაჰუს კი თოთხმეტი.
აბიაჰუ კი გამტკიცდა და თოთხმეტი ცოლი შეირთო. შეეძინა ოცდაორი ვაჟი და თექვსმეტი ქალი. (2 ნეშტთა 13:21)
ბიბლიურ პერსონაჟს ელკანას ორი ცოლი ჰყავდა.
იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან, და სახელად ერქვა ელკანა, ძე იეროხამისა, ელიჰუს ძისა, თოხუს ძისა, ცუფის ძისა, ეფრათელი. ორი ცოლი ესვა: ერთს ერქვა ხანა, მეორეს - ფენინა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო. (1 მეფეთა 1:1-2)
იოაშისაც ორი ცოლი ჰყავდა.
შვიდი წლის იყო იოაში, როცა გამეფდა, და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბაი, ბარშებადან.სწორად იქცეოდა უფლის თვალში იოაში იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლეში. ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა და შეეძინა ძენი და ასულნი. (2 ნეშტთა 24:1-3)
აბრაამსაც ორი ცოლი ჰყავდა.
უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარაის, შენს ცოლს, აღარ ერქვას სახელად სარაი, არამად სარა იყოს მისი სახელი. (დაბადება 17:15)
კიდევ ითხოვა აბრაამმა ცოლი, სახელად კეტურა. (დაბადება 25:1)
იაკობს 4 ცოლი ჰყავდა: ლეა, (დაბადება 29:23), რახელი (დაბადება 29:8) ბალა რომელიც ხარჭა იყო, (დაბადება 30:4) ზილფაც ასევე ხარჭა იყო (დაბადება 30:9)
დავითსაც ორი ცოლი ჰყავდა.
შევიდნენ იქ დავითი და მისი ორი ცოლი, იზრეყელელი ახინოაბი და აბიგაილი, ქარმელელი ნაბალის ქვრივი. (2 მეფეთა 2:2)
სოლომონს 700 ცოლი ჰყავდა და 300 ხარჭა.
მეფე სოლომონს უყვარდა ბევრი უცხოელი ქალი: ფარაონის ასული, მოაბელები, ყამონელები, ედომელები, ციდონელები და ხეთელები, იმ მოდგმის ხალხთა ქალები, რომელთა გამო ნაბრძანები ჰქონდა უფალს ისრაელიანთათვის, ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უეჭველად მიდრეკენო თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ. მათ მიეწება სოლომონი სიყვარულით. ჰყავდა შვიდასი ცოლი დედოფლად და სამასი ხარჭად. და მიდრიკეს მისი გული ცოლებმა. (3 მეფეთა 11:1-3)
ბიბლიაში ნათლად წერია, რომ მრავალცოლიანობა იყო ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა მეფეებს, წინასწარმეტყველებსა და პატრიარქებს შორის. ამიტომ, როცა ვინმე ისლამს ან მუჰამმედს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მრავალცოლიანობის გამო ამორალურობაში ადანაშაულებს, ასეთი კრიტიკა ან უნდა გავრცელდეს იმავე სიმკაცრით ბიბლიურ წინასწარმეტყველებზეც, ან უნდა აღიარონ, რომ პრობლემა არა მრავალცოლიანობაა, არამედ მიკერძოებაა ისლამის მიმართ. ობიექტური და სამართლიანი მიდგომა ორმაგ სტანდარტს არ ცნობს.
და ალლაჰმა უკეთ იცის